ხეიუენი
ხეიუენი (ჩინ.: 河源, ფინინი: Héyuán, ხაკა: Fò-Ngiàn) — საოლქო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 2020 წლის მონაცემებით, ხეიუენის ტერიტორიაზე 2 837 686 პირი ცხოვრობდა, რომელთაგან 1 051 993 ადამიანი ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) იყო დასახლებული. ქალაქის მაცხოვრებლების უდიდესი ნაწილი ხაკას ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე არაერთი წვიმის ტყეა და გუანდუნი სპორივნიის უდიდესი მდინარე, სინგფენგძიანგის რეზერვუარი. ხეიუენი სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „მდინარის წარმოშობა“. ახლახან მას ოფიციალურად უწოდეს „ჩინეთში დინოზავრის სამშობლო“, იმის გამო, რომ ქალაქის ტერიტორიაზე დინოზავრის კვერცხის ნამარხი ნაშთები იქნა აღმოჩენილი.[2]
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ხეიუენი 河源市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | გუანდუნი |
შიდა დაყოფა | Yuancheng District, Zijin County, Longchuan County, Lianping County, Heping County და Dongyuan County |
კოორდინატები | 23°44′39″ ჩ. გ. 114°42′01″ ა. გ. / 23.74417° ჩ. გ. 114.70028° ა. გ. |
ფართობი | 15,653.63 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 39 მეტრი |
მოსახლეობა | 2,837,686 კაცი (2020[1]) |
სიმჭიდროვე | 180 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 762 |
საფოსტო ინდექსი | 517000 |
საავტომობილო კოდი | 粤P |
ოფიციალური საიტი | meizhou.gov.cn |
გეოგრაფია
რედაქტირებახეიუენი მდებარეობს გუანდუნის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდიანრე ტონგის ჩრდილოეთ ნაპირებზე. ქალაქი მოიცავს იმ ადგილს, სადაც მდინარე ტონგი სინგფენგის მდინარეს უერთდება. ხეიუენი ვრცელდება ჩრდილოეთი განედის 23° 10'-დან 24° 50'-მდე და აღმოსავლეთი გრძედის 114° 13'-დან 115° 35'-მდე. მას ესაზღვრება ხუეიჭოუ სამხრეთიდან, კანჭოუ (ძიანსი) ჩრდილოეთიდან, მეიჭოუ აღმოსავლეთიდან და შაოკუანი დასავლეთიდან. ხეიუენი არის რეგიონული ცენტრი, რომელიც გუანდუნის რაიონის სანაპირო ზოლზე არსებულ და შიდა ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ხეიუენი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და მას ნაყოფიერი ნიადაგი აქვს. დამუშავებული მიწის მთლიანი ფართობი საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე 1 000 კვადრატულ კილომეტრს წარმოადგენს. 13 600 კვადრატული კილომეტრი გორაკებიანი ტერიტორიაა, 640 კვადრატული კილომეტრი კი წყალს უჭირავს. ქალაქის მინერალურ რესურსებს შორისაა: რკინა, ვოლფრამი, კალა და ფლუორიტი.
კლიმატი
რედაქტირებახეიუენისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa). ქალაქში ზამთარი მოკლე, ნესტიანი და შედარებით თბილია, ზაფხული კი გრძელი, ცხელი და ნოტიო. ზამთარი დასაწყისში მზიანი და მშრალია, მიწურილს კი შედარებით ნალექიანი და ღრუბლიანია. საშუალოდ 9.1 დღეა წელიწადში, როდესაც 50 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოდის. თვის საშუალო 24 საათიანი ტემპერატურა 13.1 °C-დან (იანვარი) 28.5 °C-მდე (ივლისი) იცვლება. საშუალო წლიური ტემპერატურა კი 21.83 °C-ს შეადგენს. ატმოსფერული ნალექების საშუალო მაჩვენებელი 1 927 მილიმეტრია.
