აპია (ინგლ. Apia) — სამოას დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, აპია შედის ტუამასაგას ოლქის შემადგენლობაში. მის აგლომერაციაში ცხოვრობს 37 391 ადამიანი (2006 წლის აღწერით).

დედაქალაქი
აპია
ინგლ. Apia

აპიაში არსებული მთავრობის შენობა
ქვეყანა სამოის დროშა სამოა
ოლქი ტუამასაგა
კოორდინატები 13°50′00″ ს. გ. 171°46′00″ დ. გ. / 13.83333° ს. გ. 171.76667° დ. გ. / -13.83333; -171.76667
დაარსდა 1850
ფართობი 60 კმ²
ცენტრის სიმაღლე 7
მოსახლეობა 37 391 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 6534,27 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-11
აპია — სამოა
აპია

აპია თავდაპირველად პატარა სოფელი იყო (1800 წელს, მოსახლეობა 304 ადამიანი), საიდანაც დედაქალაქმა მიიღო სახელი. თანამედროვე დედაქალაქ აპიაში, ჯერ კიდევ არსებობს ძველი სოფლის ნაწილები, გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქი, სწორედ ამ სოფელზე დააშენეს. ქვეყნის ყველა დასახლების მსგავსად, აპიას სოფელსაც ჰყავს თავისი მატაების ლიდერები და ფა'ალუპეგა , ფა'ა სამოას მიხედვით.

თანამედროვე ქალაქი აპია დაარსდა 1850 წელს.

1837 წელს ამ ტერიტორიაზე გაჩნდა პირველი ევროპული დასახლება, იმავე წელს აქ ბრიტანელი მისიონერები მივიდნენ. 1900 წელს მოხდა მთელი არქიპელაგის გერმანიის იმპერიასა და აშშ-ს შორის გაყოფა, დასავლეთ სამოა შევიდა გერმანიის შემადგენლობაში. ამავე წელს აპიაში გერმანელები შევიდნენ. 1914 წელს აპიაში შევიდა ახალი ზელანდიის ჯარი. აპია მალევე გახდა ადმინისტრაციული ცენტრი, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლეთი სამოა ახალი ზელანდიის სამანდატო ტერიტორია გახდა. 1962 წლის 1 იანვარს დასავლეთი სამოა ოკეანეთში პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ხოლო აპია მისი დედაქალაქი. 1997 წელს ქვეყანას სახელი შეეცვალა და დღეისათვის იწოდება — სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო.

2009 წელს აპიაში, ისევე როგორც მთელ სამოაში, შემოიღეს ზაფხულის დრო[1].

გეოგრაფია

რედაქტირება

აპია მდებარეობს ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულის, უპოლუს ჩრდილოეთი ნაწილის მთიან სანაპირო ზოლში. უფრო კონკრეტულად, ქალაქი განთავსებულია ბუნებრივ ნავსადგურზე, მდ. ვაისიგანოს შესართავთან. ეს არის ვიწრო, უბრალოს სანაპირო ვაეას მთასთან (სიმაღლე 472 მეტრი), მის მოპირდაპირედ, სამხრეთით, მწერალ რობერტ ლუის სტივენსონის საფლავი გვხვდება. მდ. ვაისიგანოს ორივე ნაპირს, სამხრეთით მიუყვებიან ქედები, ორივე მათგანზე განთავსებული გზით. აქედან ერთი, Cross Island Road, უფრო დასავლეთითაა, ერთ-ერთია იმ გზებიდან, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კვეთენ კუნძულს და უპოლუს სამხრეთ სანაპიროსკენ, კუნძულის ცენტრში მიემართებიან.

ამ ადგილის კლიმატი — ტროპიკულია, საკმაოდ ცხელი და ნოტიო, ხშირი ტროპიკული ციკლონიანი ქარიშხლებით. ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს +24 Cº-დან +27 Cº-მდე. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 3000 მმ-ია. აპიას ფლორა მოიცავს 600-ზე მეტი სახეობის მცენარეულობას.

აპიაშო ყველაზე მშრალი თვეებია ივლისი და აგვისტო, ნალექების საშუალო რაოდენობა 80მმ. ყველაზე ნოტიო თვეებია დეკემბრიდან მარტის ჩათვლით, საშუალო თვიური ნალექი 300მმ-ს აღემატება.

