კონტინენტური ჩინეთი

კონტინენტური ან მატერიკული ჩინეთი (ჩინ: — 中国大陆; ტრადიციული ჩინური: — 中國大陸; ფინინი —Zhōngguó dàlù) — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორია ჰონგ-კონგის და მაკაოს გარდა. მასში ასევე არ შედის ტაივანი.

სამოქალაქო ომში ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამარჯვების და გომინდანის შეიარაღებული ძალების კუნძულ ტაივანზე უკანდახევის შემდეგ ორივე მხარე მატერიკსაც და კუნძულსაც თვლიდა ჩინეთის ტერიტორიად და „კონტინენტური ჩინეთი“ უწოდეს ჩინეთის ძირითად ტერიტორიას. 1997 და 1999 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იურისდიქციაში ჰონგ-კონგისა და მაკაოს გადასვლის შემდეგ მათ „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პოლიტიკის ჩარჩოებში მიიღეს ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონების სტატუსი, შეინარჩუნეს საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები და ამიტომ ტერმინი „კონტინენტური ჩინეთი“ მათ არ ეხებათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება