ყავა
ყავა — სასმელი (უმეტესად ცხელი), მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან. კოფეინის შემცვლელობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს.
სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა–დან — ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.
არსებობს ყავის მარცვლების ორი ტიპი: არაბიკა – ტრადიციული ყავა, ითვლება უფრო გემრიელად, და რობუსტა – კოფეინით გაჯერებული, მომჟავო, გამოიყენება ხსნადი ყავის დასამზადებლად.
უდიდესი მწარმოებელი ქვეყნები
რედაქტირებარანგი | ქვეყანა | ტონა [1] | ტომარა x1000 [2] |
---|---|---|---|
1 | ბრაზილია | 2,609,040 | 43,484 |
2 | ვიეტნამი | 1,200,000 | 20,000 |
3 | ინდონეზია | 495,000 | 8,250 |
4 | კოლუმბია | 468,000 | 7,800 |
5 | ეთიოპია | 390,000 | 6,500 |
6 | პერუ | 326,580 | 5,443 |
7 | ინდოეთი | 319,980 | 5,333 |
2011 წელს მწვანე ყავის უდიდესი მწარმოებელი იყო ბრაზილია, მას მოყვებოდნენ ვიეტნამი, ინდონეზია და კოლუმბია.[3] არაბიკას ტიპის ყავა მოყავთ ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აფრიკაში, არაბეთსა და აზიაში.
რობუსტას ტიპის ყავა იზრდება დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ბრაზილიის ზოგიერთ ნაწილში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ყავა
- თურქული ყავა
- ჩაი
- მატე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Food and Agricultural Organization of United Nations: Economic and Social Department: The Statistical Division. Faostat.fao.org (February 23, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 19, 2012. ციტირების თარიღი: June 7, 2012.
- ↑ Total production of exporting countries. International Coffee Organization (April 26, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 6, 2010. ციტირების თარიღი: Dec 24, 2012.
- ↑ Coffee: World Markets and Trade (PDF). Foreign Agricultural Service Office of Global Analysis. United States Department of Agriculture (December 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2010. ციტირების თარიღი: March 26, 2010.