არქტიკა (ბერძ. arktikos, ჩრდილოეთისა) — დედამიწის ჩრდილოეთ პოლარული მხარე, მოიცავს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის განაპირა ნაწილებს, თითქმის მთელ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს (ნორვეგიის ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილების გამოკლებით) კუნძულებით (გარდა ნორვეგიის სანაპირო კუნძულებისა), აგრეთვე ატლანტისა და წყნარი ოკეანეების მომიჯნავე ნაწილებს. ამ ტერიტორიაზე თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყინავს და ხმელეთისა და ოკეანის დიდი ნაწილი თოვლითა და ყინულითაა დაფარული. ხმელეთის ნაწილს, რომელიც არქტიკას ესაზღვრება, ტუნდრას უწოდებენ. აქ ბინადრობს თეთრი დათვი.

არქტიკის ტერიტორია
არქტიკა

ლიტერატურარედაქტირება