ფატიმა ჯინა
ფატიმა ჯინა (ინგლ. Fatima Jinnah; დ. 30 ივლისი, 1893 — გ. 8 ივლისი, 1967) — პაკისტანელი პოლიტიკოსი. პაკისტანის დამაარსებლისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის მუჰამედ ალი ჯინას უმცროსი და. ფატიმა ჯინა ქვეყანაში ცნობილი იყო „პაკისტანელი ქალბატონის“ ან „ერის დედის“ სახელით. იგი იყო პაკისტანის მოძრაობის აქტიური მონაწილე და ქალი სტუდენტების სრულიად ინდური მუსულმანური ფედერაციის ორგანიზატორი. პაკისტანის დაარსებისა და მისი ძმის გარდაცვალების შემდეგ, კვლავ რჩებოდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ფიგურად.
ფატიმა ჯინა | |
ფატიმასა და მუჰამედ ალის ცვილის ფიგურები | |
პაკისტანის ოპოზიციის ლიდერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1960 – 8 ივლისი, 1967 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ნურულ ამინი |
დაბადებული | 30 ივლისი, 1893 კარაჩი, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 8 ივლისი, 1967 კარაჩი, პაკისტანი |
განათლება | კალკუტის უნივერსიტეტი |
რელიგია | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფატიმა ჯინა დაიბადა კარაჩიში 1893 წლის 30 ივლისს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მისი ძმა გახდა მისი მეურვე. 1919 წელს ფატიმამ სწავლა გააგრძელა კალკუტის სამედიცინო უნივერსიტეტში. 1923 წელს ფატიმამ ბომბეიში გახსნა სამედიცინო კლინიკა. 1947 წელს ჩამოაყალიბა ქალთა დახმარების კომიტეტი, რომელიც მოგვიანებით გახდა სრულიად პაკისტანის ქალთა ასოციაციის ძირითადი ძალა. იგი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პაკისტანში მუჰაჯირების პრობლემის მოგვარებაში. 1948 წლამდე, ძმის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მასთან.
1960 წელს ფატიმა ჯინა დაუბრუნდა პოლიტიკურ ავანსცენას, როდესაც ოპოზიციური პარტიების რიგებიდან კენჭი იყარა პაკისტანის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მის მხარდამჭერ მიტინგზე, რომელიც დაკაში გაიმართა 250 000 ადამიანი მივიდა. მომიტინგეები მას მიესალმენ, როგორც ერის დედას. ჯინამ არჩევნები წააგო მოქმედ პრეზიდენტ აიუბ-ხანთან, თუმცა გარკვეულ პროვინციებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით იგი აიუბ-ხანმა გააყალბა.
1965 წელს ფატიმამ კვლავ გადაწყვიტა კენჭი ეყარა პრეზიდენტის თანამდებობაზე. იგი კვლავ აიუბ-ხანს დაუპირისპირდა. ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ ერთიან კანდიდატურად ფატიმა ჯინა დაასახელეს. არჩევნები გაიმართა 1965 წლის 2 იანვარს. პრეზიდენტის თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებდა აიუბ-ხანი, ფატიმა ჯინა და კიდევ ორი პოლიტიკოსი. საარჩევნო კამპანიისთვის იყო მხოლოდ ერთი თვე. ამომრჩეველთა კოლეგიამ პრეზიდენტად კვლავ აიუბ-ხანი აირჩია.
ფატიმა ჯინა გარდაიცვალა კარაჩიში 1967 წლის 8 ივლისს, ოფიციალურად მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის უკმარისობა. მაგრამ არსებობდა ვარაუდი, რომ იგი მოკლა იმავე დაჯგუფებამ, რომელმაც თავიდან მოიშორა ლიაქათ ალი ხანი. 2003 წელს მუჰამედ ალი ჯინას ძმისშვილმა განაცხადა, რომ ფატიმა ჯინა მოკლეს[1][2]. დაკრძალულია ძმის გვერდით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Fatima Jinnah (1987). My Brother. Quaid-i-Azam Academy. ISBN 969-413-036-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ New twist to Miss Jinnah controversy – Dawn Pakistan
- ↑ „Fatima Jinnah: Mother Of Nation (Mader-e Millat)“. Pakistan Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 April 2012. ციტირების თარიღი: 31 December 2011.