ნგუენ სუან ფუკი
ნგუენ სუან ფუკი (დ. 20 ივლისი, 1954) — ვიეტნამელი პოლიტიკოსი. 2021 წლის 5 აპრილიდან 2023 წლის 17 იანვრამდე ვიეტნამის პრეზიდენტი. 2016 წლის 7 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი.
ნგუენ სუან ფუკი | |
---|---|
ვიეტ. Nguyễn Xuân Phúc | |
დაბადების თარიღი | 20 ივლისი, 1954 (70 წლის) |
დაბადების ადგილი | Quế Sơn, State of Vietnam, French Union |
მოქალაქეობა | ვიეტნამი |
განათლება | National Economics University და სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი |
მეუღლე/ები | Tran Thi Nguyet Thu |
ფუკი 1982 წლიდან არის ვიეტნამის კომუნისტური პარტიის წევრი. 2007-2011 წლებში იყო მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი. 2011-2016 წლებში – პრემიერ-მინისტრის მოადგილე (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე). ფუკი იყო რიგით მეორე ნომერი წევრი მე-13 პოლიტბიუროზე და მესამე — მე-12 პოლიტბიუროზე.[1] ფუკი არის ეროვნული ასამბლეის წევრი. მუშაობდა მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში. 1973-1978 წლებში ფუკი სწავლობდა ბიზნეს მენეჯმენტს ჰანოის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სწავლობდა ადმინისტრაციულ მენეჯმენტს ვიეტნამის ეროვნულ ადმინისტრაციულ აკადემიაში. გარდა ამისა დამთავრებული აქვს სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.[2][3][4]
2023 წლის 17 იანვარს გადადგა ვიეტნამის პრეზიდენტის თანამდებობიდან და წავიდა პოლიტიკიდან, მიზეზად დაასახელა პასუხისმგებლობა მთავრობაში მომხდარ რამდენიმე ბოლო სკანდალზე.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Thanh nien News
- ↑ BST áo dài Lan Hương ra mắt phu nhân nguyên thủ các nước tới Hà Nội (2017-06-09). ციტირების თარიღი: 2018-04-02
- ↑ Thủ tướng Nguyễn Xuân Phúc đến Phi-líp-pin dự hội nghị cấp cao ASEAN 30 (2017-06-09). ციტირების თარიღი: 2018-04-02
- ↑ Nguyễn Xuân Phúc chính thức thay Nguyễn Tấn Dũng làm thủ tướng - Nguoi Viet Daily News (2017-06-09). ციტირების თარიღი: 2018-04-02
- ↑ Trung ương đồng ý ông Nguyễn Xuân Phúc thôi chức Chủ tịch nước