რავალპინდი[2] (ურდუ راولپنڈی, ინგლ. Rawalpindi) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში. განლაგებულია პოტვანის პლატოზე, მდ. ლეჰის ნაპირზე, ესაზღვრება ისლამაბადს და ფაქტობრივად მასშია შერწყმული.[2] 2 098 231 მცხოვრები (2017;[1] 2014 — აგლომერაციის ფარგლებში 3 მლნ.-ზე მეტი). მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი. რავალპინდში მდებარეობს ბენაზირ ბჰუტოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.

ქალაქი
რავალპინდი
ურდუ راولپنڈی
პენჯაბ. راولپنڈی
ქვეყანა თარგი:ქვეყნის მონაცემები პაკისტანი, ინდოეთი
პროვინცია პენჯაბი
ოლქი რავალპინდი
კოორდინატები 33°39′00″ ჩ. გ. 73°01′00″ ა. გ. / 33.65000° ჩ. გ. 73.01667° ა. გ. / 33.65000; 73.01667
პირველი ხსენება ძვ. წ. I ათასწლეული
ფართობი 5286 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 508±1 მეტრი
მოსახლეობა 2 098 231[1] კაცი (2017)
ეროვნული შემადგენლობა პენჯაბელები, პუშტუნები, მუჰაჯირები (ინდოეთიდან ლტოლვილები და მათი შთამომავლები)
სასაათო სარტყელი UTC+5, ზაფხულში UTC+6
სატელეფონო კოდი 051
ოფიციალური საიტი http://www.rawalpindi.gov.pk/
რავალპინდი — დედამიწა
რავალპინდი

ჩვენს ერამდე რავალპინდის ადგილას მდებარეობდა ქალაქი გაჯიპური, შუა საუკუნეებშიფათეჰ-პურ-ბაორი, რომელიც XIV საუკუნის დასაწყისში მონღლებმა დაანგრიეს. 1493 წელს აღადგინა გაკარების ტომის ბელადმა რავალ-ხანმა და თავისი სახელი უწოდა. XIX საუკუნის 1-ლ ნახევარში რავალპინდი ეკუთვნოდა სიქებს, 1849 წელს დაიკავეს ბრიტანელმა მებრძოლებმა. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1947 წლამდე, ბრიტანელთა მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა იყო ინდოეთში.[2] 1959–1967 წლებში — პაკისტანის დროებითი დედაქალაქი.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ძირითადი ღირსშესანიშნაობები: ძველი ფორტი (პურანა-კილა), ე. წ. ბელადის ბაღები, ს. სინგჰის სახლი ვიქტორიანულ სტილში, რკინიგზის სადგური (დაახლ. 1880), რავალპინდის ხელოვნების საბჭოსა და კომერციულ საზოგადოება „Army Welfare Trust“-ის შენობები და სხვა საკულტო ნაგებობები, მ. შ. ქრისტეს ეკლესია (1852), წმ. პავლეს ეკლესია (1875–1908; ორივე ნეოგოტიკის სტილში), მეჩეთი გულშან-დადან-ხანი.

განათლება

რედაქტირება

რავალპინდი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრია. აქ მდებარეობს გულის დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (1978), არიდული ტერიტორიების აგრარული უნივერსიტეტი (1994), ფატიმა ჯინას სახელობის ქალთა უნივერსიტეტი (1998; ს. სინგჰის ყოფილ სახლში), შეიარაღებული ძალების უმაღლესშემდგომი განათლების სამედიცინო უნივერსიტეტი (1953), საჯარო ბიბლიოთეკა, პაკისტანის არმიის მუზეუმი (1961), კრიკეტის (20 ათ. ადგილი) და ბალახის ჰოკეის (დაახლ. 10 ათ. ადგილი) სტადიონები და სხვ.

