ნიქტალოპია
ნიქტალოპია, ქათმის სიბრმავე (ბერძნული: νύκτ- „ნიქტ“- ღამე; ἀλαός- „ალოს“- ბრმა, და ὄψ- „ოპს“- თვალი),[1] — მხედველობის დარღვევა, დაბინდებისას და ღამის სინათლეზე ხედვის უნარის შესუსტება ან სრული დაკარგვა. ღამის სიბრმავე შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ეს უკანასკნელი ძირითადად გამოწვეულია ტრავმით ან A ვიტამინის ნაკლებობით),რაც თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც არაადეკვატური კვებით ასევე ღვიძლის ზოგიერთი დაავადებით. ნიქტალოპიას საფუძვლად უდევს ბადურას ჩხირების სტრუქტურული ცვლილებები. ნიქტალოპიით დაავადებულებს მკაფიო სინათლეზე აქვთ სინათლის შიში, ხოლო შებინდებისას და ღამით მკვეთრად უქვეითდებათ მხედველობა. ნიქტალოპია ჩვეულებრივ მწვავდება ადრე გზაფხულზე, რაც საკვებში A ვიტამინის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. თანდაყოლილი ნიქტალოპიის ყველაზე ხშირი გამომწვევი არის პიგმენტური რეტინიტი, რომლის დროსაც ბადურაში არსებული ჩხირები კარგავენ უნარს უპასუხონ გამღიზიანებელს (სინათლეს). ამ გენეტკური დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ პროგრესირებადი ნიქტალოპია და შეიძლება მათი დღის მხედველობაც გაუარესდეს.
ნიქტალოპია | |
---|---|
ერთი და იგივე გარემოს ჯანმრთელი (მარცხნივ) და ნიქტალოპიით (მარჯვნივ) დაავადებული ადამიანის აღქმა | |
დარგი | ოფთალმოლოგია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 32761 |
ICD-10 | H53.6 |
ICD-9 | 368.6 |
MedlinePlus | 003039 |
MeSH | D009755 |
გამომწვევი მიზეზები
რედაქტირება- პიგმენტური რეტინიტი
- ბადურას ჩამოშლა
- ზოგიერთი პრეპარატი მაგალითად ფენოთიაზინები (ნეიროლეპტიური საშუალება)[2]
- ოგუჩის დაავადება
- პათოლოგიური მიოპია
- კატარაქტა (პერიფერიული კორტიკალური)
- რქოვანას რეფრაქციული ქირურგია (LASIK, ფოტორეფრაქტორული კერატექტომია, რადიალური კერატოტომია)
- მაკულარული დეგენერაცია
- A ვიტამინის ნაკლებობა
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 621.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Nyctalopia Origin. dictionary.com. ციტირების თარიღი: 28 September 2015.
- ↑ Goldman, Lee. Goldman's Cecil Medicine, 24th, Philadelphia: Elsevier Saunders, გვ. 2429. ISBN 1-4377-2788-3.