ოზონის ხვრელი — დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში, სტრატოსფეროში, ოზონის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების ფენომენი. ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა, სავარაუდოდ ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად. კაცობრიობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმის გამო, რომ სტრატოსფერული ოზონი დედამიწის ზედაპირს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.

ანტარქტიკის ოზონის ხვრელის გამოსახულება, სექტემბერი, 2000 წ.

ოზონის ხვრელი დიამეტრით 1000 კმ პირველად აღმოაჩინეს 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე. იგი ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს, ხოლო დეკემბერში ან იანვარში კი ქრებოდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არქტიკაზე ჩნდებოდა მეორე ხვრელი, თუმცა გაცილებით მცირე ზომებით.

შედეგები

რედაქტირება

ოზონის საფარის შეთხელების შედეგად იზრდება დედამიწის ზედაპირზე მოხვედრილი ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა, რაც თავის მხრივ იწვევს კანის დაავადებათა ალბათობის ზრდასაც.

გამომწვევი მიზეზები

რედაქტირება

ითვლება, რომ სტრატოსფერული ოზონის დაშლა გამოწვეულია ჰალოგენების შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების (ქფნ–ები), ქლორ–ბრომ–ნახშირწყალბადების და ჰალონების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი გამოიყენება როგორც იდეალურად უსაფრთხო მაცივარაგენტები, დეზოდორანტების შემავსებლები, ელექტრომოწყობილობის გამწმენდები, ცეცხლჩამქრობი ნივთიერებები, მცენარეთა დაცვის საშუალებები. ითვლება, რომ ატმოსფეროში მოხვედრილი მოლეკულები ათწლეულების განმავლობაში არ იშლება და სტრატოსფერომდე აღწევს, სადაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით იშლება და ქლორის ატომებს გამოყოფს. ეს უკანასკნელი კი შემდგომ მუშაობს, როგორც ოზონის მოლეკულების დაშლის კატალიზატორი. ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ–ფტორ–ნახშირბადი ას ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის.

საწინააღმდეგო აზრი

რედაქტირება

რიგი მეცნიერები არ ეთანხმებიან სტრატოსფერული ოზონის ქფნ–ების გამო დაშლის თეორიას. მათ მიაჩნიათ, რომ ქფნ–ები ზედმეტად მძიმე მოლეკულებია იმისათვის, რომ სტრატოსფეროს მიაღწიოს. არსებობს მოსაზრება, რომ ოზონის შრის შეთხელება ბუნებრივი ფლუქტუაციაა და თავისთავად გამოსწორდება.

მსოფლიო საზოგადოების რეაქცია

რედაქტირება

1985 წელს ოცმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციას. 1987 წელს კი 43–მა ქვეყანამ _ ამ კონვენციის ოქმს (მონრეალის ოქმი), რომლითაც დადგინდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ეტაპობრივი გრაფიკი. შემდგომში ამ ხელშეკრულებებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შეუერთდა. დღეს ყველაზე აგრესიული ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადები უკვე ამოღებულია ხმარებიდან. თუმცა სტრატოსფეროდან მათ გაქრობას კიდევ რამდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდება.

ოზონის მსოფლიო დღე

რედაქტირება

1987 წლის 16 სექტემბერს მონრეალის პროტოკოლის ხელმოწერის აღსანიშნავად, 1994 წელს გაეროს გენერალური ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Benedick, Richard Elliot (1998) Ozone Diplomacy: New Directions in Safeguarding the Planet, 2nd, Harvard University Press. ISBN 978-0-674-65003-9.  (Ambassador Benedick was the Chief U.S. Negotiator at the meetings that resulted in the Montreal Protocol.)
  • Chasek, Pam, David L. Downie, and J.W. Brown (2013). Global Environmental Politics, 6th Edition, Boulder: Westview Press.
  • Dotto, Lydia; Schiff, Harold (1978) The Ozone War. New York: Doubleday. ISBN 0385129270. 
  • Downie, David L. (December 1993). „Comparative Public Policy of Ozone Layer Protection“. Political Science. 45 (2): 186–197. doi:10.1177/003231879304500203. ISSN 0032-3187.[მკვდარი ბმული]
  • Downie, David L. (1999). „The Power to Destroy: Understanding Stratospheric Ozone Politics as a Common Pool Resource Problem“, Anarchy and the Environment: The International Relations of Common Pool Resources. SUNY Press, გვ. 97–121. ISBN 978-0-7914-4183-1. 
  • Downie, David L. (2011). „Ch. 16: The Vienna Convention Montreal Protocol, and Global Policy to Protect Stratospheric Ozone“, Chemicals, Environment, Health: A Global Management Perspective. CRC Press, გვ. 243–260. ISBN 978-1-4200-8469-6. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება