სოციალისტური რესპუბლიკა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|სოციალისტური რესპუბლიკა}} |
სოციალისტური რესპუბლიკა — სოციალისტური წყობის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი რესპუბლიკური მმართველობის ფორმა. ასეთი სახის რესპუბლიკები ადრე უფრო მეტი იყო (საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის გაქრობის შემდგომ მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა), მაგრამ ისინი დღესაც არიან შემორჩენილნი, როგორებიცაა კუბის რესპუბლიკა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა და ა.შ. რესპუბლიკური მმართველობის ამ სახეს შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები აქვს:
- სრულხელისუფლებიანობა და ზემდგრადობა საბჭოებისა (წარმომადგენლობითი ორგანოები).
- ყველა დანარჩენი სახელმწიფო ორგანო ყალიბდება შესაბამისი დონის საბჭოების მიერ, რომლებიც დაქვემდებარებულნი და პასუხისმგებელნი არიან მათ წინაშე.
- ხელისუფლების დანაწილების პრინციპი თეორიულადაც კი არ არის აღიარებული, მას უპირისპირდება პრინციპი მშრომელი ხალხის ერთიანი ხელისუფლებისა, გამოხატული საბჭოებში.
- საბჭოებში გაერთიანებულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციები. სასამართლოების დამოუკიდებლობა ზოგიერთ შემთხვევაში აღიარებულია, თუმცა წმინდა დეკლარაციულად.