ვო თჰი ან სუანი
ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი
ვო თჰი ან სუანი (ვიეტ. Võ Thị Ánh Xuân; 8 იანვარი, 1970) — ვიეტნამელი ქალი პოლიტიკოსი. ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი 2021 წლის 6 აპრილიდან.[1] 1945 წლის შემდეგ ვო თჰი ან სუანი ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტია.[2] ვიეტნამის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2023 წლის 18 იანვრიდან 2 მარტამდე, ნგუენ სუან ფუკის გადადგომის შემდეგ.[3]
ვო თჰი ან სუანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 იანვარი, 1970 (54 წლის) |
დაბადების ადგილი | Thới Sơn, ჩრდილოეთი ვიეტნამი |
მოქალაქეობა | ვიეტნამი |
სამეცნიერო ხარისხი | ბაკალავრი |
ვიცე-პრეზიდენტად აირჩია ეროვნულმა ასამბლეამ და მიიღო ხმების 93,13 %.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Chuyên mục bầu cử Niên yết danh sách ở 04 đơn vị bầu cử đại biểu Quốc hội”.
- ↑ Tiểu sử của nữ Phó Chủ tịch nước trẻ nhất từ trước tới nay vietnamese (2021-04-06). ციტირების თარიღი: 2023-01-17
- ↑ Vietnam President Nguyen Xuan Phuc Resigns in Rare Shakeup en. ციტირების თარიღი: 2023-01-17
- ↑ Bà Võ Thị Ánh Xuân làm Phó chủ tịch nước