აიგა-ი-ლე-ტაი
აიგა-ი-ლე-ტაი (სამოური ენა — Aiga-i-le-Tai) — სამოას ადმინისტრაციული ოლქი. მდებარეობს კუნძულ უპოლუს დასავლეთ ნაწილში, მასში ასევე შედის სამი მომცრო კუნძული აპოლიმას სრუტეში — მანონო, აპოლიმა და დაუსახლებელი ნუულოპა. აანას ოლქის მომცრო ექსკლავი — სოფელი სატუიმალუფილუფი გარშემორტყმულია აიგა-ი-ლე-ტაის ოლქის ტერიტორიით. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი მულიფანუა.
ოლქი | |
---|---|
აიგა-ი-ლე-ტაი სამოური ენა — Aiga-i-le-Tai | |
ქვეყანა | სამოა |
ადმ. ცენტრი | მულიფანუა |
კოორდინატები | 13°52′00″ ს. გ. 172°04′00″ დ. გ. / 13.86667° ს. გ. 172.06667° დ. გ. |
ფართობი | 27 კმ² |
მოსახლეობა | 5050 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 187,04 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+13 |
ოლქის ფართობი სულ შეადგენს 27 კმ²-ს, ეს ყველაზე პატარა ოლქია სამოაში. ოლქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით შეადგენს — 5050 ადამიანს[1].
ოლქის უზენაესი ბელადი ატარებს ლეიატაუას ტიტულს. ოლქის ტერიტორიაზე ასევე ცხოვრობს მალიეტოას კლანის ნაწილი (ძირითადი ნაწილი ცხოვრობს ტუამასაგას ოლქში), ამიტომ მანონოს უხუცესების აზრი აუცილებლად გაითვალისწინება მალიეტოას უზენაესი ბელადის არჩევისას (ტუამასაგას უზენაესი ტიტული).
ისტორიულად მანონოს და აპოლიმას საზღვაო ფლოტი დიდ როლს თამაშობდა ადგილობრივი კლანების პირველობისათვის ბრძოლაში.
მულიფანუადან, რომელიც კუნძულ უპოლუზე მნიშვნელობით მეორე პორტია — დადის ბორანი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კუნძულებს უპოლუს და სავაის.