ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ძიანგმენი (ჩინ.: 江门, ფინინი: Jiāngmén; საოფოსტო რომანიზაცია: Kongmoon) — საოლქო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციაში, სამხრეთი ჩინეთი. 2020 წლის მონაცემებით ქალაქის სამ ურბანულ რაიონში და დამატებით ქალაქ ხეშანში 2 657 662 ადამიანი ცხოვრობდა. საოლქო დონის ქალაქი ასევე შედის გუანჯოუსა და შენჯენის კონურბანიზაციაში (ასევე ცნობილი როგორც მარგალიტის მდინარის დელტა), სადაც 65 565 622 ადამიანი ცხოვრობს.[2]

საოლქო დონის ქალაქი
ძიანგმენი
江门市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია გუანდუნი
შიდა დაყოფა Pengjiang District, Jianghai District, Xinhui District, Taishan, Kaiping, Heshan და Enping
კოორდინატები 22°34′44″ ჩ. გ. 113°04′53″ ა. გ. / 22.57889° ჩ. გ. 113.08139° ა. გ. / 22.57889; 113.08139
ფართობი 9,443 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10±1 მეტრი
მოსახლეობა 4,798,090 კაცი (2020[1])
სიმჭიდროვე 510 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 750
საფოსტო ინდექსი 529000
საავტომობილო კოდი 粤J
ოფიციალური საიტი jiangmen.gov.cn
ძიანგმენი — ჩინეთი
ძიანგმენი

ეტიმილოგია

რედაქტირება

სახელწოდება ძიანგმენი მომდინარეობს ჩინური ფრაზის, 江門-ის მანდარინული წარმოთქმის მანერიდან. წარსულში ამ ტოპონიმის ვეიდ-ჯაილზურ ვერსიას (მანდარინის რომანიზებული სისტემა) ჩიანგ-მენი (Chiang-men) . ჩინეთის საფოსტო რუკაზე ქალაქი დატანილია როგორც კონგმუნი (Kongmoon), რაც ქალაქის სახელწოდების კანტონური წარმოთქმის მანერითაა განპირობებული (წარმოითქმის, როგორც: Gong¹-moon⁴).

1902 წლის დეკლარაციის მიღების შემდეგ, ძიანგმენი სახელშეკრულებო პორტად ჩამოყალიბდა. 1904 წელს ქალაქი იძულებული გახდა დასავლური სავაჭრო ობიექტები გაეხსნა.[3]

1925 წლის 6 აგვისტოს, გუანდუნის პროვინციის გადაწყვეტილების შედეგად, ძიანგმენი მთავრობის უშუალო ადმინისტრაციის ქვეშ მოექცა.[3] ძიანგმენს ქალაის სტატუსი ამავე წლის 26 ნოემბერს მიენიჭა.[3] 1931 წელს საოლქო დონის ქალაქის სტატუსი შესუსტდა და ის სინხუეის რაიონის დაქვემდებარეობაში აღმოჩნდა.[3]

ძიანგმენი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა 1949 წლის 23 ოქტომბერს და ქალაქად გამოცხადდა 1951 წელს.[3] 1983 წლის ივნისში ქალაქს მიენიჭა საოლქო დონის ქალაქის სტატუსი.[3]

2011 წელს ქალაქის საზოგადოებრივ სივრცეებში შინაური ძაღლების ყოფნა აიკრძალა მას შემდეგ, რაც ცოფის დიაგნოზით სამი წლის პერიოდში 42 ადამიანი გარდაიცვალა.[4] ქალაქში დამატებით გამოიყო 5.26 ჰექტარი ფართობის მქონე ტერიტორია, სადაც საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე მცხივრებ პირებს, სურვილის შემთხვევაში, 30 000-ზე მეტი ძაღლიდან რომელიმეს აყვანა შეეძლოთ.[4][5][6]

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს მდინარე სის დაბლობებზე, ასევე მდინარე ტანის ორივე ნაპირზე. ძიანგმენი მარგალიტის მდინარის დელტის დასავლეთ ნაწილში, ხოლო გუანდუნის პროვინციის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.[3]

ქალაქისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa). საოლქო დონის ქალაქის საშუალო წლიური ტემპერატურა 22.36 °C-ს შეადგენს.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
ჩანგტი ლუს ქუჩა ძიანგმენში
 
კუტოუს კურორტი, ტანის დინასტიის პერიოდის სასახლე (唐宫)

ძიანგმენი შერჩეული იყო წყნარი ეკონომიკური კორპორაციის საბჭოს მიერ როგორც საცდელი ქალაქი პროექტ რეგიონალური ინტეგრაცია მდგრადი ეკონომიკისთვის.[7] მსოფლიო ბანკის 2005 წელს გამოქვეყნებული „მოხსენება ინვესტირების რესურსებზე ჩინეთში“ მიხედვით, ძიანგმენი დასახელებული იყო ექვსი ყველაზე ხელსაყრელი ქალაქის სიაში ჩინეთის მასშტაბით ინვესტიციებისათვის.[8]

2018 წელს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ქალაქის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 290.041 მილიარდი რენმინბი შეადგინა. მთავრობის შემოსავალი 24,393 მილიარდი ჩინური იუანი, ხოლო საცალო გაყიდვებისაგან მიღებული შემოსავალი 140.758 მილიარდი იუანი გახდა.[9]

სამრეწველო ინდუსტრიები

რედაქტირება

დასავლეთი მარგალიტის მდინარის დელტის სხვა ქალაქების მსგავსად, ძიანგმენის ეკონომიკაშიც თამაშობს მნიშვნელოვან როლს მრეწველობა. ქალაქში არსებული მთავარი ინდუსტრიები მოიცავს: მანქანების, ტექსტილის, ქაღალდის, კვების პროდუქტების, ელექტრონიკისა და სამშენებლო მასალების ინდუსტრიებს.[8] იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც ძინგმენის საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე ქარხნები არიან: BP, Mitsubishi Heavy Industries, Hyundai, Panasonic, Veolia, Hutchison Whampoa, ABB Group, და Tesco.[8]

ურანის გადამამუშავებელი ქარხანა

რედაქტირება

საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო 6.5 მილიარდი აშშ დოლარის (40 მილიარდი რენმინბი) ღირებულების ურანის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ეს ქარხანა შეძლებდა ჩინეთის მასშტაბით არსებული ატომური ელექტროსადგურების ნახევრისათვის საჭირო ურანის გამომუშავებას. ქარხნის მშენებლობის განცხადებას 2013 წლის ივლისში საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.[10] დაწსებულების მშენებლობის გადაწყვეტილება გაუქმდა „საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერის გამო“.[11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. China: Guăngdōng (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  2. China: Guăngdōng (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 zh:江门市 zh (2008-07-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-16. ციტირების თარიღი: 2021-11-29.
  4. 4.0 4.1 „Chinese city bans dogs“. The Telegraph. 4 August 2011.
  5. Branigan, Tania. (2011). „Cull of 30,000 pet dogs ordered after deadly rabies outbreak in Chinese city“. The Guardian.
  6. „Jiangmen ditches ban on pet dogs“. South China Morning Post. 2011.[მკვდარი ბმული]
  7. A brief introduction of Jiangmen en. China Daily (2019-11-26). ციტირების თარიღი: 2020-07-15
  8. 8.0 8.1 8.2 Research Report on Investment Environment of Jiangmen City, Guangdong Province, China en. Deloitte (2013). ციტირების თარიღი: 2020-07-15
  9. zh:经济综述 zh. Jiangmen Municipal People's Government (2019-12-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-11. ციტირების თარიღი: 2020-07-15
  10. Andrew Jacobs (journalist) (12 July 2013). „Rare Protest in China Against Uranium Plant Draws Hundreds“. The New York Times. ციტირების თარიღი: 12 July 2013.
  11. Gerry Mullany (13 July 2013). „After Rare Protest, China Cancels Plans for Uranium Plant“. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 July 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძიანგმენი“-დან