ატომური ელექტროსადგური

ატომური ელექტროსადგური — ელექტროსადგური, სადაც ატომური ენერგია ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ყოფილ სსრკ-ში, ქალაქ ობნისკში (მოსკოვის მახლობლად), 1954 წლის 27 ივნისს. უცხოეთში სამრეწველო დანიშნულების პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ინგლისში 1956 წელს (კოლდერ-ჰოლში), ერთი წლის შემდეგ — აშშ-ში (შიპინგპორტში).

ატომური ელექტროსადგური ვენასთან ახლოს. სურათზე კარგად ჩანს გამაგრილებელი კოშკი და ორი რეაქტორის შენობა
ქვეყნები, რომელთაც ატომური ელექტროსადგურები აქვთ

ატომური ელექტროსადგურის მთავარი დანადგარია ენერგეტიკის ბირთვული რეაქტორი. არსებობს თბურრეაქტორიანი და სწრაფრეაქტორიანი ენერგეტიკის ატომური ელექტროსადგურები. პირველში ბირთვულ სათბობად ბუნებრივ ან გამდიდრებულ ურანს იყენებენ, მეორეში — პლუტონიუმს.

კლასიფიკაციარედაქტირება

რეაქტორის ტიპის მიხედვითრედაქტირება

ატომურ ელექტროსადგურებში გამოყენებულია შემდეგი ტიპის რეაქტორები:

  • რეაქტორი თბური ნეიტრონებით
    • რეაქტორი მსუბუქი წყლით
    • გრაფიტის რეაქტორები
    • რეაქტორი მძიმე წყლით
  • რეაქტორი სწრაფი ნეიტრონებით
  • სუბკრიტიკული რეაქტორები
  • თერმობირთვული რეაქტორები

გამომუშავებული ენერგიის მიხედვით არსებობსრედაქტირება

  • ატომური ელექტროსადგური — გამოიმუშავებს მხოლოდ ელექტროენერგიას.
  • ატომური თბოელექტროცენტრალი — გამოიმუშავებს როგორც ელქტრიენერგიას, ასევე თბურ ენერგიას.
  • თბომომარაგების ატომური ელექტროსადგური — გამოიმუშავებს მხოლოდ თბურ ენერგიას.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება