გაუდაბნოება — მიწის გამოფიტვის სახეობა უწყლო რაიონებში. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ბუნებრივი ან ანთროპოლოგიური მიზეზებით, რის შედეგადაც ნაყოფიერი ადგილები სულ უფრო შრება. გამომშრალი ტერიტორიის ზრდა აიხსნება სხვადასხვა ფაქტორებით. მაგალითად, კლიმატის ცვლილებით, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური დათბობით და ადამიანის მიერ ნიადაგის გადაჭარბებული ექსპლუატაციით.

როდესაც პლანეტის ცხოვრების ციკლში უდაბნოები ჩნდება ბუნებრივად, მაშინ მას შეიძლება ეწოდოს ბუნებრივი ფენომენი, მაგრამ როდესაც უდაბნოები წარმოიქმნება ნიადაგში საკვები ნივთიერებების შემცველობის დაქვეითების გამო, რაც მას სახნავ-სათესად უვარგისს ხდის, მაშინ შეიძლება მსჯელობა წარიმართოს ვირტუალურ „ნიადაგის სიკვდილზე“.[1] გაუდაბნოება წარმოადგენს მნიშვნელოვან გლობალურ ეკოლოგიურ და გარემო პრობლემას, რაც სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებზე ბევრად ახლო შედეგების მომტანია.

ტერმინის განმარტება

რედაქტირება

2005 წლამდე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არსებობდა ტერმინ გაუდაბნოების სწორ განმარტებასთან დაკავშირებით. ჰელმუტ გეისმა[2] მათგან ყველაზე ფართოდ მიღებული იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ლექსიკონის ვერსია, რომელიც გაუდაბნოებას განსაზღვრავდა შემდეგნაირად, — „ტყეების განადგურების, გვალვის ან არასწორი/არასათანადო სოფლის მეურნეობის შედეგად ნაყოფიერი მიწის უდაბნოდ გადაქცევის პროცესი“.

ამასთან, ორიგინალური გაგება, რომ გაუდაბნოება გულისხმობდა უდაბნოების ფიზიკურ გაფართოებას, უარყოფილ იქნა, რადგან ჩართული იყო მითითებული კონცეფცია.[3] გაუდაბნოება მკაფიოდ იქნა გაწერილი გაეროს მიერ გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის ტექსტში, როგორც „მიწის დეგრადაცია არიდულ, ნახევრად მშრალ და მშრალ ქვენოტიო რეგიონებში, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის კლიმატური ცვალებადობითა და ადამიანის საქმიანობებით“.[4]

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უდაბნოები ჩამოყალიბდა იმ ბუნებრივი პროცესების შედეგად, რომლებიც ურთიერთქმედებენ დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამ დროის უმეტეს პერიოდში უდაბნოები იზრდებოდა და მცირდებოდა ადამიანის ჩარევის გარეშე. პალეოუდაბნოები არის ქვიშის ვრცელი სივრცეები, რომელიც ამჟამად არააქტიურია, რადგან ისინი სტაბილიზირებულია მცენარეული საფარით. ზოგი დიდი უდაბნო ამჟამადაც არსებობს, მაგალითად საჰარა, ყველაზე დიდი და ცხელი უდაბნო დედამიწაზე.[5]

ისტორიული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ მიწის სერიოზულ და მასშტაბურ გაუარესებას, რომელიც მოხდა მრავალი საუკუნის წინ არიდულ რეგიონებში, ჰქონდა სამი ეპიცენტრი: ხმელთაშუა ზღვის, მესოპოტამიის ველის და ლოსის პლატოს მიდამოები ჩინეთში, სადაც მოსახლეობა მჭიდროდ იყო დასახლებული.[6][7]

ამ თემის ყველაზე ადრეული განხილვა დაიწყო დასავლეთ აფრიკის საფრანგეთის მიერ გაკოლონიზების შემდეგ საჰარას უდაბნოს პრეისტორიული გაფართოების შესამოწმებლად.[8]

უდაბნოს ტერიტორიები

რედაქტირება
 
მზე, მთვარე, დიდი ტელესკოპები. ჩილე ატაკამა[9]

გამომშრალი, უნაყოფო ტერიტორიები დედამიწის ფართობის დაახლოებით 40-41%-ს იკავებს[10] და მასზე ცხოვრობს 2 მილიარდზე მეტი ადამიანი. დადგენილია, რომ ხმელთაშუა ზღვის მიმდებარედ დაახლოებით 20-20% უკვე გადაგვარებულია და მილიარდ ადამიანს ემუქრება შემდგომი გაუდაბნოების კრიზისი.

