მარათონის ბრძოლა
მარათონის ბრძოლა — ბრძოლა სპარსელებსა და ბერძნებს შორის, რომელიც ძვ. წ. 490 წელს მარათონის ველზე გაიმართა. ის იყო დამაგვირგვინებელი შეტაკება სპარსელების პირველი შეჭრისა საბერძნეთში, რომელიც წარმოადგენდა სპარსელების საპასუხო რეაქციას იონიელების აჯანყებაზე. ბერძნების არმია შედგებოდა ათენისა და პლატეას კოალიციური ძალებისაგან, რომელთაც მეთაურობდა მილტიადესი და პოლემარქოსი კალიმაქოსი. სპარსეთის მეფის დარიოს I-ის არმიას კი მეთაურობდა მიდიელი მხედართმთავარი დატისი. რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფმა ბერძნებმა მიმართეს ტაქტიკურ მანევრს. მოწინააღმდეგეთა ცენტრალური ძალების შეტაკების შემდეგ, ბერძნებმა უკუსვლა იწყეს და ამით სპარსელები მახეში მოაქციეს. დანარჩენმა ათენელებმა კი ფლანგებიდან შემოუარეს მტერს, ალყაში მოაქციეს ისინი და საბოლოოდ დაამარცხეს. ბრძოლაში მიღებულმა დანაკარგებმა სპარსეთის არმიას ბრძოლისუნარიანობა დააკარგვინა. დარიოსი სპარსეთში გაბრუნდა და ახალი არმიის შეკრება დაიწყო, თუმცა გარდაიცვალა. ამის მიუხედავად სპარსელებმა მეორედ მაინც ილაშქრეს საბერძნეთში დარიოსის შვილის ქსერქსეს მეთაურობით.
მარათონის ბრძოლა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ბერძენ-სპარსელთა ომების ნაწილი | |||||||
![]() | |||||||
| |||||||
მხარეები | |||||||
ათენი პლატეა |
სპარსეთის იმპერია | ||||||
მეთაურები | |||||||
მილტიადესი კალიმაქოსი |
დატისი არტაფერნე | ||||||
ძალები | |||||||
10000 ათენელი 1000 პლატეელი |
20000–100000 ქვეითი 1000 კავალერია | ||||||
დანაკარგები | |||||||
192 ათენელი 11 პლატეელი |
6400 | ||||||
ვიკისაწყობი ![]() |
ლეგენდის თანახმად, შეტაკების შემდეგ ბრძოლის ველიდან ათენელი მაცნე ფიდიპიდესი გაიქცა ათენში და სიკვდილის ფასად ამცნო ხალხს ბერძნების გამარჯვება. მან დაფარა 42 კილომეტრი, რაც შემდეგ გახდა ოლიმპიური მარათონის ფუძემდებელი.