ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარათონიმძლეოსნობის ოლიმპიური სახეობა — გარბენა დისტანციაზე 42 კმ 195 მ.

თანამედროვე მარათონელები

სახელი „მარათონი“ მომდინარეობს ფედიპიდეს ლეგენდიდან, ბერძენი ჯარისკაცის, რომელიც ქალაქ მარათონიდან ათენში გააგზავნეს მარათონის ბრძოლაში სპარსელების დამარცხების შესატყობინებლად. თქმულების თანახმად მან მთელი დისტანცია შეუსვენებლივ გაირბინა, თუმცა ქალაქისთვის ამბის შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში სული ამოხდა. მარათონიდან ათენში გარბენის პირველი ხსენება პლუტარქეს წერილში „ათენის დიდების შესახებ“ ჩანს ჩვ. წ.-ის I საუკუნეში, რომელსაც ჰერაკლიდეს პონტიკუსის დაკარგული ნამუშევრიდან ციტატა მოჰყავს, სადაც აღნიშნავს მორბენალის სახელს, როგორც ან თერსპუს ერხიუსს ან ევკლესს. ჩვ. წ.-ის II საუკუნეში ლუციანე სამოსატაელი ასევე აღწერს ამ ისტორიას და მორბენალს ფილიპიდესს უწოდებს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარათონი“-დან