ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნოტიო სუბტროპიკული კლიმატიკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის ტიპთაგან ერთ-ერთი, რომელიც ხასიათდება საშუალოდ მაღალი ტემპერატურითა და თანაბრადგანაწილებული ნალექით. ამ კლიმატის მქონე დასახლებებში თბილი, ნოტიო ზაფხულია (21-26°C)[1] ზღვისპირა ჰაერის ნაკადით და

ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის ტიპთაგან ერთ-ერთი

ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი მსოფლიოს ქვეყნებში
მონაცემები
ქვეყნები ა.შ.შ, მექსიკა, პერუ, ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი, ბოლივია, კონგოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ანგოლა, ზამბია, ზიმბაბვე, მალავი, მოზამბიკი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოთო, სვაზილენდი, მადაგასკარი, ტანზანია, ეთიოპია, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საქართელო, რუსეთი, აზერბაიჯანი, ინდოეთი, ნეპალი, პაკისტანი, მიანმარი, ბუტანი, ბანგლადეში, ლაოსი, ჩინეთი, ვიეტნამი, ტაივანი, სამხრეთი კორეა, იაპონია, ავსტრალია.
ტემპერატურა ზაფხულში 21-26°C; ზამთარში >0°C

შედარებით ზომიერი ზამთარი (>0°C). ზოგიერთ დღეებში ტემპერატურამ 32°C-საც შეიძლება მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ ზაფხული უფრო ნოტიოა, ვიდრე ზამთარი, კონვექტიური ჭექა-ქუხილითა და ზოგიერთ რეგიონში ტროპიკული ციკლონით გამოწვეული წვიმიდან გამომდინარე. ქვეყნები ნოტიო სუბტროპიკული კლიმატით, ძირითადად მდებარეობს კონტინენტების აღმოსავლეთ ნაწილის 20-35° შუალედში. ყველაზე ცივი თვეები საკმაოდ ზომიერია (5 - 12°C), თუმცა თრთვილი არც ისე იშვიათია, ხოლო ზამთრის ნალექები, ძირითადად წარმოქმნილია პოლარული ფრონტის (წარმოქმნილი 60-65° განედზე შემხვედრი თბილი დინებებისა და პოლარული აუზიდან შემოსული ჩრდილო-აღმოსავლეთის ცივი დინებების აღმასრიალიდან) ციკლონებიდან. საშუალო ნალექიანობა ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის მქონე რეგიონებში 63.5 სმ-დან 254 სმ-მდე ადის. ზამთარში თრთვილი ქმნის პრობლემას ხილისა და ბოსტნეულისათვის (განსაკუთრებით ა.შ.შ-ს სამხრეთ აღმოსავლეთში), აზიაში მუსონური ქარებია შედარებით ხშირი, ხოლო ა.შ.შ-ის (სავანა, ფლორიდა, ჯორჯია), ავსტრალიის (სიდნეი), ჩინეთისა (შანხაი) და ახალი ზელანდიის ზოგიერთ ადგილს საფრთხე ექმნება ძლიერი შტორმებისა და ქარიშხლების მხრივ. წვიმები უმეტესწილად ზაფხულის უცხელესი დღეებიდან იწყება ჭექა-ქუხილებისას, რაც გამოწვეულია ზედაპირის ინტენსიური გაცხელებით და მზის ძლიერი, სუბტროპიკული კუთხით.

მცენარეები

რედაქტირება

ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი ხელს უწყობს მარადმწვანე ხეებსა და ბუჩქებს[2] არსებობისთვის. კონკრეტულად მარადმწვანეს კი იმიტომ, რომ მცენარეებმა გაუძლონ მუდმივად წვიმიან და ხანგრძლივი ზაფხულის თბილ, გრძელ თვეებს. ამ კლიმატში კარგად ხარობენ როგორც პალმები და გვიმრები, ასევე თხელი და ფართოფოთლოვანი მცენარეები. ფლორიდაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე არის მდინარე ლაგუნა, რომლის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის მიერ აყვავებული 2100-ზე მეტი სახეობის მცენარე ჩრდილოეთ ამერიკის ბიოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვან ესტუარად აქცევს.

გავრცელება

რედაქტირება

აფრიკა

ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი თითოეულ კონტინენტზეა ფართოდ გავრცელებული. იგი აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ანგოლას აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ ზიმბაბვეში,ფაქტობრივად, მთელ ზამბიაში, მოზამბიკის ჩრდილო-დასავლათითა და დასავლეთით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთით, სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, მალავის მთელ ტერიტორიაზე, ტანზანიის სამხრეთ-დასავლეთით, ცენტრალურ მადაგასკარში და ეთიოპიის ჩრდილოეთითაა გავრცელებული.

აზია

აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია ნოტიო-სუბტროპიკული კლიმატი, განსაკუთრებით კი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნეპალის ტერიტორიის 80%-ზე მეტზე, ხოლო ტაივანის მთელ ტერიტორიაზე, ვიეტნამის ჩრდილოეთით, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ბანგლადეშის დასავლეთით, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით, მიანმარის ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ ლაოსში, აზერბაიჯანის სამხრეთით, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთითა და იაპონიის 3 კუნძულზე (ჰონსიუ, სიკოკუ, კიუსიუ). ციმბირის ძლიერი ანტიციკლონი აღმოსავლეთ აზიაში ბევრად უფრო ცივ, მშრალ ზამთრებს იწვევს, ვიდრე ეს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატისთვისაა დამახასიათებელი.    

