ხანი (ჩინეთი)
ხანი — ხალხი ჩინეთში, ძირითადად იუნანის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. რაოდენობა 1 660 932 ადამიანი (2010). მათი ენა განეკუთვნება ტიბეტურ-ბირმულ ენებს. იყოფიან სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად. ინარჩუნებენ ძველ ანიმისტურ რწმენებს, რომელზედაც გავლენა აქვს დაოსიზმს. XX საუკუნეში გავრცელდა ქრისტიანობაც. ძირითადი საქმიანობა — მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, ნადირობა, თევზჭერა. განვითარებულია ხელოსნობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 431.