სტაფილო (ლათ. Daucus) — მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ორწლოვანი, იშვიათად ერთ- ან მრავალწლოვანი მცენარეა. აქვს მრავალგზის ფრთისებრ განკვეთილი ფოთლები.

სტაფილო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Daucus
Daucus carota subsp. maximus

ცნობილია სტაფილოს 60-მდე სახეობა. უფრო გავრცელებულია ორწლოვანი მცენარე — კულტურული სტაფილო (ლათ. Daucus sativus, Daucus carota), რომელიც იყოფა სასუფრე და საკვებ სტაფილოდ. სტაფილო პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროს. საკვები სტაფილოს ძირხვენა ხორციანია, ფერად თეთრი, ყვითელი ან მუქი იისფერი, ფორმით მომრგვალო-ცილინდრული, კონუსისებრი ან თითისტარისებრი; სიცივე და გვალვაგამძლეა; მოითხოვს ნეშომპალით მდიდარ ქვიშნარ და თიხნარ ნიადაგებს.

თესავენ ერთ მწკრივად ან ზოლებად. სასუფრე სტაფილო შეიცავს (საშუალო %-ობით) — 88,8 წყალს, 1,1 აზოტოვანნივთიერებებს, 0,2 ცხიმს, 9,2 ნახშირწყლებს, 0,7 ნაცარს; მდიდარია A, B, B2, PP ვიტამინებით; იყენებენ კულინარიაში. ცხოველთა საუკეთესო საკვებია. საქართველოში დარაიონებული ჯიშებია ნანტური, გორული, გერანდა და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება