სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ატაკამა (მრავალმნიშვნელოვანი).

ატაკამის უდაბნო — მშრალი, გვალვიანი პლატო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ანდების დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, 1 000 კმ-ის სიგრძეზე. ნასას, „National Geographic“-ის და სხვათა მრავალი პუბლიკაციების თანახმად, ატაკამა მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილია. ნალექების რაოდენობა აქ წელიწადში 50 მმ-ზე ნაკლებია. უდაბნო მდებარეობს ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში და იკავებს 105 000 კმ²-ს. იგი ძირითადად შედგება მარილის საბადოებისგან, ქვიშისა და ვულკანური ქანებისგან.

ატაკამა კოსმოსიდან
ატაკამის უდაბნო

მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის განსაზღვრებით, ატაკამის ეკორეგიონი იწყება პერუ-ჩილეს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, სამხრეთის 30 გრადუსიანი პარალელიდან. მის ჩრდილოეთით მდებარეობს სეჩურას (ნასკას) უდაბნო, სამხრეთით კი ჩილეს მატორალის ეკორეგიონი.

აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება, სამხრეთ პერუს სანაპირო არეალს, იკას რეგიონში მდებარე უდაბნოებსაც ატაკამის უდაბნოს ნაწილად მიიჩნევს. აღმოსავლეთით გადაჭიმულია ცენტრალურანდური მშრალი პუნას ეკორეგიონი.

ყველაზე მშრალი უდაბნო

რედაქტირება

ატაკამა დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილია და ის ფაქტობრივად სტერილურია, რადგან ტენისგან ბლოკირებულია ორივე მხრიდან, აღმოსავლეთით ანდების მთებით და დასავლეთიდან ჩილეს სანაპირო მთათა სისტემით. სანაპირო რეგიონის ჰაერის ინვერსია, რომელიც წარმოქმნილია ჰუმბოლდტის ცივი დინებითა და წყნაროკეანური ანტიციკლონის შედეგად, ატაკამის უდაბნოს ასეთი სიმშრალის უპირველესი მიზეზია. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, 1570 წლიდან 1971 წლამდე, უდაბნოში წვიმა არ მოსულა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: