ჭაოცინგი (ჩინ. 肇庆, ფინინი: Zhàoqìng) — საოლქო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციაში, ჩინეთი. 2020 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 4 113 594 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 1 553 109 ადამიანი ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არიალი) არის დასახლებული. ქალაქის ურბანული ნაწილი მოიცავს: ტუანჭოუს, ტინგხუსა და კაოიაოს რაიონებს.[1] ზოგადად საოქლო დონის ქალაქის ტერიტორია ძირითადად დაბლობებს უჭირავს (გამონაკლისია შვიდი ვარსკვლავის კლდე). ტყეებით დაფარული მთები ქალაქის საზღვრებს მიღმა იწყება. ჭაოცინგის გარეუბნებში განვითარებულია ბრინჯის მრეწველობა. სიხუეი და საოლქო დონის ქალაქის სამხრეთი რაიონები მარგალიტის მდინარის დელტის შემადგენლობაშია შესული.

საოლქო დონის ქალაქი
ჭაოცინგი
肇庆市
七星岩往市区方向远眺.JPG
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია გუანდუნი
შიდა დაყოფა Duanzhou District, Dinghu District, Guangning County, Huaiji County, Fengkai County, Deqing County, Guangdong, Gaoyao District და Sihui
კოორდინატები 23°03′00″ ჩ. გ. 112°28′00″ ა. გ. / 23.05000° ჩ. გ. 112.46667° ა. გ. / 23.05000; 112.46667
ფართობი 14,891.23 კმ²
ცენტრის სიმაღლე 12 მეტრი
მოსახლეობა 4,113,594 კაცი (2020[1])
სიმჭიდროვე 280 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0758
საფოსტო ინდექსი 526040
საავტომობილო კოდი 粤H
ოფიციალური საიტი zhaoqing.gov.cn
ჭაოცინგი — ჩინეთი
ჭაოცინგი

წარსულში ჭაოცინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო სამხრეთ ჩინეთის ტერიტორიაზე, თუმცა ცინის დინასტიის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელობა დაკარგა. ამჟამად ჭაოცინგი ტურიზმითაა ცნობილი და ხშირად მოიხსენიება, როგორც პროვინციული „კოლეჯის მცირე ქალაქი“. შაბათ-კვირას ქალაქს ხშირად სტუმრობს გუანჯოუსა და შენჯენის მკვიდრი მოსახლეობა. ის ასევე არის მზარდი სამრეწველო ცენტრი.

ეტიმოლოგიარედაქტირება

ჭაოცინგი ცინისა და ხანის დინასტიების პერიოდში ცნობილი იყო, როგორც კაოიაო (高要). მას სახელი გადაერქვა და ტუანჭოუ (端州) ეწოდა ტუანის პრეფექტურის არსებობის პერიოდში, სუის დინასტიის მმართველობისას. თანამედროვე სახელი, ჭაოცინგი, ითარგმნება როგორც „შესაძლებლობის დასაწყისი“. ეს სახელწოდება ამ ტერიტორიას იმპერატორმა ხუეიწონგმა მიანიჭა 1118 წელს, რომელიც სუნის დინასტიის წამომადგენელი იყო. ჩინეთის საფოსტო რუკაზე ჭაოცინგი დატანილია როგორც შიუხინგი (Shiuhing), რაც თანამედროვე სახელოს კანტონურ დიალექტზე წარმოთქმის სტილითაა განპირობებული.

გეოგრაფიარედაქტირება

 
ფაიფანგ კუანგჩანგის პანორამა
 
სინშიძიე ხუაიუანის რეზიდენტალური არეალიXinshijie Huayuan residential area.
 
ქალაქის ცენტრის ხედი შვიდი ვარსკვლავის კლდეებიდან (七星岩).

ჭაოცინგი გუანჯოუდან 110 კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს, მარგალიტის მდინარის დელტის დასავლეთ ნაწილში. საოლქო დონის ქალაქი მდინარე ის (სიძიანგი) ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთისაკენ, კაოიაოს რაიონის მოპირდაპირედ გაედინება. დაბლობები, ძირითადად ჭაოცინგის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილშია, მთები კი აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში.

კლიმატირედაქტირება

საოლქო დონის ქალაქისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa). საშუალო წლიური ტემპერატურა 22.69 C-ს შეადგენს, ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური ნაჩვენებელი კი 1 633 მილიმეტრს წარმოადგენს.

ტრანსპორტირებარედაქტირება

ჭაოცინგში არსებობს როგორც ავტომაგისტრალები, ასევე რკინიგზა. მმატარებლებისა და ავტობუსების პირდაპირი მარშრუტებით საოლქო დონის ქალაქი უკავშირდება: გუანჯოუს, კონგ-კონგსა და გუანდუნის პროვინციის სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს. მნიშვნელოვანი მაგისტრალებია: N321 და N324 მაგისტალებია, ასევე ჯუანგ-ჭაოსა და კუანგ-უს ჩქაროსნული გზები. სანმაოს რიკინგზა ასევე გადის ჭაოცინგის ტერიტორიაზე. ეს გზა კონგ-კონგს აკავშირებს კუანგტონგთან ჭაოცინგის რკინიგზის გავლით.

მთლიანად საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არსებობს საჯარო ავტობუსების 32 და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებელი 2 მარშრუტი.

სპორტირედაქტირება

გუანდონის პროვინციის მე-15 თამაშებირედაქტირება

ჭაოცინგი გუანდონის პროვინციის მე-15 თამაშების მასპინძელი ქალაქი იყო,[2] სადაც ღონისძებები 2018 წლის 8 აგვისტოს გაიმართა.

მარათონირედაქტირება

2016 წლინდან მოყოლებული ჭაოცინგში ოთხი მარათონი მოეწყო. პირველი ორი წელი მარათონი ნახევარ დისტანციაზე იმართებოდა. 2018 წლის ღონისძიება პორველად მოიცავდა მარათონის მთლიან დისტანციას (42 კილომეტრი და 195 მეტრი) და დამატებით ნახევარი დისტანციის ღონისძიებაში მონაწილეობაც იყო შესაძლებელი. 2019 წელს მოეწყო ბოლო, მე-4 ჭაოცინგის საერთაშორისო მარათონი.[3]

ყვინთვარედაქტირება

2018 წელს, ჭაოცინგის ინგსიონგის ყვინთვის გადამზადების ცენტრი,[4] გაიხსნა ჭაოცინგის სპორტის ცენტრში. ამ ადგილმა FINA მსოფლიო თასს უმასპინძლა ყვინთვაში 2019 წელს.[5]

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Guăngdōng: Prefectures, Cities, Districts and Counties
  2. 15th Games of Guangdong Province. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-11. ციტირების თარიღი: 2021-11-27.
  3. 4th Zhaoqing International Marathon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-28. ციტირების თარიღი: 2021-11-27.
  4. VIDEO: Zhao Qing High Diving Stadium Opens In China en-US (2018-12-08). ციტირების თარიღი: 2019-05-26
  5. Zhaoqing ready for the FINA High Diving World Cup 2019 – Xinhua | English.news.cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-26. ციტირების თარიღი: 2019-05-26