მჟავური წვიმა
მჟავური წვიმა[1] — ატმოსფერული ნალექების ყველა სახეობა — წვიმა, თოვლი, სეტყვა, ნისლი და სხვ. — რომელიც გოგირდისა და აზოტის მჟავების მაღალი შემცველობით ხასიათდება. ბევრი რეგიონისთვის იგი გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს დასახელება ისეთ მოვლენებს აერთიანებს, როგორიცაა მჟავა ნისლი, მჟავა თოვლი და ა. შ. მაგრამ თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს. ასე მაგალითად, სამრეწველო წვიმების არსებობა სერიოზულ პრობლემას უქმნის ჩინეთსა და რუსეთს.[2][3]
1852 წელს შოტლანდიელმა ქიმიკოსმა რობერტ ანგუს სმითმა მანჩესტერში (ინგლისი) პირველმა უჩვენა, რომ არსებობს კავშირი მჟავური წვიმასა და დაბინძურებულ ატმოსფეროს შორის.[4] ეს პროცესი ბუნებრივ წვიმასთან შედარებით წვიმის წყლის მჟავიანობის მომატებას გულისხმობს. ტერმინი „მჟავური წვიმა“ (ინგლ. Acid rain) დაამკვიდრა რობერტ ანგუს სმითმა 1872 წელს.[5]
მჟავური წვიმის ორი უმთავრესი კომპონენტია გოგირდმჟავა და აზოტმჟავა. ზოგჯერ მჟავური წვიმები საკმაოდ შორს მოდის იმ ადგილებიდან, სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია. ამრიგად, მჟავური წვიმის პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება, რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მასშტაბით გადაადგილებას ხშირად განიცდიან. მაგალითად, მჟავური წვიმების უმეტესობა, რომელიც ნორვეგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება.
მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველთა სამყაროზე. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს. თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში გამრავლდეს.
ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც შეინიშნება ტყის მასივების შემცირების ტენდენცია.
-
ტყე მჟავური წვიმის შედეგად
-
ძეგლი, რომელიც დაზარალდა მჟავური წვიმის შედეგად
-
ქვანახშირის სადგურები (ადამიანური ფაქტორი)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მჟავური წვიმა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მჟავური წვიმა | ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი
- ↑ Galloway, J. N., Zhao Dianwu, Xiong Jiling and G. E. Likens. 1987. Acid rain: a comparison of China, United States and a remote area. Science 236:1559–1562.
- ↑ chandru. (2006-09-09) CHINA: Industrialization pollutes its country side with Acid Rain. Southasiaanalysis.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-20. ციტირების თარიღი: 2010-11-18.
- ↑ Seinfeld, John H.; Pandis, Spyros N (1998). Atmospheric Chemistry and Physics — From Air Pollution to Climate Change. John Wiley and Sons, Inc. ISBN 978-0-471-17816-3
- ↑ EPA: Acid Rain in New England, A Brief History