ჰაერის დაბინძურება

ჰაერის დაბინძურება — დედამიწის ატმოსფეროს დაბინძურება, რომელიც ადამიანებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან კლიმატისთვის საზიანო ნივთიერებებითაა გამოწვეული. ჰაერის დამაბინძურებლების ბევრი ტიპი არსებობს, როგორებიცაა: აირები (მათ შორის: ამიაკი, ნახშირბადის მონოოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, მეთანი, ნახშირორჟანგი და სხვ.), აეროზოლები (როგორც ორგანული, ისე არაორგანული) და ბიოლოგიური მოლეკულები. ჰაერის დაბინძურებამ შეიძლია გამოიწვიოს ადამიანთა დაავადებები, ალერგიები და სიკვდილიც. ასევე, შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ცოცხალ ორგანიზმებსა და სურსათს, ბუნებრივ გარემოს (მაგალითად, გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელი ან ჰაბიტატის განადგურება) ან ანთროპოგენურ გარემოს (მაგალითად, მჟავური წვიმა). ჰაერის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადამიანთა საქმიანობამ, ისე ბუნებრივმა პროცესებმა.

ჰაერის დაბინძურება კოქსის ქურისგან
ჰაერის ხარისხის ინდიკატორი (2016) – ღია ფერის სახელმწიფოებს ჰაერის დაბალი ხარისხი და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხი აქვთ

ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია დაბინძურებით გამოწვეული ბევრი დაავადებებისთვის, მათ შორის: სასუნთქი ინფექციების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა, ფილტვების ქრონიკული დაავადებების, ინსულტისა და ფილტვის კიბოსთვის.[1] კვლევები ცხადყოფს, რომ ჰაერის დაბინძურება შეიძლება დაკავშირებული იყოს IQ-ის შემცირებასთან, შემეცნების დაქვეითებასთან,[2] ფსიქიატრიული დარღვევების (როგორიცაა დეპრესია)[3] რისკის ზრდასთან და სხვ.[4] ჰაერის დაბალი ხარისხი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ განსაკუთრებით, სასუნთქ სისტემასა და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე. ჰაერის დამაბინძურებლებზე ინდივიდუალური რეაქციები დამოკიდებულია დამაბინძურებლებლებთან კონტაქტის ხასიათსა და ტიპზე, ინდივიდების ჯანმრთელობასა და გენეტიკაზე.[5] ჰაერის გარე დაბინძურება ყოველწლიურად 2.1[6][7]-4.2 მილიონამდე ადამიანს სიკვდილს იწვევს, რაც სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი პირველია.[1][8] საერთო ჯამში, ჰაერის დაბინძურება მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის სიკვდილს, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის 2.9 წლით შემცირებას[9] და მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკოლოგიური რისკია ჯანმრთელობისთვის.[1][10][11] 2008 წელს ბლექსმიტის ინსტიტუტის მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ადგილების მოხსენების თანახმად, ჰაერის შიდა დაბინძურება და ურბანული ჰაერის ცუდი ხარისხი მსოფლიო მასშტაბით ტოქსიკური დაბინძურების ყველაზე დიდი პრობლემებია.[12] ჰაერის დაბინძურების კრიზისის სამოქმედო სივრცე ძალიან დიდია: მსოფლიოს მოსახლეობის 90% სხვადასხვა ხარისხით დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.[13][14][15]

პროდუქტიულობის დანაკარგები და სიცოცხლის გაუარესებული ხარისხი, რომელიც ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული, მსოფლიო ეკონომიკისთვის ყოველწლიურად 5 ტრილიონ დოლარ დანაკარგს უტოლდება.[16][17][18][19][20] ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად სხვადასხვა საკონტროლო ტექნოლოგია და სტრატეგიაა შემუშავებული.[21][22] ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გავლენის შესამცირებლად როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე რეგულაციებია შემუშავებული. ადგილობრივი კანონები საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებას უწყობს ხელს. საერთაშორისო დონეზე შემუშავებული მაგალითებია მონრეალის ოქმი, ჰელსინკის ოქმი გოგირდის ემისიის შემცირების შესახებ (1985) და სხვ.

