ჩაი
ჩაი (ჩინ. 茶 «ჩა» IPA /tʂʰɑ˧˥/, იაპ. 茶 «ჩა» IPA /tɕä/) — სასმელი მიღებული ჩაის ფოთლების ან ბუჩქის დაყენებით. უფრო ვრცელი გაგებით — ნებისმიერი ფურცლოვანი და ბალახოვანი დაყენებული სასმელი. ჩაის ასევე უწოდებენ განსაკუთრებული წესით მომზადებულ ჩაის ფოთოლს, რომელიც ამ სასმელისთვის არის განკუთვნილი.
ჩაის წარმოებარედაქტირება
- ღნობა 32-40 გრადუსზე რომლის შედეგად ფოთლის ტენიანიბა 75–78% დან დაიყვანება 60–62%–მდე.
- გრეხა, რომლის შედეგად იშლება ფოთლის უჯრედები დაახლოებით 80–დან 85%–მდე.
- ფერმენტირება
- გამოშრობა 90-95 გრადუსზე
- გამდიდრება (დაარისხება)
- დაფასოება
- შეფუთვა
2003 წლისთვის ჩაის წარმოება მსოფლიო მასშტაბით შეადგენდა 3.21 მილიონ ტონას.[1] 2010 წელს წარმოებამ მიაღწია 4.52 მილიონ ტონას.[1] უდიდესი მწარმოებლები არიან ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა და თურქეთი.
კლასიფიკაციარედაქტირება
- ჩინური ჯიში (Thea sinensis sinensis): ჩინური, იაპონური, ქართული და ა.შ.
- ასამური ჯიში (Thea sinensis assamica): ინდური, ცეილონური და ა.შ.
- კამბოჯური ჯიში, რომელიც წარმოადგენს ჰიბრიდს.
ჩაის ტრადიცია მაროკოში