ვიტამინი A
ვიტამინი A — ცხიმში ხსნადი, რომელიც საკვებიდან მიიღება. ვიტამინი A განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების ზრდა განვითარებისთვის და მხედველობისთვის.
ვიტამინი A | |
---|---|
დადებითი თვისებები
რედაქტირებავიტამინი A დიდი ხანია ექიმებისთვის ცნობილია, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტები ეხმარებიან ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და ამით ონკოლოგიური დაავადებებისგან გვიცავენ. ამის მიუხედავად ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ A ვიტამინის შემცველი დანამატების მიღება სრულიად საპირისპირო ეფექტს იძლევა.
ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინი გარდაიქმნება ორგანოების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ბეტა-კაროტინად. ბუნებრივი სახით ის გვხვდება ფოთლოვან ბოსტნეულში და სტაფილოში. ამის გარდა ეს ვიტამინი შედის პრაქტიკულად ყველა ვიტამინურ კომპლექსში. პრეპარატებიდან წარმოებული ბეტა-კაროტინი, როგორც აქამდე ითვლებოდა ძალიან სასარგებლოა მწეველებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ მწეველი იღებს საკვებიდან ბევრ ბეტა-კაროტინს მისი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა კიბოს უჯრედების მიმართ მატულობს.
- მხედველობისათვის და ძვლების რეგენერაციისათვის.
- იცავს ქათმის სიბრმავისაგან.
- ხელს უწყობს როდოპსინის სინთეზს თვალში.
- ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ.
- გარე კანის საფარველს ინახავს ჯანმრთელ მდგომარეობაში.
- ხელს უწყობს ძვლების ზრდას და გამაგრებას, კანის, თმების, კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას.
- გარე გამოყენების დროს გამონაყარის, ფურუნკულების, კარბუნკულების მკურნალობას შველის.
- ხელს უწყობს ემფიზემას და ჰიპერთირეოზის მკურნალობას.
წყაროები
რედაქტირებავიტამინი A ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება.
მცენარეული
რედაქტირებაA ვიტამინიზე მოთხოვნილება შესაძლოა დაკმაყოფილებული იყოს იმ მცენარეული საკვებითაც, რომლებიც პიგმენტ კაროტინს შეიცავს. ადამიანის ორგანიმში კაროიტინი A ვიტამინად გარდაიქმნება.
ცხოველური
რედაქტირებავიტამინი A განსაკუთრებით ბევრია ზღვის ცხოველებსა და თევზის ღვიძლში.
ნაკლებობა
რედაქტირებაA ვიტამინის დეფიციტი არღვევს მხედველობის რეცეფტორებს – ჩხირების მუშაობას, რადგან ვიტამინი შედის მის შემადგენლობაში. ვითარდება ე.წ „ქათმის სიბრმავე“, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს ცუდი განათების პირობებში. ამ ვიტამინის ხანგრძლივი უკმარისობა იწვევს სიბრმავეს. განვითარებად ქვეყნებში 10 წლამდე ბავშვებში 3 მილიონი ბავშვი ბრმაა ამ მიზეზით. A ვიტამინით გამოწვეული ავიტამინოზი ბავშვებში ზრდის შეფერხებას იწვევს.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად ვიტამინი A სტაფილოდან მიიღეს და მისი ჯგუფის წარმომადგენლებს, კაროტინოიდებს, სტაფილოს ინგლისური შესატყვისი - carrot უწოდეს. კაროტინოიდები მცენარეებში, ზოგიერთ სოკოსა და ზღვის წყალმცენარეებში არსებობენ, ხოლო ორგანიზმში ჟანგვითი პროსის შედეგად A ვიტამინად გადაიქცევა. სულ ხუთასამდე რიგის კაროტინოიდია ცნობილი. მათ შორის ყველაზე ცნობილ კაროტინოიდს განეკუთვნება b - კაროტინი, რომელიც A ვიტამინის პროვიტამინს წარმოადგენს.
სინთეზი ორგანიზმში
რედაქტირებაწარმოიქმნება ჟანგვითი პროცესის შედეგად.
А ვიტამინის საუკეთესო წყარო ჯერ თევზის ქონი და ღვიძლია, ხოლო შემდეგ - კარაქი, კვერცხის გული, ნაღები და მოუხდელი რძე. მარცვლეული პროდუქტები და ადუღებული რძე (ვიტამინიზირებულიც) А ვიტამინს აღარ შეიცავს.