ქვეყნის ნაწილებიხმელეთის მსხვილი რეგიონები, რომლებიც მოიცავენ ცალკეულ კონტინენტებს ან მათ ნაწილებს მიმდებარე კუნძულებთან ერთად. ტრადიციულად გამოყოფენ 6 ქვეყნის ნაწილს:

  1. ევროპა - აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს.
  2. აზია - ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს.
  3. აფრიკა - მოიცავს აფრიკის კონტინენტს.
  4. ამერიკა - მოიცავს ორ კონტინენტს: ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას.
  5. ოკეანეთი - მოიცავს ავსტრალიის კონტინენტს და მიმდებარე კუნძულებს.
  6. ანტარქტიკა - მოიცავს ანტარქტიდის კონტინენტს და მიმდებარე კუნძულებს.

ხმელეთის დაყოფას ქვეყნის ნაწილებად ისტორიულ-კულტურული საფუძველი აქვს და განსხვავდება კონტინენტებად დაყოფისაგან, რომელიც გეოლოგიურ განსაზღვრებას ეფუძნება.

ქვეყნის ნაწილების შედარებითი ცხრილი რედაქტირება

ქვეყნის ნაწილები ფართობი (მლნ კმ2) % ჯამში
1 აზია 44,4 29,8
2 ამერიკა 42,1 28,5
3 აფრიკა 29,9 19,6
4 ანტარქტიკა 13,9 9,3
5 ევროპა 10,2 6,8
6 ოკეანეთი 8,9 6,0

ლიტერატურა რედაქტირება