კონტინენტი
კონტინენტი, იგივე მატერიკი — ხმელეთის დიდი ერთეული, რომელიც გარშემორტყმულია წყლის დიდი მასივებით (ზღვები, ოკეანეები).
კონტინენტი მომდინარეობს ტერმინისაგან „Terre Continente“, რაც „უწყვეტ მიწას“ ნიშნავს, ანუ ეს არის ხმელეთის მასივი, რომლის რომელიმე კუთხეში მისვლა შესაძლებელია ზღვებისა და ოკეანეების გადაულახავად. გარდა ამისა, არ არსებობს ოფიციალური შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა სიდიდის უნდა იყოს კუნძული, რომ ის განხილულ იქნეს კონტინენტად. საზოგადოდ, გრენლანდია (2.175.600 კმ2) ითვლება ყველაზე დიდ კუნძულად, ხოლო ავსტრალია (7.686.589 კმ2) ყველაზე მცირე კონტინენტად.
მატერიკი
რედაქტირებამატერიკი მომდინარეობს რუსული სიტყვისაგან матёрный, რაც ქართულად ითარგმნება როგორც მყარი, მაგარი, დიდი. ქართულ სამეცნიერო და პოპულარულ ლიტერატურაში რუსულიდან შემოსული ეს სიტყვა ადრე კონტინენტის სინონიმად იხმარებოდა.
- მატერიკი (მატერიკისა)გეოგრ. ხმელეთის დიდი ფართობი, გარემოცული ზღვებითა და ოკეანეებით, კონტინენტი. აზიის მატერიკი. (ქეგლი, 5-ე ტომი, გვ. 89)
- Материк ნიადაგი მიწისა, უძრავი, უშლელი. (ნიკო ჩუბინაშვილი: I ტომი, გვ. 513, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1977)
- Материк 1. კონტინენტი. (...) (2. გეოლ. იგივეა, რაც подпочва.) (რუსულ-ქართული ლექსიკონი, გვ.304, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1983)
კონტინენტების რიცხვი
რედაქტირებასხვადასხვა ქვეყანაში კონტინენტების რიცხვს სხვადასხვაგვარად მიიჩნევენ, ასე მაგალითად:
- 6 ერთეული: ევრაზია, აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი მიღებულია აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.
- 6 ერთეული: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი პოპულარულია ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიაში. ამის გამოხატულებაა ოლიმპიური მოძრაობის ემბლემა 5 რგოლის სახით (ბუნებრივია, ანტარქტიდის გამოკლებით).
- 5 ერთეული: ევრაზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია.
- 4 ერთეული: ევრაფრაზია, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი ყველაზე მეტად შეესაბამება ტერმინის „კონტინენტი“ განსაზღვრებას, ვინაიდან ევრაზია და აფრიკა ერთმანეთისაგან გამოყოფილია სუეცის არხით, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი და ამავე დროს არც ზღვას წარმოადგენს და არც ოკეანეს. ანალოგიურად ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა გაყოფილია პანამის არხით.
გეოლოგიური მოდელი
რედაქტირებაგეოლოგიურად დედამიწის ზედაპირი რამდენიმე ტექტონიკური პლატფორმისაგან შედგება. თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში არსებობს 6 ასეთი კონტინენტური პლატფორმა, რომლებიც გვაძლევს გეოლოგიურად აღიარებულ 6 კონტინენტს, რომელიც არ ემთხვევა ზემოთ განხილულ არც ერთ მოდელს. ეს დაყოფა ასეთია:
კონტინენტების შედარებითი ცხრილი
რედაქტირებაცხრილი აჩვენებს კონტინენტების და მოსახლეობის რაოდენობას, 7 კონტინენტის პრინციპით. კონტინენტები დალაგებულია მათი ფართობის მიხედვით.[1]
კონტინენტი | ფართობი (კმ²) | მიწის ფართობის წილი მთლიან მიწის ფართობში |
მოსახლეობა | მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში |
სიმჭირდოვე კაცი კმ² |
ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქი |
---|---|---|---|---|---|---|
აზია | 43820000 | 29.5% | 4,164,252,000 | 60% | 95.0 | შანხაი, ჩინეთი |
აფრიკა | 30370000 | 20.4% | 1,022,234,000 | 15% | 33.7 | ლაგოსი, ნიგერია |
ჩრდილოეთი ამერიკა | 24490000 | 16.5% | 542,056,000 | 8% | 22.1 | მეხიკო, მექსიკა |
სამხრეთი ამერიკა | 17840000 | 12.0% | 392,555,000 | 6% | 22.0 | სან-პაულო, ბრაზილია |
ანტარქტიკა | 13720000 | 9.2% | 4,490[2] | 0% | 0.0003 | მაკ-მერდო, აშშ |
ევროპა | 10180000 | 6.8% | 738,199,000 | 11% | 72.5 | მოსკოვი, რუსეთი[3] |
ავსტრალია | 9008500 | 5.9% | 29,127,000 | 0.4% | 3.2 | სიდნეი, ავსტრალია |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მატერიკების დრეიფის რეკონსტრუქცია დაარქივებული 2009-02-07 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Total Population – Both Sexes".
- ↑ Non-permanent, varies. See also: Demographics of Antarctica. Antarctica დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine. . CIA World Factbook. March 2011 data. Retrieved December 24, 2011.
- ↑ Forbes проигнорировал Москву. www.irn.ru.