ისლამაბადი
ისლამაბადი (ურდუ: اسلام آباد) — პაკისტანის დედაქალაქი, მდებარეობს პოტოჰარის პლატოზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ისტორიულ პენჯაბისა და ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო პროვინციის (მარგალას უღელტეხილი ისტორიული კარიბჭე იყო ამ პროვინციის) გზაჯვარედინზე. რავალპინდი მის დობილ ქალაქად ითვლება ამ ორი ქალაქის სიახლოვის გამო.
ისლამაბადი اسلام آباد | |||
![]() ფეიზალის მეჩეთი | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
---|---|---|---|
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 33°43′00″ ჩ. გ. 73°04′00″ ა. გ. / 33.71667° ჩ. გ. 73.06667° ა. გ. | ||
მმართველი | Sheikh Ansar Aziz | ||
დაარსდა | 1960 | ||
ფართობი | 906.0 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 457 - 1,604 მ | ||
მოსახლეობა | 1.9[1] კაცი (2014) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||
სატელეფონო კოდი | 051 | ||
საფოსტო ინდექსი | 44000 | ||
ოფიციალური საიტი | islamabad.gov.pk | ||
ქალაქი 1960-იან წლებში აშენდა პაკისტანის დედაქალაქის კარაჩიდან გადმოსატანად. ქვეყნის განვითარება იმხანად კარაჩის ირგვლივ ხდებოდა და პრეზიდენტ აიუბ ხანს სურდა განვითარება უფრო თანასწორად გავრცელებულიყო. ისლამაბადი თანამედროვე და სუფთა ქალაქია, განსაკუთრებით პაკისტანის სხვა ქალაქებთან შედარებით. ქალაქი რვა ზონად არის დაყოფილი: დიპლომატური ანკლავი, კომერციული უბანი, განათლების სექტორი, ინდუსტრიული ზონა და მისთ., ყოველ მათგანს საკუთარი სავაჭრო არე და პარკი აქვს. ისლამაბადშია ასევე ფეიზალის მეჩეთი, რომელიც განთქმულია მისი არქიტექტურითა და სიდიდით. მეჩეთი ქალაქს მიუძღვნა საუდის არაბეთის მეფე ფეიზალმა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Islamabad The Capital of Pakistan. islamabadthecapital.com. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2016.