გუანდუნი (ჩინ.: 广东; ფინინი: guǎngdōng) — ჩინეთის უკიდურეს სამხრეთით მდებარე პროვინცია, რომელიც სამხრეთ-ცენტრალურ ჩინეთის ფართო ადმინისტრაციულ დანაყოფში შედის.

პროვინცია
გუანდუნი
广东省
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ადმ. ცენტრი გუანჯოუ
შიდა დაყოფა შენცენი, გუანჯოუ, ჭუხაი, შანტოუ, შაოგუანი, ფოშანი, ძიანგმენი, Zhanjiang, Maoming, ჭაოცინგი, ხუეიჭოუ, მეიჭოუ, შანვეი, ხეიუენი, Yangjiang, ცინგიუენი, ტუნგკუანი, Zhongshan, ჩაოჭოუ, Jieyang და Yunfu
კოორდინატები 23°24′00″ ჩ. გ. 113°30′00″ ა. გ. / 23.40000° ჩ. გ. 113.50000° ა. გ. / 23.40000; 113.50000
მმართველი Wang Weizhong
ფართობი 177,900 კმ²
სალაპარაკო ენები კანტონური და სხვა იუეს ჯგუფის დიალექტები, ხაკა, მინ-ნანის ენები (ჩაოჯოუს და ლეიჯოუს დიალექტები), ტუხუა, ჩინური ენა და ჯუანგის ენები
მოსახლეობა 104,303,132 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 536 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ხანი (99%), ჯუანგი (0,7%), იაო (0,2%)
სასაათო სარტყელი UTC+8
ოფიციალური საიტი gd.gov.cn

გეოგრაფია

რედაქტირება

გუანდუნი პროვინციის ფართობი შეადგენს 177 900 კმ². აქედან 1448 კმ² კუნძულებს შეადგენს. სხვა რეგიონებისაგან იგი გამოირჩევა გრძელი სანაპირო ზოლით, რომლის სიგრძე 4,300 კილომეტრია. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გუანდუნი ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვას და ორ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს: ჰონგ კონგსა და მაკაოს[1]. ჩრდილო-აღმოსავლეთით იგი ესაზღვრება ფუძიანის პროვინციას, ხოლო ჩრდილოეთით-ძიანსისა და ხუნანს. დასავლეთ საზღვარს გუანდუნი იყოფს გუანსი-ჯუანის ავტონომიურ რაიონთან.[2] რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კუანგჭოუ.

გუანდუნს დაახლოებით 1,300 მდინარე აქვს. მათგან უმნიშვნელოვანესი მდინარეა ჯუძიანგი, რომელიც სიდიდით მეორე მდინარეა ჩინეთში. ჯუძიანგის დელტა 7,500 კმ² ზომისაა და სამი მდინარის შეერთების წერტილს წარმოადგენს: სი (დასავლეთი), ბეი (ჩრდილოეთი) და დონგი (სამხრეთი). დონგის მდინარე უერთდება ჯუძიანგს და მიედინება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.[3]

გუანდუნი ჩინეთის იმპერიის პერიფერულ ნაწილს წარმოადგენდა, რის გამოც იმპერატორები მას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენდა იუეს ხალხს, რომლებიც ხანის ეთნიკურ ჯგუფთან ასიმილირდნენ. მიჩნეულია, რომ იუეს ეთნიკური ჯგუფი ენათესავება გუანსის ჯუანგის ეთნოსს. გუანდუნი ცინის დინასტიის მმართველობიდან მოყოლებული მუდამ ერთიანი ჩინეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ფართო ავტონომიით სარგებლობდა.[4]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

გუანდუნის ადმინისტრაციული დაყოფა წლების მანძილზე მრავალჯერ შეიცვალა. დღესდღეობით პროვინცია იყოფა 21 მუნიციპალიტეტად (კუანგჭოუს ჩათვლით). გარდა ამისა, გუანდუნი უფრო მცირე ერთეულებადაც იყოფა: მუნიციპალიტეტებად (ჩინ. 市辖区), ოლქებად (ჩინ. 县) და საოლქო ქალაქებად (ჩინ. 县级市). გუანდუნის მუნიციპალიტეტებია:

 
მდინარე ჯუძიანგი
რუკა სახელი ჩინურად ფინინი
 
1 ცინიუანი 清远市 Qīngyuǎn Shì
2 შაოგუანი 韶关市 Sháoguān Shì
3 ხეიუანი 河源市 Héyuán Shì
4 მეიჯოუ 梅州市 Méizhōu Shì
5 ჩაოჯოუ 潮州市 Cháozhōu Shì
6 ჯაოცინი 肇庆市 Zhàoqìng Shì
7 იუნფუ 云浮市 Yúnfú Shì
8 ფოშანი 佛山市 Fóshān Shì
9 კუანგჭოუ 广州市 Guǎngzhōu Shì
10 დუნგუან 东莞市 Dōngguǎn Shì
11 ხუეიჯოუ 惠州市 Hùizhōu Shì
12 შანვეი 汕尾市 Shànwěi Shì
13 ძეიანი 揭阳市 Jiēyáng Shì
14 შანტოუ 汕头市 Shàntóu Shì
15 ჯანძიანი 湛江市 Zhànjiāng Shì
16 მაომინი 茂名市 Màomíng Shì
17 იანძიანი 阳江市 Yángjiāng Shì
18 ძიანმენი 江门市 Jiāngmén Shì
19 ჯუნშანი 中山市 Zhōngshān Shì
20 ჯუხაი 珠海市 Zhūhǎi Shì
21 შენჯენი 深圳市 Shēnzhèn Shì

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

წყაროები

რედაქტირება