ადმინისტრაცია

რედაქტირება

აპია ნაწილია ტუამასაგას პოლიტიკური ოლქისა და საარჩევნო ოლქების : Vaimauga West და Faleata East. აპიაში ქალაქის ადმინისტრაცია არ არსებობს. ქალაქი მოიცავს 45 მდე დამოუკიდებელ სოფელს,. აპია პროპერი პატარა სოფელია, ვაისიგანოსა (აღმოსავლეთით) და მულივაის (დასავლეთით) შორის, ის გაერთიანებულია ვაისიგანოსა და მულივაის სოფლებთან და ერთად ქმნიან 'აპია დაუნთაუნს'.

ქალაქის ურბანული დაგეგმარების მართვის ორგანოს აქტით, 2004 წელს (შესწორება შეტანილ იქნა 2005 წელს), პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სამოაში არსებული აშენებული თუ მშენებარე უბნების ურბანიზაციის ზრდის შესახებ. აქტში განსაკუთრებულადაა ყურადღება გამახვილებული, აპიას სამომავლო ურბანულ დაგეგმარებაზე. ქალაქს, ისტორიულად შემთხვევითმა ზრდამ, სოფლიდან, კოლონიურ სავაჭრო პუნქტამდე და ქვეყნის მთავარ ფინანსურ და ბიზნეს ცენტრამდე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ქალაქის ინფრასტრუქტურას. ნოტიო სეზონზე, დატბორვის საშიშროება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რადგან წყალდიდობისას, წყლის ნაკადი მიმართული იყო დაბლობისკენ, რომელზედაც ქალაქი მდებარეობდა. შიდა სოფელი სოფი, რომელიც ჭაობებზე მდებარეობს, მუდმივად დგას სანაპირო ზოლის დაბინძურებისა და ჩამდინარე წყლების პრობლემების წინაშე. აპიას სხვადასხვა სოფლების ადმინისტრაციებმა, შეიმუშავა კანალიზაციის გაუვნებელყოფისა და კოდიფიცირების საკანონმდებლო მიდგომა. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ზრდამ, განაპირობა გზების გადატვირთვა, მათი გაფართოების საჭიროება და გზებზე მოძრაობის რეგულირება. ქალაქის ურბანული დაგეგმარების მართვის ორგანო, უზრუნველყოფს დაგეგმარების საკითხების უკეთ მართვას, გამომდინარე იქიდან, რომ აპიას ურბანული ზრდა კვლავ ემუქრება.

მოსახლეობა, ენა, რელიგია

რედაქტირება

აპიას მოსახლეობის რაოდენობა 2006 წლის მონაცემებით შეადგენს — 37 708 ადამიანს. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ სამოელები (93 %), უმცირესობას შეადგენენ ევროპელები და ევროპელ-პოლინეზიური წარმოშობის ადამიანები. ორი ოფიციალური ენაა: სამოური და ინგლისური. მორწმუნეები ძირითადად პროტესტანტები (დაახლოებით 50 %) და კათოლიკებია (45 %).

კულტურული მნიშვნელობა, ძირითადი მახასიათებლები

რედაქტირება

აპიას ყველაზე დიდი ეკლესია — კათოლიკურია — რომელიც აშენებულია ქალაქის სანაპირო რაიონში. ზომებით მასზე ცოტათი ნაკლებია ანგლიკანური ეკლესია და კონგრეგაციონალისტების ქრისტიანული ეკლესია, სადაც დასვენებულია მისიონერ ჯონ უილიამსის ნეშტი — კუნძულზე მოსული ერთ-ერთი პირველი მისიონერი. სამოას დედაქალაქის ცენტრში, რომელშიც მდებარეობს ევროპული ტიპის ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლები, დგას კოშკი საათით — მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალი. ინტერესს წარმოადგენს დედაქალაქის შემოგარენი — ვალიმუ, სადაც მდებარეობს ცნობილი რომანის «განძთა კუნძული» ავტორი, ცნობილი ინგლისელი მწერლის რობერტ ლუის სტივენსონის სახლკარი და საფლავი, რომელსაც კუნძულელები პატივისცემით ეძახდნენ ტუსიტალას (მომთხრობი). მწერალმა, ცხოვრების ბოლო ოთხი წელი აქ გაატარა. საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია ორი სტროფი დიდი მწერლის საყვარელი ელეგიიდან: «მეზღვაურის სახლი — ზღვაშია, და მონადირის სახლი — ბორცვზე». დედაქალაქში მდებარეობს სამოას ეროვნული უნივერსიტეტი.

