სიკოკუ
სიკოკუ (იაპონ. 四国 „ოთხი პროვინცია“) — კუნძული იაპონიის არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში. მისი უძველესი სახელებია „იიო-ნო-ფუტანა-შიმა“ (იაპონ. 伊予之二名島), „იიო-შიმა“ (伊予島) და „ფუტანა-შიმა“ (二名島). თანამედროვე სახელწოდება მიუთითებს ოთხ ძველ პროვინციაზე, რომელიც კუნძულს შეადგენდა: ავა, იიო, სანუკი და ტოსა.
კუნძული სიკოკუ გამუქებულია | |
გეოგრაფია | |
---|---|
კოორდინატები | 33°45′ ჩ. გ. 133°30′ ა. გ. / 33.750° ჩ. გ. 133.500° ა. გ. |
ფართობი | 18 800 კმ² |
სიგრძე | 225 კმ |
სიგანე | 50-150 კმ |
უმაღლესი წერტილი |
1982 მ ისიძუტი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 4 141 955 (2005) |
სიმჭიდროვე | 220.32 /კმ² |
სიკოკუს რეგიონი, შედგება რა სიკოკუსა და მიმდებარე მცირე კუნძულებისგან, ფარავს დაახლოებით 18 800 კმ² და ოთხი პრეფექტურისგან შედგება: ეჰიმე, კაგავა, კოჩი და ტოკუშიმა. ის ჰონსიუს უკავშირდება ბორანითა და საჰაერო მიმოსვლით, 1988 წლიდან კი დიდი სეტოს ხიდების ქსელით. ხიდების კომპლექსის დასრულებამდე რეგიონი იზოლირებული იყო დანარჩენი იაპონიისგან და უფრო თავისუფალი მოძრაობა ჰონსიუსა და სიკოკუს შორის გარანტია უნდა ყოფილიყო ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისთვის, რომლის მატერიალიზაცია ჯერ ვერ მოხერხდა.
მთაგრეხილების სერია კუნძულს ვიწრო ჩრდილო სუბ-რეგიონად და სამხრეთ ნაწილად ჰყოფს. კუნძულის 4,5 მილიონი მოსახლის უმეტესობა ჩრდილო ნაწილში ცხოვრობს, და ასევე ერთის გარდა ყველა ქალაქიც ამავე რეგიონშია. მთა ისიძუტი (1982 მ) კუნძულის უმაღლესი მწვერვალია. ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია და მოიცავს სპილენძის დამუშავებას ბაშის მაღაროებიდან. მიწა ინტენსიურადაა გამოყენებული. სამხრეთის ველები დათესილია ბრინჯით, რომელსაც ზამთარში ხორბლითა და წიწიბურით ანაცვლებენ. ჩრდილო ნაწილში მრავალი სახის ხილი მოჰყავთ, მათ შორის ციტრუსები, ხურმა, ატამი და ყურძენი. ხორბლის წარმოების დაწყების შემდეგ უდონი (讃岐うどん) კაგავას პრეფექტურის (ყოფილი სანუკის პროვინცია) მოსახლეობის საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ედოს პერიოდში.
სიკოკუს სამხრეთი რეგიონი მთაგორიანია და ამგვარად ნაკლებად დასახლებულია. ერთადერთი შედარებით დიდი დაბლობი კოჩის გავაკებაა, სადაც პრეფექტურის დედაქალაქი მდებარეობს. რეგიონის რბილმა ზამთარმა განაპირობა სასათბურე მეურნეობის განვითარება. რბილი ჰავის გამო შესაძლებელია ბრინჯის ორი მოსავლის მოყვანა წელიწადში. ტყის მასიური საფარის წყალობით ასევე განვითარდა ქაღალდის წარმოება და ჰიდროელექტრო სადგურები.
სიკოკუ ასევე ცნობილია 88-ტაძრის პილგრიმობით, რომელიც მოძღვარ კუკაის უკავშირდება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიკოკუ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)