ინდის ცივილიზაცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინდის ან ჰარაპის ცივილიზაცია — კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია, ძველეგვიპტურსა და შუმერულ ცივილიზაციებთან ერთად. ამ სამიდან იკავებდა ყველაზე დიდ ფართს. ვითარდებოდა ინდის ხეობაში არიელების მოსვლამდე, ძვ. წ. III ათასწლეულში. ცივილიზაციის ძირითადი ცენტრები — ჰარაპა, ლოთჰალა და მოჰენჯო-დარო.

ცივილიზაციის გავრცელების არეალი.

წინარეისტორია

რედაქტირება

ძვ. წ. VII ათასწლეულში ინდის ხეობაში და სარასვატში ვითარდება წინამიწათმოქმედი კულტურა, რომელსაც ეძახიან მეგარის კულტურას. ამ დროს ადამიანმა აღმოაჩინა ეფექტიანი საშუალებები ეფექტიანად მიეღო საკვები რესურსები. სწორედ ამან შესაძლებელი გახადა ადამიანის განვითარებაში სხვა დონეზე გადასვლა. ამ დონეს კულტურულ-ისტორიული კომპლექსი ეწოდა.

ცივილიზაცია

რედაქტირება
 
ქურუმის სტატუეტი მოჰენჯო-დაროში

მოჰენჯო-დაროში და სხვა ტერიტორიში აღმოჩენილია ირიგაციული მიწამოქმედების საწყისები. ასევე მოჰენჯო-დაროში აღმოჩენილია ყველაზე ცნობილი საპირფარეშო და კანალიზაცია. ინდის ხეობის დამწერლობა დღესაც გაუშიფრავია, ამიტომაც მმართველების სახელები და მმართველობის ფორმა უცნობია.

ინდის ცივილიზაციის დაისი მოხდა ძვ. წ. XVIII–XVII საუკუნეებში. ამ დროს დრავიდური მოსახლეობა გადადის სამხრეთ-აღმოსავლეთით და კარგავს განვითარების დონე. სავარაუდოდ, ცივილიზაციას ბოლო დარტყმა მიაყენეს არიელებმა, რომლებიც ინდის ხეობაში შეიჭრნენ, ეს შეტევა აღწერილია „რიგვედაშიც“.

 
მოჰენჯო-დაროს ნაქალაქევი.

პირველი ცნობები პრეარიული ცივილიზაციის არსებობის შესახებ XIX საუკუნეში გამოაქვეყნა ალექსანდრე კანინგემმა. საბოლოოდ ამ ცივილიზაციის არსებობა დატკიცდა 1921-1922 წლებში ჯონ მარშალის ექსპედიციის მიერ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Альбедиль М.Ф. Забытая цивилизация в долине Инда. М. 1991.
  • История древнего Востока, т. 1. М.1986.