სამხედრო-საზღვაო ძალები

სამხედრო-საზღვაო ძალები (რიგ ქვეყნებში – სამხედრო-საზღვაო ფლოტი) — შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც განკუთვნილია სტრატეგიულ და ოპერატიულ ამოცანათა გადასაწყვეტად საზღვაო და საოკეანო საომარ მოქმედებათა თეატრზე. მას ძალუძს მოწინააღმდეგის ობიექტების განადგურება როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე.