შეიარაღებული ძალები

შეიარაღებული ძალები — სახელმწიფოს შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც შედგება შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობებისაგან, ჯარების გვაროვნებებისაგან, მმართველობის ორგანოებისაგან და ზურგის სამსახურებისაგან. შეიარაღებული ძალების უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესების დაცვა სამხედრო ძალადობის გზით. უმეტეს ქვეყნებში შეიარაღებულ ძალებში შედის შემდეგი სახეობები: სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები. შეიარაღებული ძალები ითვლება კანონიერ შეიარაღებულ ფორმირებად, რომელიც ფინანსდება ქვეყნის ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული (მოქმედიც და უმოქმედოც) ნებისმიერი სახის შეიარაღებულ პირთა ორგანიზებული ერთობლიობა ცხადდება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებად.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება