გლობალური დათბობა
გლობალური დათბობა — დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის თანდათანობითი ზრდის პროცესი. წარმოადგენს დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიან მატებას, რომელიც გამოხატულია ტემპერატურის პირდაპირი გაზომვითა და დათბობის სხვადასხვა ეფექტების მაჩვენებლით.[4] ეს არის კლიმატის ცვლილების მთავარი ასპექტი, რომელიც გარდა ზედაპირის გლობალური ტემპერატურის მატებისა,[5] აგრეთვე შეიცავს ისეთ შედეგებს როგორიცაა ატმოსფერული ნალექების ცვლილება.[6] მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გლობალური დათბობის ისტორიამდელი პერიოდები[7] XX საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული დაკვირვებადი ცვლილებები უპრეცენდენტოა სისწრაფესა და ზომაში.[8]
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე XX საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული კლიმატის დათბობის დომინანტური ფაქტორია“.[9] კვლევის ეს შედეგები აღიარებულია მრავალი ქვეყნის სამეცნიერო აკადემიების მიერ და არ წარმოადგენს დავის საგანს რომელიმე ეროვნული ან საერთაშორისო დონის სამეცნიერო კორპუსის მხრიდან.[10] ადამიანი დიდ გავლენას ახდენს სათბურის აირის გამოყოფაზე, ამასთან დარტყმის 90%-ზე მეტი მოდის ნახშირორჟანგსა და მეთანზე.[11] წიაღისეული საწვავის წვა ამ აირების ძირითადი წყაროა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აგრეთვე აგრიკულტურილი ემისიები და გაუტყეურება.[12] კლიმატის მგრძნობელობა ამ აირებთან მიმართებაში შეკავშირებულია ისეთ უკუკავშირთან, როგორებიცაა თოვლის საფარველის დაკარგვა, წყლის ორთქლის მომატება და მზრალი ნიადაგის გალღობა.[13]
ხმელეთის ზედაპირი თბება უფრო სწრაფად, ვიდრე ოკეანის ზედაპირი,[1] რასაც თან ახლავს სითბური ტალღა, ტყის ხანძარი და უდაბნოების გაფართოება.[14] მზარდი ატმოსფერული ძალა და აორთქლების სიჩქარე ხდება მეტი ინტენსიური შტორმებისა და ექსტრემალური ამინდის მიზეზი, ინფასტრუქტურისა და აგრიკულტურის ზიანის მომტანი.[15] ზედაპირის ტემპერატურის ზრდა ყველაზე დიდია არქტიკაში და გავლენას ახდენს მყინვარების უკუსვლაზე, მრავალწლოვან მზრალობასა და ზღვის ყინულზე.[16] გარემოზე ზემოქმედების შედეგია მრავალი სახეობის ამოწყდომა ან გადასახლება მათი ეკოსისტემის ცვლილების გათვალისწინებით უშუალოდ მარჯნის რიფებზე, მთებსა და არქტიკაში.[17] ხმელეთის ზედაპირის ტემპერატურა სტაბილიზებული იქნებოდა და ოდნავ დაეცემოდა თუკი ემისიები შემცირდებოდა, თუმცა სხვა ზემოქმედებები საუკუნეები გაგრძელდება, მათ შორის ზღვის დონის მატება მყინვარული საფრების დნობის, ოკეანის ტემპერატურის მატებისა და ოკეანის გამჟავიანება ნახშირორჟანგის მაღალი დონის გამო.[18][19]
შერბილების ძალისხმევა გლობალური დათბობის მისამართით შეიცავს ნახშირორჟანგის დაბალი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებასა და მზადყოფნას, წიაღისეული საწვავის ემისიების შემცირების პოლიტიკას, გატყიანებას, ტყის დაცვას, ისევე როგორც კლიმატის ინჟინერიის ტექნოლოგიების პოტენციალის ზრდას. საზოგადოებები და მთავრობები მუშაობენ გლობალური დათბობის ზემოქმედების ამჟამინდელ და სამომავლო ადაპტაციაზე, რომელიც შეიცავს სანაპიროს დაცვის გაუმჯობესებას, კატასტროფის უკეთეს მენეჯმენტსა და გამძლე კულტურის შემუშავებას.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყნები ერთად მუშაობენ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის ქოლგის ქვეშ, რომელსაც აქვს უნივერსალურთან მიახლოებული წევრობა. კონვენციის მიზანია „სახიფათო ანთროპოგენული ჩარევის პრევენცია კლიმატურ სისტემაში“.