მულინუ'უ ძველი სარიტუალო, საზეიმო დედაქალაქი, ქალაქის დასავლეთ ბოლოში მდებარეობს და ახლა იქ პარლამენტის სახლია განთავსებული. გერმანელების მმართველობის პერიოდში აშენებული ისტორიული ობსერვატორია, ახლა მეტეოროლოგიის ოფისია.

ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებამ, განაპირობა ქალაქში მრავალსართულიანი შენობების რაოდენობის ზრდა. ACC-ის ნაგებობაში (2001), განთავსებულია: ავარიათა კონპენსაციის საბჭო, სამოას ეროვნული ბანკი და გარკვეული სამთავრობო უწყებები. მის ცენტრში განთავსებულია სავაჭრო ცენტრი, მაღაზიებითა და კვების დაწესებულებებით. Samoatel-ის ნაგებობა (2004), წარმოადგენს სამოას საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ცენრის ბაზას, აშენდა მალუაფუში, რათა დაცული ყოფილიყო სეზონური ციკლონებისგან. DBS-ის ნაგებობაში (2007) მდებარეობს სამოას განვითარების ბანკი და ახალი სასამართლოების კომპლექსი მულინუუში (რაიონული, უზენაესი, მიწისა და ტიტულის სასამართლოები). Tui Atua Tupua Tamasese- ის შენობა (2012) მდებარეობს სოფელ სოგში, მასში განთავსებულია მთავრობის სამინისტროები. 2013 ში გაიხსნა SNPF Molesi -ის სავაჭრო ცენტრი და დასრულდა მოტ'ოუტაში საავადმყოფო კომპლექსის მშენებლობა.

ეკონომიკა

რედაქტირება

Talofa Airways, Samoa Airways და Samoa Air-ს, თავიანთი სათაო ოფისები აპიაში აქვთ. Grey Investment Group-აქვს თავისი სათაო ოფისი, აპიას საქმიან უბანში. ეს კომპანია ასევე ფლობს, პირველ კერძო სამოას ეროვნულ ბანკს, სამოაში, რომლის მეწილეებიც არიან: 'გრეი ინვესტმენტ გუნდი', შპს 'სამოა არტისანი' (წყლის კომპანია) და შპს 'აპია ბოტლინგ კომპანი'. 'გრეი ინვესტმენტ გუნდი' ასევე ფლობს უამრავ კომერციულ და საცხოვრებელ, ქონებრივ ინვესტიციებს სამოასა და ახალ ზელანდიაში.

აპიას საქმიან უბანში განთავსებული ბიზნესების 30% ეკუთვნის აღმოსავლეთ აზიის ერთ ოჯახს, 10% ევროპელებს, ხოლო დანარჩენი 60% ადგილობრივი თემის საკუთრებაა.

ტრანსპორტი

რედაქტირება

'აპია ნავსადგური' უდიდესი და ყველაზე დატვირთული ნავსადგურია სამოაში, კონტეინერების, LPG გაზისა და საწვავების საერთაშორისო გადაზიდვებით.

აპიას საგზაო ქსელი ემსახურება, რომელიც კარგადაა დაცული. გზების უმეტესობა დალუქულია, გაუქმებულ გზებს მინიმალური გამოყენება აქვთ. 2009 წლის 7 სექტემბრიდან, მანქანები გზის მარცხენა მხარეს მოძრაობენ (მარცხენა ხელის პრინციპის მოძრაობა). 2012 წელს, სამოას მთავრობას, ურბანული უბნების ირგვლის არსებული სატრანსპორტო ხაზების გაუმჯობესება დაიწყო, ქალაქის მასშტაბით, ძირითადი გზების გაფართოების მიზნით. ქვეყანაში არ აქვთ მატარებელი ან ტრამვაი, თუმცა აქვთ კერძო ავტობუსებისა და ტაქსების მომსახურება. ამ სატრანსპორტო საშუალებებით, ხალხი ჩვეულებრივად გადაადგილდება როგორც ქალაქში, ასევე მის გარეთ. ასევე ქალაქში დადის რამდენიმე მოტოციკლი და ველოსიპედი, თუმცა ძირითად ტრანსპორტს ავტომობილი წარმოადგენს. ავტომობილების რაოდენობის ზრდის გამო საგზაო ინფრასტრუქტურა სერიოზულ განახლებას მოითხოვს.

