დატისი
დატისი — ძველი სპარსელი მხედართმთავარი. მოღვაწეობდა დარიოს I-ის მეფობის დროს. ბერძენ-სპარსელთა ომებში არტაფერნესთან ერთად სარდლობდა სპარსელთა ჯარებს. დაიპყრო და გაძარცვა ბერძნული კუნძულები ეგეოსის ზღვაში. ძვ. წ. 490 წელს ბერძნებმა დაამარცხეს მარათონის ბრძოლაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 398.