ჰავის მონაცემები — ხეიუენი (1981−2010 normals) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 28.3 | 29.9 | 33.0 | 33.8 | 36.0 | 38.6 | 39.0 | 38.8 | 37.5 | 36.6 | 34.2 | 29.9 | 39.0 |
საშუალო მაღალი °C | 18.4 | 18.9 | 21.7 | 26.0 | 29.7 | 31.6 | 33.4 | 33.3 | 31.8 | 29.2 | 25.0 | 20.3 | 26.6 |
საშუალო დღიური °C | 13.1 | 14.3 | 17.4 | 22.0 | 25.5 | 27.4 | 28.5 | 28.4 | 27.1 | 24.1 | 19.5 | 14.7 | 21.8 |
საშუალო დაბალი °C | 9.6 | 11.2 | 14.3 | 19.1 | 22.4 | 24.5 | 25.2 | 25.2 | 23.7 | 20.2 | 15.6 | 10.8 | 18.5 |
რეკორდულად დაბალი °C | 0.9 | 1.8 | 2.0 | 7.9 | 15.0 | 18.6 | 18.5 | 21.4 | 16.0 | 10.3 | 3.8 | −0.7 | −0.7 |
საშუალო ნალექი (მმ) | 51.2 | 96.0 | 160.3 | 230.8 | 290.0 | 351.3 | 221.5 | 248.4 | 160.2 | 41.8 | 38.8 | 37.5 | 1 927,8 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 8.0 | 12.5 | 16.4 | 17.8 | 20.1 | 19.5 | 16.7 | 17.8 | 12.6 | 6.1 | 5.3 | 5.8 | 158.6 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 69 | 74 | 78 | 80 | 80 | 82 | 79 | 80 | 75 | 66 | 65 | 65 | 74 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 135.8 | 91.7 | 85.3 | 92.8 | 122.5 | 155.3 | 219.0 | 200.9 | 189.7 | 197.1 | 180.5 | 172.0 | 1 842,6 |
შესაძლო მზის სინათლის პროცენტი | 41 | 29 | 23 | 24 | 30 | 38 | 53 | 50 | 52 | 55 | 55 | 52 | 42 |
წყარო: China Meteorological Administration (precipitation days and sunshine 1971–2000)[3] |
გეოლოგია
რედაქტირებახეიუენის მუზეუმი შესულია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც დინოზავრის კვერცხის უდიდესი კოლექციის მქონე დაწესებულება. 2004 წელს აღნიშნული ნიმუშების რიცხვმა 10 008 შეადგინა.[4] საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია დინოზავრის ნამარხი ნაშთები და ჩონჩხი.[5]
აღმოჩენები
რედაქტირებადინოზავრის კვერცხის ნამარხი ნაშთები ცარცული პერიოდით თარიღდება. ეს არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინა დაწყებითი სკილოს სტუდენტმა ჭანგ იანგჭემ, რომელიც 2019 წლის ივლისში მდიანრე ტონგის მიმდებარედ თამაშობდა. ბიჭის დედა, ლი სიაოფანგი მოგვიანებით დაუკავშირდა დინოზავრის მუზეუმის ადმინისტრაციას. 10 კვერცხის დიამეტრი დაახლოებით 9 სანტიმეტრს წარმოადგენს და დაახლოებით 66 მილიონი წლის წინანდელია.[6][7][8]
ენა
რედაქტირებახეიუენის საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხაკას ეთნილურ ჯგუფს მიეკუთვნება და ისინი სწორედ ხაკას დიალექტზე საუბრობენ.
საოლქო დონის ქალაქის ნაწილებში, როგორებიცაა: ტონგიუენი, ლიანფინგი, ხეფინგი, ლონგჩუანი და სხვ. იუეჭონგის დიალექტზე საუბრობენ, წიძინის მაზრისა და ლონგჩუანის რაიონის ნაწილში კი იუენთაის დიალექტია გავრცელებული.
დამატებით, მდინარე ტონგძანის სანაპირო ზოლის გასწვრივ მაცხოვრებლები საუბრბენ ტონგძიანგის პენტიხუაზე. ამ ენის კლასიფიკაცია სადავოა, და ზოგიერთი ვერსიით ის ხაკას დიალექტის იუეჭონგის მიმდინარეობს, ზოგიერთი ვერსიით კი ხაკას იუეს მიმდინარეობას მიეკუთვნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Heyuan, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- სამთავრობო ვებ-გვერდი (ჩინურად)
- ხეიუენის ისტორია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ China: Guăngdōng (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
- ↑ Qian, Wang (11 April 2005). „Heyuan, Hometown of the Dinosaur“. China.org.cn. ციტირების თარიღი: 5 August 2015.
- ↑ zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15
- ↑ Largest collection of dinosaur eggs. ციტირების თარიღი: 5 August 2015
- ↑ Tom Phillips (20 April 2015). „Builders find dinosaur eggs in paleontologist's paradise in China“. Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 20 April 2015.
- ↑ 江巍. Boy finds 66-million-year-old dinosaur eggs - Chinadaily.com.cn. ციტირების თარიღი: 2020-03-31
- ↑ Chinese Boy Accidentally Finds 66-Million-Year-Old Dinosaur Eggs | ARCHAEOLOGY WORLD en-GB. ციტირების თარიღი: 2020-03-31
- ↑ Luo, Xi (罗希); Liu, Zhitang (刘志棠). zh:河源又现恐龙蛋化石,是男孩江边游玩发现!网友:不可思议. ციტირების თარიღი: 2020-03-31