ხუეიჭოუ (ჩინ.: 惠州; ფინინი: Hùizhōu) — საოლქო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებით ჰონგ-კონგიდან (ოფიციალურად: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი). საოლქო დონის ქალაქს ესაზღვრება: გუანჯოუ დასავლეთით, შენჯენი და ტუნგკუანი სამხრეთ-დასავლეთით, შაოგუანი ჩრდილოეთით, ხეიუენი ჩრდილო-აღმოსავლეთით, შანვეი აღმოსავლეთით და ტაიას ყურე და სამხრეთ ჩინეთის ზღვა სამხრეთით. 2020 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 6 042 852 ადამიანი შეადგინა და ხუეიჭოუს მინიჭებული აქვს საოლქო დონის ქალაქის სტატუსი.[2] ხუეიჭოუს ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) 2 090 578 ადამიანია დასახლებული.[3] მიუხედავად ამისა, ქალაქის შემადგენლობაში შემავალი ხუეიიანგის რაიონი შენჭენთან ერთად გაერთიანებულია მარგალიტის მდინარის დელტის მეგაპოლისში.

საოლქო დონის ქალაქი
ხუეიჭოუ
惠州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია გუანდუნი
შიდა დაყოფა Huicheng District, Huiyang District, Boluo County, Huidong County და Longmen County
კოორდინატები 23°06′43″ ჩ. გ. 114°24′58″ ა. გ. / 23.11194° ჩ. გ. 114.41611° ა. გ. / 23.11194; 114.41611
დაარსდა 1988
ფართობი 10,922 კმ²
ცენტრის სიმაღლე 15 მეტრი
მოსახლეობა 6,042,852 კაცი (2020[1])
სიმჭიდროვე 550 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0752
საფოსტო ინდექსი 516000
საავტომობილო კოდი 粤L
ოფიციალური საიტი huizhou.gov.cn
ხუეიჭოუ — ჩინეთი
ხუეიჭოუ

ისტორია რედაქტირება

სუნის დინასტიის პერიოდში, ხუეიჭოუ უკვე ცნობილი იყო, როგორც ხუეიიანგის ოლქის დედაქალაქი და ის ამ რეგიონის კულტურულ ცენტრსაც წარმოადგენდა.[4]

დასავლეთის ტბა, რომელიც ხუეიჭოუში მდებარეობს, წარსულში ცნობილი იყო როგორც ფენგის ტბა. სუნის დინასტიის იმპერიული მთავრობის პერიოდში 59 წლის სუ ში რეჟიმს ხუეიჭოუში გაექცა. როდესაც ის ფენგის ტბას ესტუმრა, მან აღმოაჩინა, რომ ტბა ხანჯოუს დასავლეთის ტბის კულტურულ ლანდშაფტს ჰგავდა. მოგვიანებით მან ტბას სახელი გადაარქვა და დასავლეთის ტბა უწოდა. საცობის პრობლემების გამო, რომელიც ტბის სხვადასხვა მხარეს მდებარე გზებზე ხშირ პრობლემას წარმოადგენდა, სუ შიმ ინვესტიცია ჩადო ორი ხიდის მშენებლობაში. დროთა განმავლობაში, ეს ორი ხიდი დასავლეთის ტბის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდა.[5]

ხუეიჭოუ მნიშვნელოვანი ქალაქი იყო კომერციულობისა და ვაჭრობის მხრივ. ეს ყოველივე XX საუკუნეში შეიცვალა ტერიტორიაზე არსებული ომების გამო.[6] 1980-იანი წლების შემდეგ, ხუეიჭოუ მიმდებარე შენჭენისა და ტონგკუანის გზას გაჰყვა და სამრეწველო ბაზად ჩამოყალიბდა.

დემოგრაფია რედაქტირება

ისტორიული დემოგრაფია რედაქტირება

უძველესი ჩინეთის პერიოდში ხუეიჭოუ და ხეიუენი ყოფილი ლინგნანის რეგიონის ნაწილს წარმოადგენდა. ტანის დინასტიამდელ პერიოდში ქალაქის მოსახლეობა ძირითადად პაიიუეს ხალხისაგან შედგებოდა (ჭუანგები, იაოს ხალხი, ხმოგები, ტანქები და შეს ხალხი). უმცირესობას წარმოადგენდნენ ხანები.[7] ხუეიიანგი ოლქის მონაცემების მიხედვით (2003), იუანის დინასტიის (XIV საუკუნე) პერიოდში, თანამედროვე ხუეიჭოუს ტერიტორიაზე 45 410 ადამიანი ცხოვრობდა, სულ 9 545 ოჯახი.[7] თანამედროვე ხუეიჭოუსა და ხეიუენში მცხოვრები პირებიდან 6 მილიონზე მეტი, იაუნის დინასტიის პერიოდის მიწურულს, მინის დინასტიისა და ცინის დინასტიის პერიოდში დასახლებული პირების შთამომავლები არიან.[7]