[20] IPCC-მ ხაზი გაუსვა პრე-ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, გლობალური დათბობის შენარჩუნების საჭიროებას 1.5 °C (2.7 °F) ქვემოთ შეუქცევადი შედეგების არიდების მიზნით.[21] მიმდინარე პოლიტიკითა და დაპირებებით, გლობალური დათბობის ნიშნული საუკუნის ბოლოს სავარაუდოდ მიაღწევს 2.8 °C (5.0 °F).[22] მიმდინარე სათბურის აირის (GHG) ემისიების დონის გათვალისწინებით, საემისიო ბიუჯეტი 2028 წლისთვის 1.5 °C (2.7 °F) ქვემოთ ყოფნის პირობებში ამოწურული იქნება.[23]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Global Annual Mean Surface Air Temperature Change. NASA. ციტირების თარიღი: 23 February 2020..
- ↑ IPCC AR5 SYR Glossary 2014, p. 124.
- ↑ USGCRP Chapter 3 2017 Figure 3.1 panel 2, Figure 3.3 panel 5.
- ↑ IPCC AR5 WG1 Summary for Policymakers 2013, p. 4; EPA 2016
- ↑ IPCC AR5 SYR Glossary 2014, p. 124; IPCC SR15 Ch1 2018, p. 51: "Global warming is defined in this report as an increase in combined surface air and sea surface temperatures averaged over the globe and over a 30-year period. Unless otherwise specified, warming is expressed relative to the period 1850–1900, used as an approximation of pre-industrial temperatures in AR5.".
- ↑ Shaftel 2016; Associated Press, 22 September 2015: "The terms global warming and climate change can be used interchangeably. Climate change is more accurate scientifically to describe the various effects of greenhouse gases on the world because it includes extreme weather, storms and changes in rainfall patterns, ocean acidification and sea level.".
- ↑ IPCC AR5 WG1 Ch5 2013, p. 389, 399–400
- ↑ IPCC AR5 WG1 Summary for Policymakers 2013, p. 4; IPCC SR15 Ch1 2018, p. 54
- ↑ IPCC SR15 Ch1 2018, p. 53.
- ↑ Gleick, 7 January 2017; Scientific Consensus: Earth's Climate is Warming. Climate Change: Vital Signs of the Planet. NASA JPL. ციტირების თარიღი: 29 March 2020
- ↑ Olivier & Peters 2019, p. 14, 16–17.
- ↑ თარგი:Статья
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისMet Office 2016
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ IPCC AR5 WG2 Technical Summary 2014, p. 44–46; D'Odorico და სხვები. 2013.
- ↑ Campbella და სხვები. 2016; National Research Council 2012, p. 26–27.
- ↑ National Geographic 2019; NPR 2010.
- ↑ EPA. (19 January 2017) Climate Impacts on Ecosystems. ციტირების თარიღი: 5 February 2019
- ↑ IPCC SR15 Ch1 2018, p. 64
- ↑ Kehse, Ute. Global warming doesn't stop when the emissions stop. ციტატა: „excess energy is mainly absorbed by the oceans. Water has a high heat capacity and consequently a long reaction time. As a result, at present the oceans are cooling the air. Over time, however, the deep ocean layers will also warm up, until finally, after thousands of years, the climate will settle down at a higher average ocean and atmospheric temperature.“ ციტირების თარიღი: 19 April 2020.
- ↑ UNFCCC 1992, Article 2, "Objective".
- ↑ IPCC SR15 Summary for Policymakers 2018, p. 7
- ↑ Climate Action Tracker 2019, p. 1; United Nations Environment Programme 2019, p. 27.
- ↑ Mercator Institute 2020; IPCC SR15 Ch2 2018, p. 96.