თურქული ყავა (ასევე ნალექიანი ყავა) — ყავის მომზადების მეთოდი წვრილად დაფქული ყავის მარცვლების მოხარშვით, ხშირად შაქართან ერთად და გაუფილტრავად მცირე ზომის ფინჯანით მირთმევით.[1][2] სახელი მიუთითებს მომზადების წესზე და არა მარცვლის წარმომავლობაზე, ვინაიდან ყავის მარცვლის სპეციალური თურქული სახეობა არ არსებობს. მომზადების ეს წესი გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთში, ჩრდ. აფრიკასა და ბალკანეთის ქვეყნებში, აგრეთვე ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. თუმცა ყოველ რეგიონში მას საკუთარი სახელით მოიხსენიებენ (მაგ. სომხური ყავა, ბერძნული ყავა ან არაბული ყავა იგივე მეთოდით მომზადებულ ყავას ჰქვია). თუმცა ზოგადად ამგვარ ყავას ”თურქულს” უწოდებენ, ვინაიდან პირველი ყავახანები სწორედ ოსმალეთის იმპერიაში გაჩნდა.

თუქრული ყავა სტამბოლის ერთ-ერთ კაფეში
ყავახანა პალესტინაში. 1900 წ.

თურქული ყავის ნალექს ხშირად მკითხაობის მიზნითაც იყენებენ.[3]

  1. Getting Your Buzz with Turkish coffee. ricksteves.com. ციტირების თარიღი: 19 August 2015.
  2. Brad Cohen. BBC - Travel - The complicated culture of Bosnian coffee. bbc.com. ციტირების თარიღი: 19 August 2015.
  3. Nissenbaum, Dion. Coffee grounds brewed trouble for Israeli fortuneteller (20 July 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 27 November 2014.