კლიმატი სამხრეთ აზიაში, ძირითადად მდინარე განგის გასწვრივაა, სადაც ზამთრები ზომიერი, მშრალი, ნისლიანი და მოკლეა, ხოლო გრძელი და ცხელი ზაფხული შუა აპრილიდან იწყება, უმაღლესი ტემპერატურები მაისსა და ივნისის დასაწყისში ფიქსირდება (უმეტესწილად 40°C). ამ პერიოდში, სამხრეთ აზიაში მდებარე ხეების უმეტესობა სიმშრალიდან გამომდინარე ფოთლებს ყრის რათა წყალი შეინარჩუნოს. ყოველივე ამას მოყვება ცივი, მუსონური ქარები, როდესაც ხშირია წვიმები და რომლის დროსაც ტემპერატურა კლებას იწყებს, თუმცა ჰაერის ტენიანობა იზრდება. ზუსტად ასეთივე მიმდინარეობაა აზიის სხვა ქალაქებში, მაგალითად ინდოეთის ნიუ დელიში, ლუკნოვში, კანპურში, პატნაში და პაკისტანის ტყუპ ქალაქებში - ისლამაბადსა და რავალპინდში. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ზამთრის ნალექი ტოლია ან აღემატება ზამთრისას, არის იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სანინის რეგიონი. ასევე, სამხრეთ აზიაში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, ჩვეულებისამებრ ესაზღვრება კონტინენტურ კლიმატს.

ევროპა

ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი ისევე, როგორც თითოეული (ავსტრალიის გარდა) კონტინენტის, ასევე ევროპის სამხრეთითაცაა გავრცელებული, კერძოდ კი იტალიის, მონტენეგროსა და სერბეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე, საბერძნეთისა და ალბანეთის ჩრდილოეთით, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ აღმოსავლეთით. ჩრდილოეთ იტალიაში, პოს ხეობის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ვერონა, მილანი, ტურინი და ბოლონია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია ცხელი, ტენიანი ზამთრებითა და ხშირი ჭექა-ქუხილით. გრილ, ნოტიო ზამთარში ხშირია ნისლი, ზოგჯერ თრთვილიც კი. გარდა ამ ქალაქებისა, ზაფხულში, ხშირი წვიმით, მოცემული კლიმატი შეინიშნება მაგიორის, კომოსა და ლუგანოს ტბების სანაპიროებზე.                                               ადრიატიკის ზღვის როგორც ჩრდილოეთ ნახევარის სანაპირო ზონებშიც აღინიშნება ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, მაგალითად იტალიაში (ტრიესტე, ვენეცია, რიმინი), ხორვატიაში, სლოვენიაში (კოპერი), მონტენეგროში (კოტორი), ასევე სამხრეთშიც (ესპანეთი (კატალონია, ბარსელონა, ჟირონა), საბერძნეთი (კოზანი), დასავლეთ მაკედონია, საფრანგეთი).

ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა

ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკის მხოლოდ 2 ქვეყანაშია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი გავრცელებული (ა.შ.შ.-ს სამხრეთ-აღმოსავლეთით, 12 შტატში (ტექსასი, ოკლაჰომა, ლუიზიანა, არკანზასი, ალაბამა, მისისიპი, ტენესი, კენტუკი, ჩრდილოეთი კაროლინა, სამხრეთი კაროლინა, ჯორჯია, ფლორიდა) მექსიკის ცენტრალური ნაწილის დასავლეთითა და აღმოსავლეთით). ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის მქონე იმ ქალაქებში (ჰიუსტონი, ნიუ ორლეანი, სავანა და ა.შ.), რომლებიც მექსიკის ყურესთან ახლოს არიან, ძალიან იშვიათია თოვლი, თუმცა იმ ქალაქებში (დალასი, მემფისი, ატლანტა, ნეშვილი და ა.შ.), რომლებიც ა.შ.შ-ს სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთით არიან, შედარებით ხშირია, მაგრამ დაბალი, დაახლოებით 7 სმ. მთლიანობაში.                                       ტექსასის იმ ქალაქებში (ოსტინი, სან ანტონიო), რომლებიც რაც შეიძლება მოშორებულნი არიან მექსიკის ყურეს, ხშირია ნალექიანობა მაისში (პიკი სექტებერსა ან ოქტომბერში), გვალვა კი შუა ზაფხულში.

სამხრეთი ამერიკა

როგორც ზოგადად სამხრეთ ამერიკის, ასევე ბრაზილიის, პარაგვაისა და ბოლივიის სამხრეთითაა ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი გავრცელებული, ისევე, როგორც ურუგვაის მთელ ტერიტორიაზე, არგენტინის ჩრდილოეთით და პერუს დასავლეთ ნაწილში.

