ოზონი (O3) — ჟანგბადის ალოტროპია, აირი, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათს. ოზონისმოლეკულა ჟანგბადის მოლეკულისგან განსხვავებით 3 ატომს შეიცავს, რაც სასუნთქად მომაკვდინებელი ხდება, ამიტომაა რომ იგი ატმოსფეროში ნაკლებადაა და მაღლაა მოქცეული. ოზონის ძირითადი მასა ატმოსფეროში მოთავსებულია ოზონსფეროში — ფენაში, რომელიც განლაგებულია 10-50 კმ სიმაღლეზე. ოზონი წარმოიქმნება წვიმის და ჭექა-ქუხილის შედეგად. ატმოსფეროში სიმაღლის მიხედვით მისი განაწილება კარგად აიხსნება ფოტოქიმიური თეორიით. ოზონი ყველაზე მეტად 2900 A-ზე უფრო მოკლე ტალღის სიგრძის მქონე რადიაციას შთანთქავს, ამიტომ რადიაციის ბიოლოგიურად ყველაზე აქტიური ნაწილი არ აღწევს დედამიწის ზედაპირს. რადიაციის შთანთქმის გამო ოზონის ფენის ტემპერატურა მატულობს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ატმოსფეროს სითბურ რეჟიმზე.

ოზონის კონცენტრაციის ცვალებადობა დედამიწის ატმოსფეროში (1957-2001) წლები

მიღება რედაქტირება

ოზონი ძირითადად მიიღება ბუნებაში ჭექაქუხილის შედეგად, მაგრამ არსებობს მისი ლაბორატორიაში მიღების ხერხი. საწყისი პროდუქტებია ამონიუმის პერსულფატი, აზოტმჟავა და წყალი. მიღებული პროდუქტებია ამონიუმის ნიტრატი, გოგირდმჟავა და ოზონი.

3(NH4)2S2O8 + 6HNO3 + 3H2O → 6NH4NO3 + 6H2SO4 + O3

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Series in Plasma Physics: Non-Equilibrium Air Plasmas at Atmospheric Pressure. Edited by K.H. Becker, U. Kogelschatz, K.H. Schoenbach, R.J. Barker; Bristol and Philadelphia: Institute of Physics Publishing Ltd; ISBN 0-7503-0962-8; 2005

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: