კომპტონი (კალიფორნია)
კომპტონი (ინგლ. Compton) — ქალაქი კალიფორნიის შტატში. ლოს-ანჯელესისგან დაშორებულია 20 კილომეტრით. მდებარეობს მდინარე ლოს-ანჯელესის ნაპირებზე.
ქალაქი | |
---|---|
კომპტონი ინგლ. Compton | |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
შტატი | კალიფორნია |
ოლქი | ლოს-ანჯელესი |
კოორდინატები | 33°53′48″ ჩ. გ. 118°13′30″ დ. გ. / 33.89667° ჩ. გ. 118.22500° დ. გ. |
ქალაქის მერი | Emma Sharif[1] |
ფართობი | 26.20153 კვადრატული კილომეტრი, 26.20195 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 69 ფუტი |
მოსახლეობა | 95 740 (1 აპრილი, 2020)[2] |
სასაათო სარტყელი | წყნაროკეანური დროის სარტყელი |
საფოსტო ინდექსი | 90220–90224, 90220, 90221, 90222 და 90224 |
ოფიციალური საიტი | http://www.comptoncity.org/ |
ისტორია
რედაქტირებაპირველად თანამედროვე კომტონის ტერიტორია ესპანელებმა დაასახლეს. 1784 წელს ესპანეთის სამეფომ კალიფორნიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე მიწა გადასცა ხუან ხოსე დომინგესს. კომპტონის ტერიტორიაზე რანჩო შეიქმნა. ამერიკა-მექსიკის ომის შემდეგ ეს ტერიტორიები აშშ-ის მფლობელობაში გადავიდა, იგი ამერიკელმა იმიგრანტებმა დაასახლეს. მათ მეთაურობდნენ გრიფით კომპტონი და უილიამ მორტომი. შეიქმნა დასახლება კომპტონვილი. 1869 წელს აშშ-ის ფოსტის დეპარტამენტმა თხოვნით მიმართა მაცხოვრებლებს დასახლებისთვის სახელი შეეცვალათ, რადგან ჩრდილოეთით იმავე სახელობის დასახლება უკვე მდებარეობდა. კომპტონვილს კომპტონი დაერქვა. 1889 წლის 11 აპრილს კომპტონს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1920-იან წლებში ქალაქში აეროპორტი აშენდა. 1933 წლის 10 მარტს მომხდარმა მიწისძვრამ კომპტონი ძალიან დააზარალა. მიუხედავად იმისა, 1930-იან წლებში ქალაქში რეალურად ბევრი შავკანიანი შეიმჩნეოდა, აქედან მუდმივი მოსახლე მხოლოდ ერთი იყო. 1940-იან და 1950-იან წლებში კომპტონი სწრაფად გაიზარდა შავკანიანი მოსახლეობის გადმოსახლების ხარჯზე. ამავდროულად, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში თეთრკანიანი მოსახლეობა დომინირებდა 1970-იან წლამდე. შავკანიანების გადმოსახლების მთავარი მიზეზი იყო კალიფორნიის შტატში უკვე არსებული შავკანიანთა დასახლებები.
1969 წელს კომპტონი გახდა პირველი ქალაქი კალიფორნიის შტატში, რომელშიც შავკანიანი მერი აირჩიეს. ამავდროულად, კომპტონში ეტაპობრივად იზრდებოდა კრიმინალის დონე. 1970 წლისთვის კომპტონში უკვე იყო კრიმინალის დონე ყველაზე მაღალი კალიფორნიის შტატის ფარგლებში. ორი წლის შემდეგ ქალაქში, რომელშიც სულ რაღაც 80 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დაფიქსირდა 46 მკვლელობა, რაც მოსახლეობის სიმცირის გათვასიწინებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია. კრიმინალის დონის ზრდით გამოირჩნენ 1980-იანი და 1990-იანი წლები, როდესაც ქალაქი ორი კრიმინალური დაჯგუფების, Bloods-ის და Crips-ის საომარ ველად იქცა. ამ პერიოდში კომპტონში ჩამოყალიბდა ჰიპ-ჰოპ ლეიბლი N.W.A, რომელიც სასტიკად აკრიტიკებდა პოლიციას და ადანაშაულებდა რასობრივ დისკრიმინაციაში.
კომტონი დღესაც აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლება. მოსახლეობის დაახლოებით 28% უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.