1998 წლის მდგომარეობით, საჰარის უდაბნოს სამხრეთით გაფართოების ამჟამინდელი ხარისხი ცნობილი არ იყო. გლობალური დათბობის და ადამიანის საქმიანობის გავლენა საჰელშია წარმოდგენილი. ამ მხარეში გაუდაბნოების დონე ძალიან მაღალია მსოფლიოს სხვა ტერიტორიებთან შედარებით. აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში (ე.ი. საჰელის რეგიონში) მდებარე ყველა უბანი ხასიათდება მშრალი კლიმატით, ცხელი ტემპერატურით და ნალექების დაბალი მაჩვენებლით (300-750 მმ წელიწადში). ასე რომ, გვალვები საჰელეს რეგიონში ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აფრიკამ დაკარგა დაახლოებით 650 000 კმ² ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწა ბოლო 50 წლის განმავლობაში.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ 1900 წლიდან საჰარას საზღვრებმა სამხრეთით გადაიწია 250 კილომეტრით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კი — 6000 კმ-ით.[11][12][13] განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოშრობის პროცესი სწრაფად ვრცელდება საჰელის ქვეყნებში. არიდული ტერიტორიის 70% გაუარესდა და წყლის რესურსის გაქრობამ ნიადაგის რეგრესი და დეგრადაცია განაპირობა. ზედა ფენის დაკარგვა ნიშნავს, რომ მცენარეები ფესვს მყარად ვერ გაიდგამს და გადაშენდება ძლიერი წყალმოვარდნის ან ძლიერი ქარის გამო.

გაეროს კონვენციაში ნათქვამია, რომ დაახლოებით ექვს მილიონ საჰელიელ მოქალაქეს მოუწევდა სამხრეთ-საჰარის აფრიკის ნახევარუდაბნოების მიტოვება და ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში გადასვლა 1997 და 2020 წლებში.

გაუდაბნოებამ განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა საჰელის რეგიონში მდებარე ტბა ჩადიზე. ტბის დაშრობის მიზეზია სარწყავი არხების გაყვანა და წლიური ნალექიანობის მაჩვენებლის ვარდნა. 1987 წლის შემდეგ ტბა 90%-ით შემცირდა და მილიონობით ადამიანის იძულებითი გადასახლების მიზეზი გახდა. ბოლოდროინდელმა ღონისძიებებმა იგი გარკვეულწილად აღადგინა, მაგრამ მაინც ითვლება, რომ ჩადი არის სრულიად გაქრობის რისკის ქვეშ.[14]

კიდევ ერთი ძირითადი ტერიტორია, რომელზეც გავლენას ახდენს გაუდაბნოება, არის გობის უდაბნო. ამჟამად გობის უდაბნო დედამიწაზე ყველაზე სწრაფად მოძრავი უდაბნოა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, გობის უდაბნო ყოველწლიურად 1,300 კვადრატულ მილზე მეტ მიწის ფართობს შთანთქავს. მან უკვე გაანადგურა მრავალი სოფელი და აგრძელებს ამ პროცესს.

სამხრეთ ამერიკა არის კიდევ ერთი ტერიტორია, რომელიც გაუდაბნოების პროცესის მავნე ზეგავლენას განიცდის, რადგან მისი ფართობის 25% კლასიფიცირდება როგორც გამომშრალი მიწები. კერძოდ, არგენტინაში, მშრალი ზონები წარმოადგენს მთლიანი მიწის ფართობის ნახევარზე მეტს, ხოლო გაუდაბნოება შეაფერხებს მოსახლეობის სურსათის მოპოვებას.

მონღოლეთის ტერიტორია იფიტება ტყეების გაჩეხვის გამო. 90-იან წლებში ქვეყანაში კომუნიზმის დამხობის შემდეგ ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა მეჯოგეობის წამოწყება. ამან გამოიწვია მწყემსების რაოდენობის გაორმაგება და მონღოლური საძოვრების გაფართობება. ახლა მონღოლური საძოვრების 90% არის მშრალი მიწა. ამას ემატება მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებული მოთხოვნები და მწყემსების მცდელობა, მოიპოვონ საძოვრები თავიანთი ცხოველებისთვის.