ეკონომიკა

რედაქტირება

ქალაქის ეკონომიკის საფუძველია მომსახურების სფერო. გამოირჩევა ვაჭრობა (პაკისტანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ცენტრი), სამხედრო ობიექტების მომსახურება (პაკისტანის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინა, ავიაბაზები და სხვ.), განათლება, ჯანდაცვა, საბანკო ბიზნესი, კორპორატიული მართვა-გამგეობა (მ. შ. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ეროვნული სამსახურისა და კომერციულ ბანკ „Askari“-ის (ერთ-ერთი უმსხვილესია ქვეყანაში) შტაბ-ბინები).

მსხვილი ინდუსტრიული ცენტრია. მრეწველობის წამვანი დარგებია: ნავთობგადასამუშავებელი (კომპანია „Attock Refinery“-ის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, აგებული 1922 წელს, უძველესია პაკისტანში; სიმძლავრე 2,3 მლნ. ტ ნედლი ნავთობი წელიწადში), მსუბუქი (ბამბეულის ქსოვილების, შალის ნართის, ტანსაცვლის, ხალიჩებისა და სხვ. წარმოება), ლითონდასამუშავებელი (სამრეწველო მოწყობილობების, ავტომობილებისა და სარკინიგზო ტექნიკის რემონტისა და მომსახურების სახელოსნოები) და კვების (კომპანია „Murree Brewery“-ის ლუდის ქარხანა, 1860, ერთ-ერთი უმსხვილესი ეროვნული წარმოების დარგი, და სხვ.).

დემოგრაფია

რედაქტირება

2017 წლის მონაცემებით რავალპინდის მოსახლეობა 2 098 231 კაცს შეადგენს.[1] მათი 84% პენჯაბელია, 9% — პუშტუნი, ხოლო 7% — სხვ. აბსოლუტური უმრავლესობა (96.8%) მუსლიმია, 2,47% — ქრისტიანი, 0,73% სხვა რელიგიების მიმდევარია.

ისტორიული მოსახლეობა
წელი 1941 1951 1961 1972 1981 1998 2017
მოსახლ. 185 000 237 000 340 000 615 000 795 000 1 409 768 2 098 231
±% +28,1% +43,5% +80,9% +29,3% +77,3% +48,8%
წყარო: [3][4]

რავალპინდისთვის დამახასიათებელია სუბტროპიკული ოკეანური ჰავა:[5] ცხელი, ნალექიანი ზაფხული და ცივი, მშრალი ზამთარი.

წლიური ამინდი — რავალპინდი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
საშუალო მაღალი °F 63 67 76 86 96 103 96 93 92 88 77 67
საშუალო დღიური °F 50 55 63 73 82 90 87 83 82 73 61 52
საშუალო დაბალი °F 37 42 51 60 68 76 77 74 71 58 46 38
ნალექი დუიმი
საშუალო მაღალი °C 17.0 19.5 24.2 29.9 35.4 39.5 35.8 33.7 33.6 30.9 25.0 19.3
საშუალო დღიური °C 9.8 12.5 17.3 22.6 27.6 32.0 30.3 28.6 27.6 22.7 16.2 11.3
საშუალო დაბალი °C 2.7 5.5 10.4 15.3 19.9 24.5 24.8 23.6 21.6 14.5 7.5 3.3
ნალექი მმ
წყარო: Climate-Data.org, სიმაღლე ზღვის დონიდან: 497 მ,[5] 7 სექტემბერი, 2013

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 PROVISIONAL SUMMARY RESULTS OF 6TH POPULATION AND HOUSING CENSUS-2017. pbs.gov.pk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 24 November 2017.
  2. 2.0 2.1 2.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 289.
  3. Elahi, Asad (2006) „2: Population“, Pakistan Statistical Pocket Book 2006. Government of Pakistan: Statistics Division, გვ. 28.  დაარქივებული 2018-03-30 საიტზე Wayback Machine.
  4. DISTRICT WISE CENSUS RESULTS CENSUS 2017 (PDF). Pakistan Bureau of Statistics (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-29. ციტირების თარიღი: 2019-07-07.
  5. 5.0 5.1 Climate: Rawalpindi - Climate graph, Temperature graph, Climate table. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 7 September 2013.