მოსახლეობა რედაქტირება

2020 წლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის აღწერის შედეგად, ქალაქის მუდმივმა მოსახლეობამ 6 042 852 ადამიანი შეადგინა.[8] მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 1 444 450 ადამიანითაა გაზრდილი (31.43%). 2000 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში მოსახლეობის საშუალი ზრდა 3.64%-ს შეადგენდა. 2010 წელს 2 419 258 ადამიანი მამრობითი სქესის (52.63%), 2 177 744 კი მდედრობითი სქესის იყო (47.37%). 0-დან 14 წლამდე ასაკის პირების რიცხვმა 809 270 ადამიანი (17.6%). 15-დან 64-მდე ასაკის 3 517 928 პირი (76.53%) და 65 წელზე უფროსი 269 804 ადამიანი (5.87%) შეადგინა.

ეთნიკური შემადგენლობა რედაქტირება

ამჟამად, საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხანებს წარმოადგენს (3 617 800 ადამიანი, 97.69%). ეთნიკური უმცირესობების რიცხვმა 85 500 პირი შეადგინა, რომელთა შორისაა: იაოსა და შეს ხალხი.[9] ხანის მოსახლეობაში ასევე შედის ხაკასა და ხოკლოს ხალხები.

კლიმატი რედაქტირება

ხუეიჭოუსათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cwa).

ჰავის მონაცემები — ხუეიჭოუ (1971−2000)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 18.6 19.3 22.2 26.1 29.3 31.3 32.7 32.5 31.2 28.6 24.2 20.4 26.4
საშუალო დაბალი °C 10.2 11.7 14.9 19.2 22.5 24.7 25.4 25.2 24.0 20.7 15.8 11.6 18.8
საშუალო ნალექი (მმ) 37.3 62.8 87.0 202.0 226.7 323.6 255.1 276.1 173.0 66.6 28.2 33.4 1 771,8
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 6.3 10.6 12.6 14.5 18.3 18.7 17.2 18.4 13.0 6.6 5.1 4.8 146.1
წყარო: Weather China

საერთაშორისო ურთიერთობები რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ხუეიჭოუ დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[10]

მეგობარი ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. China: Administrative Division of Guăngdōng / 广东省. ციტირების თარიღი: 26 February 2016
  2. Guangdong-Hong Kong-Macao Greater Bay Area - Map(Huizhou). ციტირების თარიღი: 2021-02-28
  3. China: Guăngdōng (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  4. Ezra F. Vogel (October 1990). One Step Ahead in China: Guangdong Under Reform. Harvard University Press, გვ. 225–226. ISBN 978-0-674-63911-9. 
  5. 黄建萍 (1997). „zh:东坡到处有西湖“. zh:江苏政协 (3): 32.
  6. Poon, Linda (5 January 2015). „China's Villages Are Dying. A New Film Asks If They Can Be Saved“. NPR.
  7. 7.0 7.1 7.2 潘家懿、林倫倫(2011),粵東惠河片閩南語的分佈及其地理環境特徵,《臺灣語文研究》第6卷第2期,2011, p.16
  8. "China: Guăngdōng". City Population.
  9. 惠州市2005年全国1%人口抽样调查主要数据公报. 惠州市统计局 (2010-07-12). ციტირების თარიღი: 2017-07-12
  10. 惠州城市朋友圈新增好友泸州 zh. Xinhua News (2017-04-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-26. ციტირების თარიღი: 2021-02-09
  11. Samoa signs MOU with China's Huizhou City. Loop News (2015-11-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-29. ციტირების თარიღი: 2021-02-09
  12. 중국 후이저우시 ko. Seongnam. ციტირების თარიღი: 2021-02-09
  13. Come and invest in Worcestershire, say county-decision makers back from China mission. Worcester News (2014-11-21). ციტირების თარიღი: 2021-02-09