ქვიშის და მტვრის ქარიშხლები

რედაქტირება

XIX საუკუნის ბოლოდან დღემდე აღინიშნება მტვრის გლობალური ყოველწლიური გამოყოფის 25%-იანი ზრდა.[15] გაუდაბნოების პროცესმა ასევე გაზარდა ქვიშისა და მტვრის ის რაოდენობა, რომელიც შეუძლია ქარმა აიღოს ქარიშხლის დროს. მაგალითად, შუა აღმოსავლეთში მტვრის ქარიშხალი ბოლო წლების განმავლობაში უფრო ხშირია და ინტენსიური, რადგან ნალექების გამუდმებულმა შემცირებამ ხელი შეუწყო ნიადაგის ტენიანობის და მცენარეულ საფარის შემცირებას.

მტვრის ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რესპირატორული დარღვევები, როგორიცაა პნევმონია, კანის გაღიზიანება, ასთმა და მრავალი სხვა. მათ შეუძლიათ დააბინძურონ წყალი, შეამცირონ და შეაჩერონ ტრანსპორტის სახეობების უმეტესობის გამოყენება.

მტვრის და ქვიშის ქარიშხალებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ კლიმატზე, რაც გაუარესდება გაუდაბნოების გაუარესება. ჰაერში მტვრის ნაწილაკები გაფანტავს მზისგან შემომავალ სხივებს. მტვერს შეუძლია დროებითი დაიცვას ხმელეთის ტემპერატურა, მაგრამ ატმოსფერული ტემპერატურა გაიზრდება. ამან შეიძლება შეცვალოს და შეამციროს ღრუბლების ხანგრძლივობა, რაც გამოიწვევს ნალექების ნაკლებობას.

სურსათის უსაფრთხოება

რედაქტირება

სურსათის გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრება გაუდაბნოება და ადამიანთა პოპულაციის მატება. რაც უფრო იზრდება მოსახლეობა, მით უფრო იზრდება მოთხოვნა საკვებზე. სოფლის მეურნეობის არეალი ერთი ქვეყნიდან მეორისკენ გადაადგილდება. მაგალითად, ევროპა საშუალოდ იმპორტირებს თავისი საკვების 50%-ზე მეტს. როცა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების 44% მშრალ მიწებზეა განლაგებული და იგი მსოფლიოს საკვები პროდუქციის 60%-ს უზრუნველყოფს. გაუდაბნოება ამცირებს ნაყოფიერი მიწის რაოდენობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის, მაგრამ მოთხოვნები მუდმივად იზრდება. უახლოეს მომავალში კი მოთხოვნები გადააჭარბებს მიწოდებას.

მცენარეთა საფარი

რედაქტირება

გაუდაბნოების პროცესისი კვალდაკვალ ლანდშაფტის ცვლილებაც პროგრესირებს და სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად გარდაიქმნება გარეგნულად. თანდათანობით დახრად რელიეფზე, გაუდაბნოებამ შეიძლება შექმნას უფრო და უფრო დიდი ცარიელი ადგილები მიწის დიდ ზოლებზე. ეს ფენომენი ცნობილია როგორც ვეფხვის ბუჩქი (Tiger bush). ქრისტოფერ კლაუსმეიერის მიერ შემოთავაზებული ამ ფენომენის მათემატიკური მოდელი გვთავაზობს ნიმუშს წყლის და მცენარეული საფარის ურთიერთქმედების დინამიკის შესახებ.[16] ამგვარი დაკვირვება გვთავაზობს მშრალ გარემოში აგრარული საქმიანობის სტრატეგიის ოპტიმალურ ვარიანტს.

