ტუამასაგა (სამ. Tuamasaga) — სამოას ადმინისტრაციული ოლქი მოსახლეობით 89 582 ადამიანი[1] (2011 წელი). მდებარეობს კუნძულ უპოლუს ცენტრალურ ნაწილში. ოლქის ფართობია — 479 კმ².

ოლქი
ტუამასაგა
სამოური ენა — Tuamasaga
ქვეყანა სამოის დროშა სამოა
ადმ. ცენტრი Afega
კოორდინატები 13°55′00″ ს. გ. 171°48′00″ დ. გ. / 13.91667° ს. გ. 171.80000° დ. გ. / -13.91667; -171.80000
ფართობი 479 კმ²
მოსახლეობა 89 582 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 187,02 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+13]]

ოლქის უზენაესი ბელადი ატარებს ტიტულს — მალიეტოა. მალიეტოას ტიტულის მფლობელის არჩევაში მთავარ როლს თამაშობს სოფელ მალიეს ცხრა უხუცესი. მალიეტოას კლანის ნაწილი (აიგა სამალიეტოა) ასევე ცხოვრობს ოლქებში აიგა-ი-ლე-ტაი და ფაასალელეაგა, ამიტომ მალიეს უხუცესებმა მალიეტოას არჩევისას უნდა გაითვალისწინონ უხუცესების აზრი კუნძულ მანონოდან (აიგა-ი-ლე-ტაის ცენტრი) და საფოტულაფაიდან (ფაასალელეაგას ცენტრი). უზენაესი ბელადი მალიეტოა შედის სახელმწიფოს ოთხი უმაღლესი ბელადების რიცხვში (ტამა-ა-აიგა) და მეორეა უფროსობით ტუი ატუას შემდეგ (ატუას ოლქი).

ტრადიციის მიხედვით, ფალეტუამასაგა (ტუამასაგას პარლამენტი) ომის დროს სხდომებს ატარებს აფეგაში, ხოლო მშვიდობიან პერიოდში — მალიეში. აფეგა ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია და ფალეტუამასაგას სხდომების ჩატარების ძირითადი ადგილია. მალიე — მალიეტოას კლანის ადმინისტრაციული ცენტრია.

ოლქის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი ქალაქი — სამოას დედაქალაქი აპია. ეროვნული პარლამენტი სხდომებს ასევე ატარებს ტუამასაგას ოლქში — სოფელ მულინუუში, რომელიც მდებარეობს აპიადან დასავლეთით. ქვეყნის მთავარი პორტი მდებარეობს მატაუტუში — აპიადან ჩრდილოეთით.