ავსტრალია

ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი გავრცელებულია ავსტრალიის აღმოსავლეთით, 3 შტატში - ვიქტორიაში, ახალ სამხრეთ უელსში და კუინზლენდში. ავსტრალიის წლიურმა ნალექმა შეიძლება 2 მეტრს მიაღწიოს სანაპირო ზონებში, თუმცა სხვა ადგილებში, საშუალოდ 1 მეტრია.

ცხოველები

რედაქტირება
 
პანტერა ხეზე
 
ულტისოლი

სითბოდან და მრავალი მარადმწვანე მცენარიდან გამომდინარე, ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატში მრავალი სახეობის ცხოველს აქვს სასიცოცხლო პირობები. სხვადასხვა ფრინველებს, რეპტილიებს, ძუძუმწოვრებსა და ამფიბიებს. დიდი ზომის ცხოველებიდან კი პანტერა, ირემი და ზღვის გოჭია გავრცელებული. სითბოდან გამომდინარე, ისეთი მრავალი ცივსისხლიანი რეპტილიისთვისაა აუცილებელი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, როგორებიცაა ალიგატორი, კუ, გველი, ამფიბიებიდან კი ბაყაყები. აღსანიშნავია, რომ პანტერასთვის ძალიან ხელსაყრელია მოცემული კლიმატი, ვინაიდან იგი თავისი კლანჭებით ხეზე ცოცდება ზოგიერთი მტაცებლისგან თავდასაცავად და სწორედ ისეთი ხეებია ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატში, როგორებსაც პანტერა იყენებს, ხოლო ალიგატორისთვის სწორედ ისეთი მცენარეებია გავრცელებული, რომლებიც მას ეხმარება ნადირობისას კამუფლაჟში დასამალად, ისევე, როგორც შვლის ნუკრს, თუმცა მას თავდასაცავად და გარდა ამისა, ტემპერატურის შენარჩუნებაში ეხმარება, პატარა სხეული და ფეხები კი მტაცებლების მიერ თავდასხმისას გასაქცევად ძალიან მოსახერხებელია.                                                                                                                                         

მოსავალი

რედაქტირება

ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის მქონე თითოეულ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია აგრიკულტურა. ზამთრის ერთ-ერთ მთავარ მოსავალს ხორბალი[3] წარმოადგენს, ხოლო ზაფხულში სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული მოსავალი მოჰყავთ, თუმცა მათგან ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანია სოიო და სიმინდი, რომელთა მოსაყვანადაც სწორედაც რომ ნოტიო სუბტროპიკული კლიმატისთვის დამახასიათებელი სინოტივეა საჭირო.                                                                                                                                    ამ კლიმატის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ნიადაგის ტიპს, ძირითადად წარმოადგენს ულტისოლი, რომელიც ფერით მოწითალოა და მდიდარია ჩანარეცხი მინერალებით, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში - მოლისოლი (ხასიათდება სქელი, შავი ფერით, რომელიც მდიდარია კირით და შეიცავს კირქვასა და ლიოსს.                           ჩრდილოეთ ამერიკის ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატურ ტერიტორიებზე მცენარეებიდან კარგად ხარობს სამხრეთის მაგნოლია და არდიზია, ხოლო სამხრეთ ამერიკაში - არაუკარია, სეკვოია და ტანოაკია გავრცელებული აზიაში, ხოლო აგათისი და კომბოსტოს ხე - ავსტრალიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • FUNDAMENTALS OF PHYSICAL GEOGRAPHY, TEXTBOOK FOR CLASS XI/WORLD CLIMATE AND CLIMATE CHANGE/March 2006/National Council of Educational Research and Training, 2006/Chandrakala Universal Pvt. Ltd., H-16, UPSIDC, Industrial Area, Newada, Samogar, Naini, Allahabad-211010/M. Siraj Anwar, Shveta Uppal, Bibash Kumar Das, Arun Chitkara, R.N. Bhardwaj, Prakash Veer Singh.
  • Cropping Systems and Climate Change in Humid Subtropical Environments/Agricultural & Biological Engineering Department, University of Florida, Frazier Rogers Hall, Gainesville/Received: 15 December 2017; Accepted: 10 February 2018; Published: 14 February 2018/USA/Ixchel M. Hernandez-Ochoa and Senthold Asseng

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

https://www.britannica.com/science/humid-subtropical-climate https://www.earthonlinemedia.com/ebooks/tpe_3e/climate_systems/humid_subtropical.html დაარქივებული 2020-03-26 საიტზე Wayback Machine. https://openscience.ge/bitstream/1/1566/1/MA%20Thesis%20Gvasalia%20Gvanca.pdf https://www.worldatlas.com/articles/what-is-a-humid-subtropical-climate.html https://321boat.com/all-about-the-humid-subtropical-climate/ https://en.wikipedia.org/wiki/Humid_subtropical_climate https://www.quora.com/What-are-some-characteristics-of-humid-subtropical-locations

  1. https://www.fs.fed.us/land/ecosysmgmt/colorimagemap/images/230.html
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-08. ციტირების თარიღი: 2020-05-14.
  3. https://www.mdpi.com/2073-4395/8/2/19/pdf