აანა
აანა (სამოური ენა — A'ana) — სამოას ადმინისტრაციული ოლქი. მდებარეობს კუნძულ უპოლუს დასავლეთ ნაწილში, აქვს მცირე ექსკლავი (სოფელი სატუიმალუფილუფი), რომელიც გარშემორტყმულია აიგა-ი-ლე-ტაის ოლქით. ოლქის ფართობია — 193 კმ², მოსახლეობა 21 769 ადამიანი[1] (2011 წელი). ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი ლეულუმოეგა.
ოლქი | |
---|---|
აანა სამ. A'ana | |
ქვეყანა | სამოა |
ადმ. ცენტრი | Leulumoega |
კოორდინატები | 13°53′27″ ს. გ. 171°59′15″ დ. გ. / 13.89083° ს. გ. 171.98750° დ. გ. |
ფართობი | 193 კმ² |
მოსახლეობა | 21 769 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 112,79 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+13 |
აანას უზენაეს ტიტულს ჰქვია ტუი აანა. ტიტული ენიჭება ფალეონოს ბელადების მიერ (ექვსთა სახლი) ლეულუმოეგაში. აანის ტრადიციული პარლამენტია — ფალე აანა, რომელიც სხდომებს ატარებს ნოფოალიაში ან ლეულუმოეგაში.
ისტორიულად, ტონგელთა შემოჭრამდე, აანას ოლქი იყო სამოაში ერთ-ერთი წამყვანი.
ტონგელთა ოკუპაციის დროს აანამ და ატუამ დაკარგეს საკუთარი გავლენა. მაგრამ ტონგელთა განდევნის შემდეგ მათი გავლენა აღდგა. საბოლოოს აანას პოზიციებმა გავლენა დაკარგეს XIX საუკუნეში.