ტრავმა
ტრავმა (ბერძ. trauma — ჭრილობა, დაზიანება) — ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმის დაზიანება, რომელსაც იწვევს გარე ფაქტორების ზემოქმედება. განარჩევენ მექანიკურ, თერმულ (დამწვრობა, მოყინვა ), ქიმიურ ტრავმას, ელექტროტრავმას და სხვა. ტრავმა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, ყოფითი, საწარმოო, სპორტული, საბრძოლო და სხვა. ტრავმა შეიძლება იყოს ღია (ჭრილობა) და დახურული, გართულებული და გაურთულებელი, იზოლირებული, მრავლობითი და შერწყმული. ტრავმას შეიძლება დაერთოს სისხლის დენა, შეშუპება, ანთებითი რეაქცია და სხვა. ტრავმის განსაკუთრებული სახეა მძიმე განცდებთან დაკავშირებული ფსიქიკური ტრავმა, რომელიც შეიძლება გართულდეს (დეპრესია, ნევროზი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 30.