ჰაერის დაბინძურების წყაროები

რედაქტირება

ანთროპოგენური წყაროები

რედაქტირება
  • ტრადიციული ბიომასის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი, როგორიცაა ხე, მარცვლეული ნარჩენები და ექსკრემენტები.(განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში ტრადიციული ბიომასის წვა ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია.[23][24] ის ასევე დაბინძურების მთავარი წყაროა განვითარებულ ქვეყნებშიც, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსა და ახალ სამხრეთ უელსში.[25][26] ამ კატეგორიაშია პოლიარომატული ნახშირწყალბადებიც.[27]
  • 2014 წლის კვლევის თანახმად, ჩინეთის აღჭურვილობის, მანქანებისა და მოწყობილობების მწარმოებელი და მშენებელი სექტორების მიერ ჰაერის დამაბინძურებლების ემისიის 50%-ზე მეტი მოდის.[28]
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენები[29][30]
  • სატრანსპორტო საშუალებები: მატარებლები, ავტომობილები, საზღაო და საჰაერო ტრანსპორტი.
  • საღებავების, თმის სპრეის, აეროზოლების, ლაქისა და სხვა გამხსნელების ორთქლი.[31]
  • სამხედრო რესურსები, როგორიცაა ატომური იარაღი, ტოქსიკური აირები, რაკეტები და სხვ.
  • სასოფლო-სამეურნეო ემისიები
  • ფერმის ფერტილიზებული მიწები აზოტის ოქსიდების მნიშვნელოვანი წყაროა.[32]

ბუნებრივი წყაროები

რედაქტირება
  • მტვერი ბუნებრივი წყაროებიდან, ჩვეულებრივ მიწის დიდი ფართობები მცირე ვეგეტაციით
  • ცხოველების, მაგალითად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიერ საკვების მონელების შემდეგ გამოყოფილი მეთანი
  • დედამიწის ქერქის რადიოაქტიურობის შედეგად გამოყოფილი რადონი. რადონი უფერო, უსუნო, ბუნებრივი, რადიოაქტიური ინერტული აირია, რომელიც რადიუმის გარდაქმნით ყალიბდება. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ბუნებრივი წყაროებიდან მიღებული რადონის აირი შეიძლება დაგროვდეს შენობებში. სიგარეტის მოწევის შემდეგ რადონი მეორეა ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზებს შორის.
  • ხანძრების შედეგად გამოყოფილი კვამლი და ნახშირბადის მონოოქსიდი. ხანძრების დროს, ბიომასის უკონტროლო წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი კონცენტრაციით ჰაერის დაბინძურების 75%-ს შეადგენს.[33]
  • ვულკანური აქტივობა, რომლის შედეგადაც ატმოსფეროში გოგირდი, ქლორი და ფერფლი გამოიყოფა.[34]

ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს გამოქვეყნებული აქვს ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორების კრებული ინდუსტრიული წყაროებისთვის.[35] მსგავსი კრებულები გამოქვეყნებული აქვთ გაერთიანებულ სამეფოს, ავსტრალიას, კანადასა და სხვა ქვეყნებსაც, ისევე, როგორც ევროპის გარემოსდაცვით სააგენტოს.[36][37][38][39]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brimblecombe, Peter. The Big Smoke: A History of Air Pollution in London Since Medieval Times (Methuen, 1987)
  • Brimblecombe, Peter. "History of air pollution." in Composition, Chemistry and Climate of the Atmosphere (Van Nostrand Reinhold (1995): 1–18
  • Brimblecombe, Peter; Makra, László (2005). „Selections from the history of environmental pollution, with special attention to air pollution. Part 2*: From medieval times to the 19th century“. International Journal of Environment and Pollution. 23 (4): 351–67. doi:10.1504/ijep.2005.007599.
  • Cherni, Judith A. Economic Growth versus the Environment: The Politics of Wealth, Health and Air Pollution (2002) online დაარქივებული 2020-12-15 საიტზე Wayback Machine.
  • Corton, Christine L. London Fog: The Biography (2015)
  • Currie, Donya. "WHO: Air Pollution a Continuing Health Threat in World's Cities," The Nation's Health (February 2012) 42#1 online დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine.
  • Dewey, Scott Hamilton. Don't Breathe the Air: Air Pollution and US Environmental Politics, 1945–1970 (Texas A & M University Press, 2000)
  • Gonzalez, George A. The politics of air pollution: Urban growth, ecological modernization, and symbolic inclusion (SUNY Press, 2012)
  • Grinder, Robert Dale (1978). „From Insurgency to Efficiency: The Smoke Abatement Campaign in Pittsburgh before World War I.“. Western Pennsylvania Historical Magazine. 61 (3): 187–202.
  • Grinder, Robert Dale. "The Battle for Clean Air: The Smoke Problem in Post-Civil War America" in Martin V. Melosi, ed., Pollution & Reform in American Cities, 1870–1930 (1980), pp. 83–103.
  • Mingle, Jonathan, "Our Lethal Air" [review of Gary Fuller, The Invisible Killer...; Beth Gardiner, Choked...; Tim Smedley, Clearing the Air...; U.S. Environmental Protection Agency, Integrated Science Assessment for Particulate Matter (External Review Draft, 2018); and Chartered Clean Air Scientific Advisory Committee, Letter to EPA Administrator on the EPA's Integrated Science Assessment for Particulate Matter, 11 April 2019], The New York Review of Books, vol. LXVI, no. 14 (26 September 2019), pp. 64–66, 68. "Today, 91 percent of people worldwide live in areas where air pollution levels exceed the World Health Organization's recommended limits. ... [T]here is no safe level of exposure to fine particulate matter. ... Most of these fine particles are a by-product of ... burning ... coal, gasoline, diesel, wood, trash ... These particles can get past the defenses of our upper airways to penetrate deep into our lungs and reach the alveoli ... From there, they cross into the bloodstream and spread throughout the body. They can travel through the nose, up the olfactory nerve, and lodge ... in the brain. They can form deposits on the lining of arteries, constricting blood vessels and raising the likelihood of ... strokes and heart attacks. [T]hey exacerbate respiratory illnesses like asthma and chronic obstructive pulmonary disease ... There's ... evidence linking air pollution exposure to an increased risk of Alzheimer's and other forms of dementia." (p. 64.)
  • Mosley, Stephen. The chimney of the world: a history of smoke pollution in Victorian and Edwardian Manchester. Routledge, 2013.
  • Schreurs, Miranda A. Environmental Politics in Japan, Germany, and the United States (Cambridge University Press, 2002) online დაარქივებული 2020-12-15 საიტზე Wayback Machine.
  • Thorsheim, Peter. Inventing Pollution: Coal, Smoke, and Culture in Britain since 1800 (2009)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 7 million premature deaths annually linked to air pollution. WHO (25 March 2014). ციტირების თარიღი: 25 March 2014
  2. Allen, J. L.; Klocke, C.; Morris-Schaffer, K.; Conrad, K.; Sobolewski, M.; Cory-Slechta, D. A. (June 2017). „Cognitive Effects of Air Pollution Exposures and Potential Mechanistic Underpinnings“. Current Environmental Health Reports (ინგლისური). 4 (2): 180–191. doi:10.1007/s40572-017-0134-3. PMC 5499513. PMID 28435996.
  3. Newbury, Joanne B.; Stewart, Robert; Fisher, Helen L.; Beevers, Sean; Dajnak, David; Broadbent, Matthew; Pritchard, Megan; Shiode, Narushige; Heslin, Margaret; Hammoud, Ryan; Hotopf, Matthew (2021). „Association between air pollution exposure and mental health service use among individuals with first presentations of psychotic and mood disorders: retrospective cohort study“. The British Journal of Psychiatry (ინგლისური) (published 2021-08-19). 219 (6): 678–685. doi:10.1192/bjp.2021.119. ISSN 0007-1250. PMID 35048872.
  4. Ghosh, Rakesh; Causey, Kate; Burkart, Katrin; Wozniak, Sara; Cohen, Aaron; Brauer, Michael (28 September 2021). „Ambient and household PM2.5 pollution and adverse perinatal outcomes: A meta-regression and analysis of attributable global burden for 204 countries and territories“. PLOS Medicine (ინგლისური). 18 (9): e1003718. doi:10.1371/journal.pmed.1003718. ISSN 1549-1676. PMC 8478226. PMID 34582444.
  5. Daniel A. Vallero. Fundamentals of Air Pollution. Elsevier Academic Press.
  6. Fine Particulate Matter Map Shows Premature Mortality Due to Air Pollution. 2013.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-07. ციტირების თარიღი: 2022-04-22.
  7. Silva, Raquel A; West, J Jason; Zhang, Yuqiang; Anenberg, Susan C; Lamarque, Jean-François; Shindell, Drew T; Collins, William J; Dalsoren, Stig; Faluvegi, Greg; Folberth, Gerd; Horowitz, Larry W; Nagashima, Tatsuya; Naik, Vaishali; Rumbold, Steven; Skeie, Ragnhild; Sudo, Kengo; Takemura, Toshihiko; Bergmann, Daniel; Cameron-Smith, Philip; Cionni, Irene; Doherty, Ruth M; Eyring, Veronika; Josse, Beatrice; MacKenzie, I A; Plummer, David; Righi, Mattia; Stevenson, David S; Strode, Sarah; Szopa, Sophie; Zeng, Guang (2013). „Global premature mortality due to anthropogenic outdoor air pollution and the contribution of past climate change“. Environmental Research Letters. 8 (3): 034005. Bibcode:2013ERL.....8c4005S. doi:10.1088/1748-9326/8/3/034005.
  8. Lelieveld, J.; Klingmüller, K.; Pozzer, A.; Burnett, R. T.; Haines, A.; Ramanathan, V. (25 March 2019). „Effects of fossil fuel and total anthropogenic emission removal on public health and climate“. Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America. 116 (15): 7192–7197. Bibcode:2019PNAS..116.7192L. doi:10.1073/pnas.1819989116. PMC 6462052. PMID 30910976. S2CID 85515425.
  9. Lelieveld, Jos; Pozzer, Andrea; Pöschl, Ulrich; Fnais, Mohammed; Haines, Andy; Münzel, Thomas (1 September 2020). „Loss of life expectancy from air pollution compared to other risk factors: a worldwide perspective“. Cardiovascular Research. 116 (11): 1910–1917. doi:10.1093/cvr/cvaa025. ISSN 0008-6363. PMC 7449554. PMID 32123898.
  10. Energy and Air Pollution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 12 March 2019
  11. „Study Links 6.5 Million Deaths Each Year to Air Pollution“. The New York Times. 26 June 2016. ციტირების თარიღი: 27 June 2016.
  12. Reports. WorstPolluted.org. ციტირების თარიღი: 29 August 2010
  13. Cheap air pollution monitors help plot your walk en. ციტირების თარიღი: 2021-05-18
  14. 9 out of 10 people worldwide breathe polluted air, but more countries are taking action en. ციტირების თარიღი: 2021-05-18
  15. Assessing the risks to health from air pollution—European Environment Agency en. ციტირების თარიღი: 2021-05-18
  16. World Bank; Institute for Health Metrics and Evaluation at University of Washington – Seattle (2016) The Cost of Air Pollution: Strengthening the Economic Case for Action. Washington, D.C.: The World Bank, გვ. xii. 
  17. McCauley, Lauren (8 September 2016). „Making Case for Clean Air, World Bank Says Pollution Cost Global Economy $5 Trillion“. Common Dreams. ციტირების თარიღი: 3 February 2018.
