სან-ხოსე (კალიფორნია)
სან-ხოსე — სიდიდით მესამე ქალაქი კალიფორნიაში, მეათე აშშ-ში. მდებარეობს სან-ფრანცისკოდან სამხრეთით. სან-ხოსე ოფიციალურად დაარსდა 1777 წლის 29 ნოემბერს ესპანელი კოლონისტების მიერ.[1] როდესაც კალიფორნია აშშ-ს შტატი გახდა, სან-ხოსე კალიფორნიის პირველ დედაქალაქად გამოცხადდა.[2] სან-ხოსეს მოსახლეობა გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ჯარისკაცები და ვეტერანები გადაყავდათ იაპონიაში. 1990 წლიდან ქალაქში დაიწყო კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება, სან-ხოსე გახდა სილიციუმის ველის დედაქალაქი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სან-ხოსე San Jose | |||||
| |||||
ქვეყანა | აშშ | ||||
შტატი | კალიფორნია | ||||
ოლქი | სანტა-კლარა | ||||
კოორდინატები | 37°18′15″ ჩ. გ. 121°52′22″ დ. გ. / 37.30417° ჩ. გ. 121.87278° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ჩაკ რიდი | ||||
დაარსდა | 1777 | ||||
ფართობი | 461.5 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 26 მ | ||||
მოსახლეობა | 945,942 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 2,223.21 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-8, ზაფხულში UTC-7 | ||||
სატელეფონო კოდი | 408 | ||||
ოფიციალური საიტი | sanjoseca.gov | ||||
აქ დაარსდა ისეთი ცნობილი კომპიუტერული კომპანიები, როგორიცაა Adobe Systems და eBay. ასევე, სან-ხოსეში აქვს ოფისები უამრავ კომპიუტერულ გიგანტს, მათ შორის: Cisco Systems, IBM, Altera, Hewlett-Packard, Hitachi, Google, Yahoo!, Nvidia, Apple inc.[3] [4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1] კალიფორნიის ისტორია
- ↑ http://www.parks.ca.gov/?page_id=23856
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1999-04-27. ციტირების თარიღი: 2020-09-13.
- ↑ "Helm, Leslie."წაკითხულია 10 აგვისტოს, 2009.