ბატატი
ბატატი, ტკბილი კარტოფილი (ლათ. Ipomoea batatas) — აბილილის გვარის გორგლიანი მცენარე ხვართქლასებრთა ოჯახისა. ტროპიკულ ქვეყნებში მოჰყავთ მრავალწლოვან, ხოლო სუბტროპიკულში ერთწლოვან კულტურად.
ბატატი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ipomoea batatas | ||||||||||||
|
აქვს 1—5 მ სიგრძის გართხმული ღერო, ფოთოლი მთლიანი და თათისებრ დაყოფილია. ყვავილი ვარდისფერი ან თეთრი. ნაყოფი ოთხთესლიანი კოლოფია. ბატატის ფესვები ვეგეტაციის დასასრულს წარმოქმნის სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის გორგლს, რომელიც მომწიფებისას შეიცავს 24—28% სახამებელსა და შაქარს. გორგლი იწონის 200 გ-იდან 3 კგ-მდე.
ბატატის სამშობლოა მექსიკა და ცენტრალური ამერიკა. ფართოდაა გავრცელებული ინდოეთში, ინდონეზიაში, ჩინეთში, იაპონიაში, ესპანეთში, იტალიასა და აშშ-ში. მოჰყავთ აგრეთვე თურქმენეთსა და საქართველოში — მხოლოდ საცდელ ნაკვეთებზე. ბატატის გორგლს იყენებენ საჭმელად, ამზადებენ კონსერვს, ფქვილს, სახამებელს, ბადაგს, მიწისზედა ნაწილი პირუტყვის საუკეთესო საკვებია.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 227, თბ., 1977 წელი.