  18. „The Rising Cost of Smog“. Fortune: 15. 1 February 2018. ISSN 0015-8259.
  19. Batool, Rubeena; Zaman, Khalid; Khurshid, Muhammad Adnan; Sheikh, Salman Masood; Aamir, Alamzeb; Shoukry, Alaa Mohamd; Sharkawy, Mohamed A.; Aldeek, Fares; Khader, Jameel; Gani, Showkat (October 2019). „Economics of death and dying: a critical evaluation of environmental damages and healthcare reforms across the globe“. Environmental Science and Pollution Research International. 26 (29): 29799–29809. doi:10.1007/s11356-019-06159-x. ISSN 1614-7499. PMID 31407261. S2CID 199528114.
  20. Bherwani, Hemant; Nair, Moorthy; Musugu, Kavya; Gautam, Sneha; Gupta, Ankit; Kapley, Atya; Kumar, Rakesh (10 June 2020). „Valuation of air pollution externalities: comparative assessment of economic damage and emission reduction under COVID-19 lockdown“. Air Quality, Atmosphere, & Health. 13 (6): 683–694. doi:10.1007/s11869-020-00845-3. ISSN 1873-9318. PMC 7286556. PMID 32837611.
  21. Fensterstock, J. C.; Kurtzweg, J. A.; Ozolins, G. (1971). „Reduction of Air Pollution Potential through Environmental Planning“. Journal of the Air Pollution Control Association. 21 (7): 395–399. doi:10.1080/00022470.1971.10469547. PMID 5148260.
  22. Fensterstock, Ketcham and Walsh, The Relationship of Land Use and Transportation Planning to Air Quality Management, Ed. George Hagevik, May 1972.
  23. Kirk Smith. Biomass Pollution Basics. WHO.
  24. Indoor air pollution and household energy. WHO and UNEP (2011).
  25. Hawkes, N. (22 May 2015). „Air pollution in UK: the public health problem that won't go away“. BMJ. 350 (may22 1): h2757. doi:10.1136/bmj.h2757. PMID 26001592. S2CID 40717317.
  26. Wood burning heaters and your health - Fact sheets.
  27. Tsiodra, Irini; Grivas, Georgios; Tavernaraki, Kalliopi; Bougiatioti, Aikaterini; Apostolaki, Maria; Paraskevopoulou, Despina; Gogou, Alexandra; Parinos, Constantine; Oikonomou, Konstantina; Tsagkaraki, Maria; Zarmpas, Pavlos; Nenes, Athanasios; Mihalopoulos, Nikolaos (7 December 2021). „Annual exposure to polycyclic aromatic hydrocarbons in urban environments linked to wintertime wood-burning episodes“. Atmospheric Chemistry and Physics (English). 21 (23): 17865–17883. Bibcode:2021ACP....2117865T. doi:10.5194/acp-21-17865-2021. ISSN 1680-7316. S2CID 245103794.
  28. Huo, Hong; Zhang, Qiang; Guan, Dabo; Su, Xin; Zhao, Hongyan; He, Kebin (16 December 2014). „Examining Air Pollution in China Using Production- And Consumption-Based Emissions Accounting Approaches“. Environmental Science & Technology. 48 (24): 14139–14147. Bibcode:2014EnST...4814139H. doi:10.1021/es503959t. ISSN 0013-936X. PMID 25401750.
  29. „Health crisis: Up to a billion tons of waste potentially burned in the open every year“. phys.org (ინგლისური). ციტირების თარიღი: 13 February 2021.
  30. Cook, E.; Velis, C. A. (6 January 2021). „Global Review on Safer End of Engineered Life“. Global Review on Safer End of Engineered Life (ინგლისური). ციტირების თარიღი: 13 February 2021.
  31. Chatterjee, Rhitu (15 February 2018). „Wall Paint, Perfumes and Cleaning Agents Are Polluting Our Air“. NPR. ციტირების თარიღი: 12 March 2019.
  32. Diep, Francie (31 January 2018). „California's Farms Are an Even Larger Source of Air Pollution Than We Thought“. Pacific Standard. ციტირების თარიღი: 2 February 2018.
  33. Education Data, Visualizations & Graphics on particulate pollution.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 20 March 2019
  34. Volcanic Pollution | en-CAC. ციტირების თარიღი: 2022-02-27
  35. AP 42, Volume I. ციტირების თარიღი: 29 August 2010
  36. United Kingdom's emission factor database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 29 August 2010
  37. EMEP/EEA air pollutant emission inventory guidebook—2009 (19 June 2009). ციტირების თარიღი: 11 December 2012
  38. Environmental Pollution (16 December 2011). ციტირების თარიღი: 11 December 2012
  39. Revised 1996 IPCC Guidelines for National Greenhouse Gas Inventories (reference manual). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2008. ციტირების თარიღი: 29 August 2010