ჩინეთის კომუნისტური პარტია

ჩინეთის კომუნისტური პარტია (ჩკპ) (ჩინ: 中國共産黨|中国共产党) — წამყვანი და მმართველი პოლიტიკური პარტია ჩინეთში, ასევე ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია მსოფლიოში. დაარსდა 1921 წელს და ხელისუფლებაში მოვიდა ჩინეთის ნაციონალური სახალხო პარტიის სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ.

ჩინეთის კომუნისტური პარტია
中国共产党
ჩინეთის კომუნისტური პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი სი ძინპინი
გენერალური მდივანი სი ძინპინი
ისტორია
დაფუძნდა ივლისი 1921
პოზიციები
იდეოლოგია კომუნიზმი
მარქსიზმ-ლენინიზმი
ფერები     
შტაბ-ბინა პეკინი, ჩინეთის დროშა ჩინეთი
ოფიციალური საიტი

პარტიის საბოლოო მიზანი — კომუნისტური საზოგადოებრივი წესწყობილების განხორციელება. ჩინეთის კომუნისტური პარტია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მარქსიზმ-ლენინიზმისა და მაო ძედუნის იდეებით, დენ სიაოპინის და ძიან ძემინის თეორიებით .

ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გააჩნია ოფიციალური (შიდაპარტიული არჩევნების შედეგად არჩეული) და არაოფიციალური (უმაღლესი პარტიული ორგანიზაციების მიერ დანიშნული) ორგანიზაციები ჩინეთის ხელისუფლების ყველა იერარქიაში და საზოგადოების სხვადასხვა სფეროში.

 
შენობა შანხაიში, სადაც მიმდინარეობდა ჩკპ-ს პირველი ყრილობა

ჩინეთის კომუნისტური პარტია დაარსდა 1921 წელს კომინტერნის ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის პროცესში და ჩინეთში მარქსიზმ-ლენინიზმის გავრცელებული იდეების ზემოქმედებით. პარტია დაარსებული იქნა ინტელიგენციის მიერ ჩენ დუსიუს, რომელიც იყო პარტიის ლიდერი 1921-წლიდან 1927-წლამდე და ლი ლისანის მეთაურობით, რომელიც პარტიას მეთაურობდა 1927-წლიდან 1930-წლამდე.

ჩკპ-ს პირველი ყრილობა გაიმართა არალეგალურად 1921 წლის ივლისის დასაწყისში შანხაიში. მან გამოაცხადა პარტიის საბოლოო მიზანი - ჩინეთში სოციალიზმის მშენებლობა. პარტია «მცირე ჯგუფისგან», რომელშიც შედიოდა მემარცხენე ინტელიგენციის წარმომადგენლები გადაიქცა მსოფლიოში ყველაზე დიდ პოლიტიკურ პარტიად. იმ დროიდან ორგანიზებული იქნა პარტიის 17 ყრილობა. პარტიის ბოლო ყრილობა ჩატარდა 2007 წლის ოქტომბერში.

პარტიის ისტორია იყოფა შემდეგ პერიოდებად:

პარტიის ცენტრალური ორგანოები

რედაქტირება
 
ჩინეთის კომუნისტური პარტიის დროშა

კულტურული რევოლუციის დროს პარტიის ყველა ცენტრალური ორგანოები დგაუქმებული ან რეორგანიზებული იქნა. მაო ძედუნის სიკვდილის შემდეგ დენ სიაოპინმა აღადგინა პარტიის ყველა ორგანო და ყველა სახელმწიფო ორგანო დააბრუნა პარტიის კონტროლ ქვეშ.

ჩკპ-ს ქარტიის თანახმად პარტიის უმაღლესი ორგანოა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეროვნული ყრილობა, რომელსაც იწვევენ ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც. პარტიის სხვა ორგანოები არის:

სხვა პარტიული ორგანოები:

ყოველ ხუთ წელიწადში ჩკპ-ს ცენტრალური კომიტეტი იწვევს პარტიის ეროვნული ყრილობას. ბოლო ყრილობა მოწვეული იქნა 2007 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდეგი მოწვეული იქნება 2012 წელს. ფორმალურად ყრილობას აქვს ორი ფუნქცია: პარტიის წესდებაში ცვლილებების და შესწორებების შეტანის დამტკიცება და ცენტრალური კომიტეტის არჩევა. თავის მხრივ ცენტრალური კომიტეტი ირჩევს პოლიტბიუროს.

ჩკპ-ს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო არის პარტიის ცენტრალური ორგანო. პოლიტბიუროს წევრებს ირჩევენ პარტიის ყრილობის დროს. პოლიტბიუროს წევრების რაოდენობა არ არის მუდმივი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება წევრთა ზრდის ტენდენცია.

ჩკპ-ს გარდა ჩინეთში არსებობს ორი ძირითადი საკვანძო პოლიტიკური ძალა — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო და ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფებელი არმია.

პარტიის წევრები

რედაქტირება

თავისი გზის დასაწყისში პარტია იყო ძალიან პატარა. მხოლოდ 12 დელეგატი იღებდა მონაწილეობას 1921 წლის პირველ ყრილობაში, ხოლო 1922 წელს მეორე ყრილობის დროს წევრთა რაოდენობა გაიზარდა 192-მდე, 1927 წელს პარტია შედგებოდა 58 000 წევრისგან, 1945 წელს 1,21 მილ. წევრისგან, 2005 წელს პარტიის წევრთა რაოდენობა გაიზარდა 70 მილიონამდე, 2014 წლის მონაცემებით კი პარტიის რიგებში 86.7 მილიონი ადამიანი ირიცხება[1].

პარტიის ხელმძღვანელობა

რედაქტირება

დღესდღეობით ჩინეთის კომუნისტური პარტიის მუდმივმოქმედი კომიტეტის პოლიტბიურო წევრები არიან:

პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელები 1921 წლიდან

რედაქტირება

1921 - 1943 ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეთაურობდა გენერალური მდივანი:

ჩკპ ცკ-ს პოლიტბიუროს თავმჯდომარე

რედაქტირება

თანამდებობა არსებობდა 1943—1956 წლებში.

ჩკპ ცკ-ს სამდივნოს თავმჯდომარე

რედაქტირება

თანამდებობა არსებობდა 1943—1956 წლებში.

ჩკპ ცკ-ს თავმჯდომარე

რედაქტირება

თანამდებობა არსებობდა 1945—1982 წლებში.

ჩკპ ცკ-ს გენერალური მდივანი

რედაქტირება

თანამდებობა არსებობდა 1956—1966 წლებში და აღადგინეს 1980 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "China’s Communist Party Reports First New Member Drop in Decade". Bloomberg Businessweek. Bloomberg L.P. 30 June 2014. Retrieved 30 June 2013.