ჩაოჭოუ
ჩაოჭოუ (ჩინ.: 潮州, ფინინი: Cháozhōu, კანტონურად: Chiuchow (ჩიუჩოუ), საფოსტო რომანიზაცია: Chaochow) — საოლქო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მას ესაზღვრება: შანტოუ სამხრეთიდან, ძიეიანგი სამხრეთ-დასავლეთიდან, მეიჭოუ ჩრდილო-დასავლეთიდან, ფუძიანის პროვინცია აღმოსავლეთიდან და სამხრეთ ჩინეთის ზღვა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ადმინისტრაციულად, ჩაოჭოუ საოლქო დონის ქალაქს წარმოადგენს, რომლის იურისდიქცია 3 110 კვადრატული კილომეტრის ტოლ ფართობზე ვრცელდება. დასახლების მთლიანი მოსახლეობა 2 568 387 ადამიანია. ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) დასახლებულია 12 543 024 ადამიანი (ურბანული ნაწილი 13 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს).[2] შანტოუსა და ძიეიანგთან ერთად, ჩაოჭოუ ჩაოშანის რეგიონის კულტურულ ცენტრს წარმოადგენს.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ჩაოჭოუ 潮州市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | გუანდუნი |
შიდა დაყოფა | Xiangqiao District, Chao'an District და Raoping County |
კოორდინატები | 23°39′29″ ჩ. გ. 116°37′19″ ა. გ. / 23.65806° ჩ. გ. 116.62194° ა. გ. |
ფართობი | 3,145.93 კმ² |
მოსახლეობა | 2,568,387 კაცი (2020[1]) |
სიმჭიდროვე | 820 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 768 |
საფოსტო ინდექსი | 521000 |
საავტომობილო კოდი | 粤U |
ოფიციალური საიტი | chaozhou.gov.cn |
ისტორია
რედაქტირებაძველი წელთაღრიცხვით 2014 წელს, ჩაოჭოუ ნანხაის სასარდლოს (南海郡) განუვითარებელ ნაწილს წარმოადგენდა (სასარდლო, თავის მხრივ, ცინის დინასტიის შემადგენლობაში იყო). აღმოსავლეთ ძინის მმართველობის პერიოდში ჩაოჭოუს შემადგენლობაში არსებული ხაიიანგის რაიონი (海陽縣) ტონგკუანის სასარდლოს (東官郡) შემადგენლობაში იყო შესული.
მოგვიანებით, 413 წელს, ტონგკუანის სასარდლოს სახელი შეეცვალა და იანის სასარდლო (義安郡) გახდა. სასართდლო ოლქად (მაშინდელი პრეფექტურა) გადაკეთდა 590 წელს, სუის დინასტიის ადრეულ წლებში. თავიდან მას ხუნის პრეფექტურა (循州, ფინინი: Xúnzhōu), ერთი წლის შემდეგ კი ჩაოს პრეფექტურა (潮州, ფინინი: Cháozhōu) ეწოდა. 1914 წელს, ჩინეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, მთავრობამ ჩაოსა და სუნის პრეფექტურები ჩაოსუნის პრეფექტურაში გააერთიანა (潮循道).
მცირე ხნის მანძილზე, სუნის დინასტიისა და ტანის დინასტიის პერიოდში ხაიიანგის რაიონს იიანის რაიონი ეწოდებოდა (義安縣). ჩაოჭოუს შემადგენლობაში შემავალი რაიონის სახელი 1914 წლამდე შენარჩუნდა, მოგვიანებით კი მას ჩაოანის რაიონი (潮安縣) ეწოდა. სახელწოდების ცვლილება განპირობებული იყო იმით, რომ რიაონი შანდუნის პროვიცნიაში არსებული ამავე სახელწოდების დასახლებაში არ არეულიყო.
მონღოლთა იმპერიის მიერ ჩაოჭოუს დაპყრობისას, მონღოლება ქალაქში ძალიან ბევრი ადამიანი დახოცეს (ქალაქის მაშინდელი მოსახლეობა 600 000 ადამიანი 20 000-მდე შემცირდა).[3]
თანამედროვე ისტორია
რედაქტირება1951 წელს გუანდუნის სახალხო მთავრობის სამყოფელს ჩაოანის რაიონი წარმოადგენდა. ამ რაიონის ნაწილი ჩაოანის ქალაქის შემადგენლობაში შევიდა 1953 წელს და მას ჩაოჭოუს ქალაქი (სამაზრო დონის) ეწოდა ერთი წლის შემდეგ. 1955 წელს, პროვინციული მთავრობა შანტოუში გადავიდა. ქალაქი გააუქმეს ხუთი წლის შემდეგ და აღადგინეს 1979 წელს. 1983 წელს ჩაოანი ოფიციალურად ჩამოყალიბდა როგორც ჩაოჭოუ. 1989 წლის იანვარში ცაოჭოუ პროვიციული ადმინისტრაცია გახდა, 1990 წლის იანვარში კი ვიცე საოლქო დონის ქალაქი. 1991 წლის დეკემბერში ჩაოჭოუ საბოლოოდ გახდა საოლქო დონის ქალაქი.
გეოგრაფია
რედაქტირებაჩაოჭოუ მდებარეობს გუანდუნის პროვინციი აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ შანტოუს სანაპირო ზოლის ჩრდილოეთით. საოლქო დონის ქალაქი ვცელდება ხანის მდინარის დელტის ჩრდილოეთით, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვას სწორედ ქალაქის ტერიტორიაზე უერთდება.
ჩაოჭოუს ტერიტორია, ძირითადად, მთაგორიანია. ურბანული ნაწილის მიმდებარედ არსებული ფენიქსის მთის მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 1 497 მეტრს შეადგენს. ჩაოჭოუს მთავარ მდინარეებს ხუანგკანგი და ხანი წარმოადგენენ. გორაკები საოლქო დონის ტერიტორიის 65%-ს შეადგენს (ძირითადად რაოფინგისა და ჩრდილოეთ ჩაოანის რაიონები). ქალაქის ჩრდილოეთით არსებული მთის ნიადაგი ხელსაყრელია ჩაის მოყვანისათვის. დაბლობიან ტერიტორიებზე მოჰყავთ: ბამბუკი, ატამი, ქლიავი, ზეთისხილი და ანანასი. მდინარე ხანის მიმდებარე ტერიტორია ნაყოფიერია ბრინჯის, ბატატის, არაქისის, სოიოს, სტაფილოს, ფორთოხლის, ატმისა და ბანანის მოსაშენებლად.
სამი მწვერვალი: ძინშანი (巾山), მინგშანი (明山) და ტუშანი (独山), რომლებიც ერთობლივად ცნობილია როგორც „სანშან კუოვანგი“ (三山國王) ან სამი მთის მბრძანებლები, მნიშვნელოვან ტაძრებს წარმოადგენს ხაკას ერისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[4]
-
სიაშიუს კარიბჭე და ჩაოჭოუს გალავნის ნანგრევები
-
ქუჩა ჩაოჭოუში
-
მდინარე ხანი
-
ჩაოჭოუს მუნიციპალური სახალხო მთავრობა
კლიმატი
რედაქტირებაჰავის მონაცემები — ჩაოჭოუ (1981−2010) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 29.5 | 30.7 | 33.3 | 35.0 | 35.8 | 37.7 | 39.4 | 38.5 | 37.6 | 37.2 | 34.0 | 29.9 | 39.4 |
საშუალო მაღალი °C | 19.9 | 20.3 | 22.4 | 26.2 | 29.4 | 31.5 | 33.5 | 33.2 | 32.2 | 29.9 | 26.4 | 22.0 | 27.2 |
საშუალო დღიური °C | 14.9 | 15.7 | 18.0 | 22.1 | 25.4 | 27.7 | 29.3 | 28.9 | 27.8 | 25.2 | 21.1 | 16.8 | 22.7 |
საშუალო დაბალი °C | 11.5 | 12.7 | 15.0 | 19.2 | 22.5 | 25.1 | 26.1 | 25.9 | 24.6 | 21.8 | 17.3 | 13.2 | 19.6 |
რეკორდულად დაბალი °C | 2.5 | 3.8 | 5.2 | 9.5 | 16.0 | 18.9 | 22.9 | 22.6 | 17.8 | 13.1 | 6.9 | 2.1 | 2.1 |
საშუალო ნალექი (მმ) | 29.6 | 74.5 | 111.8 | 164.2 | 204.7 | 285.4 | 277.4 | 291.4 | 199.4 | 30.1 | 29.7 | 27.8 | 1 726 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 71 | 76 | 77 | 77 | 77 | 81 | 77 | 78 | 74 | 69 | 68 | 68 | 74 |
წყარო: China Meteorological Data Service Center |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ China: Guăngdōng (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
- ↑ China: Guăngdōng (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-30. ციტირების თარიღი: 2021-11-30.
- ↑ Asian Folk Religion and Cultural Interaction, Yoshihiro Nikaidō, p. 190