მიზეზები

რედაქტირება

მცენარეულობის უმეტესობის გადაშენება-გაქრობა უსწრაფესი მიზეზია გაუდაბნოებისა. ეს გამოწვეულია მრავალი ფაქტორით, ცალკე ან რამე სხვა ფაქტორთან კომბინაციაში, მაგალითად, გვალვა, კლიმატური რყევები, სოფლის მეურნეობისთვის ნიადაგის მოხვნა, მისი ზედმეტი გამოყენება და ტყის ჩეხვა საწვავად ან სამშენებლო მასალებისთვის. მცენარეულობა დიდ როლს ასრულებს ნიადაგის ბიოლოგიურ შემადგენლობაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრ გარემოში ეროზიისა და ჩამონადენის სიჩქარე მუდმივად მცირდება მცენარეული საფარის მომატებასთან ერთად. დაუცველი, მშრალი ნიადაგის ზედაპირები ქარის ზემოქმედებით იფიტება და გაიფანტება, ან ირეცხება წყალდიდობის დროს და ტოვებს უნაყოფო ქვედა ნიადაგის ფენას, რომელიც მზეში ხმება და გვრჩება უნაყოფო გამკვრივებული მიწა.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ უდაბნოს არსებობა იმ ადგილას, სადაც ამჟამად საჰარის უდაბნოა, განპირობებულია ბუნებრივი კლიმატის ციკლით; ეს ციკლი ხშირად იწვევს წყლის ნაკლებობას. არსებობს ვარაუდი, რომ ბოლო დროს, როდესაც საჰარა სავანიდან უდაბნოდ გადაიქცა, ეს ნაწილობრივ ადგილობრივი მოსახლეობის პირუტყვის ზედმეტი ძოვების გამო იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Reynolds, James F., and D. Mark Stafford Smith (ed.) (2002) Global Desertification – Do Humans Cause Deserts? Dahlem Workshop Report 88, Berlin: Dahlem University Press
  • Бабаев А. Г., Зонн И. С., Дроздов Н. Н., Фрейкин З. Г. Пустыни. — М.: Мысль, 1986. — 320 с. — (Природа мира). — 100 000 экз.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Desert Will Win. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2020-05-21.
  2. 2005 წელს გამოყო ტერმინის 100-ზე მეტი ოფიციალური განმარტება. p. 2
  3. Rafferty, John P.; Pimm, Stuart L. (2019). „Desertification“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2019-11-06. ციტატა: „The concept does not refer to the physical expansion of existing deserts but rather to the various processes that threaten all dryland ecosystems.“
  4. Part I. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 21 June 2016.
  5. United States Geological Survey, "Desertification", 1997
  6. LOWDERMILK, W C. CONQUEST OF THE LAND THROUGH SEVEN THOUSAND YEARS. Soil Conservation Service. United States Department of Agriculture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2022. ციტირების თარიღი: 9 April 2014.
  7. Dregne, H.E.. Desertification of Arid Lands. Columbia University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2023. ციტირების თარიღი: 3 December 2013.
  8. Mortimore, Michael (1989). Adapting to drought: farmers, famines, and desertification in West Africa. Cambridge University Press, გვ. 12. ISBN 978-0-521-32312-3. 
  9. „Sun, Moon and Telescopes above the Desert“. ESO Picture of the Week. ციტირების თარიღი: 30 April 2012.
  10. Bauer (2007), p. 78
  11. Hecke, Geoffrey Van (2012). Humanum 3, le secret d'Épidaure: suivi de Amazone City. Mon Petit Éditeur, გვ. 192. ISBN 978-2-7483-9214-2. „D'après Monique Mainguet, depuis 1900, le Sahara a progressé vers le sud de 250 kilomètres et ce sur un front qui en fait plus de 6000 km.“ 
  12. Christian Bouquet. (December 2017) Le Sahara entre ses deux rives. Éléments de délimitation par la géohistoire d'un espace de contraintes. ციტატა: „Mais il aurait progressé de 250 km vers le sud depuis 1900 (Mainguet, 2003), et dépasserait donc 9 millions de km² soit 30 % de la superficie totale du continent africain.“
  13. Mainguet, Monique (2003). Les pays secs: environnement et développement. Ellipses. 
  14. Mohamed, Dounia Ben (December 2015). „New Urgency in Battle to Halt Spread of Desertification“. New African. 556 – წარმოდგენილია Gale Academic OneFile Select-ის მიერ.
  15. Stanelle, Tanja; Bey, Isabelle; Raddatz, Thomas; Reick, Christian; Tegen, Ina (2014-12-16). „Anthropogenically induced changes in twentieth century mineral dust burden and the associated impact on radiative forcing“. Journal of Geophysical Research: Atmospheres (ინგლისური). 119 (23): 13, 526–13, 546. Bibcode:2014JGRD..11913526S. doi:10.1002/2014JD022062. hdl:11858/00-001M-0000-0024-A9A2-C.
  16. Klausmeier, Christopher (1999). „Regular and irregular patterns in semiarid vegetation“. Science. 284 (5421): 1826–1828. doi:10.1126/science.284.5421.1826. PMID 10364553.