'ფაგალის აეროპორტი' გამოიყენება შიდა ფრენებისთვის და ზოგიერთი საერთაშორისო ფრენით, პაგო პაგოზე (ამერიკული სამოას ტერიტორია). 'ფალეოლოს საერთაშორისო აეროპორტი' მთავარი აეროპორტია, ქალაქის დასავლეთით 40 წუთის სავალზე. სამოას მთავარი საშინაო ავიახაზებია: 'პოლინეზიური ავიახაზები' და 'ტალოფას ავიაზახები'.

განათლება

რედაქტირება

აპიაში მრავლადაა სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო და საშუალოს შემდგომი სასწავლო დაწესებულებები. სამოაში ერთადერთი უნივერსიტეტია 'სამოას ეროვნული უნივერსიტეტი". ასევე ვხვდებით 'სამხრეთ წყნარი ოკეანის სოფლის მეურნეობის სკოლას', რომლის საუნივერსიტეტო კამპუსი განთავსებულია ალაფუაზე, აპიას გარეუბანში. აპიას ძირითადი სკოლაა 'რობერტ ლუის სტივენსონის სკოლა', რომელიც დაწყებით და საშუალო განათლების საფეხურებს მოიცავს. ეს სკოლა, ცნობილია, როგორც სამოას უმაღლესი კლასის სკოლა, იმის გამო, რომ აქ გაკვეთილებს, სამოას მდიდარი მოსახლეობის შვილები ესწრებიან. სოფლების ძირითად ნაწილს, საკუთარი დაწყებითი სკოლა აქვს, თუმცა ეკლესიამ, სკოლების უმეტესობა, ქალაქის საქმიან უბანში გადმოიტანა.

უნივერსიტეტები

რედაქტირება
  • სამოას ეროვნული უნივერსიტეტი
  • სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი
  • ოკეანეთის სამედიცინო უნივერსიტეტი

წყნარი ოკეანის თამაშები

რედაქტირება

1983 წელს, აპიამ 'წყნარი ოკეანის თამაშებს' უმასპინძლა, ქვეყნის ისტორიაში პირველად. 2007 წელს, თამაშები კვლავ დაბრუნდა აპიაში. ამავე წელს, თამაშების დახურვის ცერემონიას 20 000 ადამიანი დაესწრო, რომელიც 'აპიას პარკში' გაიმართა.

გაერთიანებული ფეხბურთი

2010 წელს, ფიფას მსოფლიო თასისთვის, აპია მასპინძლობდა ოკეანეთის რეგიონის საკვალიფიკაციო მატჩებს. საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყო 2007 წლის 27 აგვისტოს და დასრულდა 2007 წლის 7 სექტემბერს. ყველა მატჩი ჩატარდა Toleafoa J.S. Blatter Complex-ში, რომელსაც სახელი ფიფას პრეზიდენტის სეპ ბლატერის პატივსაცემად დაერქვა. ეს კომპლექსი, ასევე გამოიყენება სამოას საფეხბურთო ნაკრების საშინაო თამაშებისთვის. ტევადობა 3500 ადამიანი.

2009 წლიდან 2012 წლამდე, ქალაქში ტარდებოდა IJF ძიუდოს მსოფლიო თასი. 2013 წელს მისი მასშტაბი შეამცირეს და რეგიონულ შეჯიბრებად გადააკეთეს სახელწოდებით 'Oceania Open'.

2012 წელს, აპია მასპინძლობდა, ICC მსოფლიო კრიკეტის ლიგის დივიზიონის რვა ტურნირს, Faleata Oval’s-ში, რომელიც ოთხი კრიკეტის მოედნისგან შედგება. მონაწილეობა მიიღეს სამოას, ბელგიის, იაპონიის, სურინამის, განას, ბუტანის, ნორვეგიისა და ვანუატუს ნაკრებებმა. ეს იყო რეგიონში გამართული პირველი ტურნირი, რომელიც ოფიციალურად, სანქცირებულ იქნა საერთაშორისო კრიკეტის საბჭოს მიერ.

დობილი ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აპია&oldid=4672485“-დან