პლატეა — ძველი ქალაქი საბერძნეთში (სამხრეთი ბეოტია). ბეოტიის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით იგი ათენის ერთგული მოკავშირე იყო. მარათონის ბრძოლის დროს პლატეელები იყვნენ ერთადერთნი ბერძენთაგან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ათენს და ჯარი გააგზავნეს მათ დასახმარებლად.

ძვ. წ. 479 წლის სექტემბერში აქ გაიმართა ბრძოლა ბერძნებსა (სარდალი პავსანია) და სპარსელებს (სარდალი მარდონიოსი) შორის, რომელშიც ბერძნება მიაღწიეს წარმატებას. პლატეასთან და შემდეგ მიკალეს კონცხთან ბრძოლაში გამარჯვებამ საბერძნეთი და მცირე აზიის ბერძნული ქალაქები სპარსელებისაგან გაათავისუფლა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება