წყნაროკეანური დროის სარტყელი
წყნაროკეანური დროის სარტყელი — სტანდარტული დრო გრინვიჩის მერიდიანიდან 8 საათით უკან (UTC-08:00). ზაფხულში აღნიშნული სხვაობა იცვლება (UTC-07:00)-მდე.
აშშ-სა და კანადაში ამ დროის სარტყელს წყნაროკეანურ დროს (PT) უწოდებენ. დადგენილია წყნაროკეანური სტანდარტული დრო (PST) (ზამთარში) და წყნაროკეანური ზაფხულის დრო (PDT) (ზაფხულში). კანადა მიჰყვება აშშ-ის ზაფხულის დროს. მექსიკაში დროის სარტყელი UTC-08:00, ცნობილია როგორც ჩრდილო-დასავლური დროის სარტყელი (Zona Noroeste), რომელიც ადრე სინქრონიზირებულ იქნა აშშ-ის ზაფხულის დროსთან.
ეს სარტყელი მდებარეობს - ალასკის დროის სარტყელზე ერთი საათით წინ, მთის დროის სარტყელზე ერთი საათით უკან და აღმოსავლეთ დროის სარტყელზე სამი საათით უკან.
მთავარი ქალაქებირედაქტირება
მიახლოებული შეფასებით ამ დროის სარყლის მოსახლეობა 53 462 949 კაცს შეადგენს. აქ გაერთიანებულია ვაშინგტონის, ორეგონის, ნევადის, კალიფორნიის, ქვედა კალიფორნიის, ბრიტანეთის კოლუმბიის და იუკონის ტერიტორიები.
1 000 000 მცხოვრებზე მეტი
- ლოს-ანჯელესი, აშშ
- სან-დიეგო, აშშ
- ტიხუანა, მექსიკა
700 000 მცხოვრებზე მეტი
- სან-ფრანცისკო, აშშ
- სან-ხოსე, აშშ
- მეხიკალი, მექსიკა
400 000 მცხოვრებზე მეტი
- ენსენადა, მექსიკა
- ფრესნო, აშშ
- ლას-ვეგასი, აშშ
- ლონგ-ბიჩი, აშშ
- ოკლენდი, აშშ
- პორტლენდი, აშშ
- სიეტლი, აშშ
- საკრამენტო, აშშ
- სურეი, კანადა
- ვანკუვერი, კანადა
200 000 მცხოვრებზე მეტი
- ანაჰეიმი, აშშ
- ბეიკერსფილდი, აშშ
- ბარნაბი, კანადა
- ფრემონტი, აშშ
- ჰენდერსონი, აშშ
- ირვინი, აშშ
- მოდესტო, აშშ
- რენო, აშშ
- რივერსაიდი, აშშ
- სანტა-ანა, აშშ
- სპოკანი, აშშ
- სტოქტონი, აშშ
- ტაკომა, აშშ
- ვიქტორია, კანადა